Connect with us

სხვა

23 ნივთი რომელიც მოგზაურობისას ყველა ქალს ჭირდება

სანამ სადმე გაემგზავრებით, შეამოწმეთ თან გაქვთ თუ არა ქვემოთ ჩამოთვლილი ნივთები:

1. თმის სამაგრი

ვის აქვს თმაზე ნერვიულობის დრო ტაქსში, მატარებელში ან თვითმფრინავში? ლამაზი და ფერადი თმის სამაგრი ყველაზე არადამჯერ თმასაც კი მოარჯულებს.

2. ჩანთა თმის უთოსთვის


არასდროს დატოვოთ თმა ყურადღების გარეშე – ამ ჩანთის წყალობით, ყველაფერი რაც გჭირდებათ თქვენს ხელთ იქნება.

3. კომფორტული მაისური

დატოვეთ რთული გარდერობი სახლში: მოგზაურობის დროს მხოლოდ უბრალო და კომფორტული მაისური უდნა გქონდეთ თან.

4. ჩანთა ნოუთბუქის ან iPad-სთვის

პატარა ჩემოდანი ნოუთბუქებისა და პლანშეტებისთვის – აბსოლუტურად საჭირო ნივთია ხანგრძლივი მოგზაურობისას.

5. ტანსაცმლის ბუდე

თუ რაიმე ღონისძიებაზე დასწრებას აპირებთ, სადღეასწაულო სამოსი მსგავსი ჩანთით ატარეთ, ის არც დაიჭმუჭნება და არც დაისვრება.

6. მსუბუქი კიმონო-ჟაკეტი

თვითმფრინავებში არაპროგნოზირებადი ტემპერატურაა. ამ მსუბუქ კიმონო-ჟაკეტში არც შეგცივდებათ და არც დაგცხებათ.

7. ტყავის ბუდე მზის სათვალითვის

წაიღეთ თქვენი საყვარელი სათვალე უნაკერო ტყავის ჩანთით.

8. კისრის ბალიში

ნუ დაიძინებთ თვითმფრინავში არაკომფორტულ პოზებში.

9. ყურსასმენების ჩანთა

წაიღეთ ყურსასმენების ჩანთა, ზოგჯერ ყურსასმენის გაკეთება ერთადერთი გამოსავალია საღი აზრის შესანარჩუნებლად.

10. პლედი მოგზაურობისთვის

თქვენს ჩანთაში ყოველთვის უნდა იდოს ასეთი პლედი – ხანგრძლივი მოგზაურობებისა და ცივი ტრანსპორტისთვის.

11. კომპაქტური ჩანთა

ჩაალაგეთ ყველაფერი რაც აუცილებულია ამ ჩანთაში, წაიღეთ ის ხელბარგში და აიცილეთ ბარგის ჩაბარების ეტაპი.

12. ფუნჯების ნაკრები მაკიაჟისთვის

ამ ჩანთით თქვენი ფუნჯები სუფთად და მოწესრიგებულად შეინახება

13. სამგზავრო ნაკრები ხელსაქმისთვის

ხელსაქმეს შვებულებაშიც ვერ დაივიწყებთ. გადაწყვიტეთ რით გსურთ დაკავდეთ და  საჭიროებისამებრ შეკრიბეთ ნივთები – თქვენი პირადი ხელსაქმის ნაკრებისთვის.

14. ყდა პასპორტისთვის

პასპორტი, საკრედიტო ბარათები, ფული… ახლა ამ ყველაფრის ჩანტაში ძებნა აღარ მოგიწევთ.

15. ფეხსაცმლის ელვაშესაკრავიანი ჩანთა ფეხსაცმლისთვის

მასში თქვენი ფეხსაცმელი ფორმას შეინარჩუნებს, დანარჩენი სამოსი კი სუფთა დარჩება.

16. ტყავის იარლიყი ბარგისთვის

თუ მაინც აპირებთ ბარგის ჩაბარებას, ჩამოკიდეთ მასზე იარლიყი – ასე უფრო სწრაფად იცნობთ მას.

17. მოგზაურობის დღიური

შესანიშნავი საშუალებაა ბავშვების გასართობად და საკუთარი მოგონებების შესანახად.

18. ხელსაქმის ჩანთა

თუ სახლში რაიმე საქმე ვერ დაასრულეთ, ყოველთვის გექნებათ შესაბამისი ჩანთა მის თან წასაღებად.

19. ჩანთა ყველაზე აუცილებელი კოსმეტიკისთვის

არაჩვეულებრივია კოსმეტიკის შესანახად, თან ძალიან მოდურია მასში აუცილებელი წვრილმანების ტარება.

20. იდეალური ჩანთა ხელბარგისთვის

აქ შეგიძლიათ ჩაალაგოთ ყველაფერი – რაც გზაში დაგჭირდებათ

21. პატარა საფულე ხურდისთვის

მოგზაურობისას ეს გარდაუვალია, იქ ან ხურდა გჭირდებათ ან ზედმეტად ბევრი ხურდა გაქვთ, ეს საფულე კი ორივე შემთხვევაში გამოგადგებათ.

22. უბრალო ჩუსტები მოგზაურობისთვის

ფეხსაცმელი რომელიც თქვენს მოგზაურობას ოდნავ უფრო კომფორტულს გახდის

23. ნიღაბი ძილისთვის

როდესაც ტრანსპორტში დაძინება მოგინდებათ, უბრალოდ ნიღაბი გაიკეთეთ!