Connect with us

საკითხავი

მსოფლიოში 20 ყველაზე სულელური კანონი, რომელთა შესახებ არასდროს გსმენიათ

კანონები აუცილებელია, რომ ხალხმა მშვიდობასა და ჰარმონიაში იცხოვროს. ამასთან ყველა კანონი ოფიციალურად მიღებული არაა, არსებობს დაუწერელი კანონებიც, რომელთა დაცვას ყველა ცდილობს.

თითოეულმა ადამიანმა იცის იმ ქვეყნის კანონმდებლობა, სადაც ცხოვრობს. ხოლო სამოგზაუროდ წასვლამდე, სჯობს იმ ქვეყნის ძირითად კანონებს გაეცნოთ, რომ შემთხვევით უსიამოვნო სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ.

რიგ ქვეყნებში ზოგიერთი კანონი საკმაოდ უცნაური და სასაცილოა. მათზე ხუმრობა შეიძლება. დღეს სწორედ ასეთ კანონებს გაგაცნობთ.

1. ვიქტორიაში (ავსტრალია) ელექტრონული ნათურის შეცვლის უფლება მხოლოდ პროფესიონალს აქვს. ვინც ნათურის დამოუკიდებლად შეცვლას შეეცდება, 10 ავსტრალიური დოლარით დააჯარიმებენ.

2. ალასკაზე დათვის მოკვლა შეიძლება, მაგრამ სურათის გადასაღებად ცხოველის გაღვიძება კანონით აკრძალულია.

3. საუდის არაბეთში 2018 წლის გაზაფხულამდე ქალებს ავტომობილის ტარების უფლება არ ჰქონდათ.

4. ვენეციაში საზოგადოებრივ ადგილას პერანგის გარეშე ყოფნა და ტროტუარზე მჯდომარე სენდვიჩის ჭამა არ შეიძლება.

5. დანიის კანონმდებლობით ავტომობილის ტარება მხოლოდ ჩართული ფარებით შეიძლება, რომ პარკირებული მანქანისგან განსხვავდებოდეს. გამორთული ფარებით მანქანის ტარების ჯარიმამ შეიძლება 100 დოლარს მიაღწიოს.

6. ფლორიდის შტატში ხუთშაბათს საღამოს 6 საათის შემდეგ გაზების გამოშვება აკრძალულია. თუ თავს ვერ იკავებთ და ამას სახალხოდ გააკეთებთ, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო დაგაჯარიმებენ.

7. დიდ ბრიტანეთში პარლამენტში გარდაცვალება აკრძალულია. საქმე იმაშია, რომ პარლამენტს სამეფო სასახლის სტატუსი აქვს და აქ გარდაცვლილ ადამიანს სახელმწიფო პატივისცემით დაკრძალვის უფლება აქვს.

8. სინგაპურში საღეჭი რეზინის დაღეჭვა აკრძალულია. ვინც, ამ კანონს არ დაიცავს, 500-ზე მეტი დოლარის ჯარიმა ემუქრება.

9. იაპონიაში ჭარბი წონის წონა აკრძალულია. მამაკაცის და ქალის წელი 40 წლის შემდეგ 92 და 82 სმ-ს არ უნდა აღწევდეს.

10. ფილიპინებსა და ვატიკანში განქორწინება უკანონოდ ითვლება. ფილიპინებზე განქორწინებას მხოლოდ მუსულმანები შეძლებენ. ხოლო ვატიკანში განქორწინებას ვერავინ მიიღებს.

11. საფრანგეთში არსებობს კანონი, რომელიც რკინიგზის სადგურებში კოცნას კრძალავს, რადგან ეს მატარებლის რეისებს აკავებს. გრძნობების ასეთი გამოვლენისთვის სპეციალური ადგილია გამოყოფილი.

12. გერმანიაში ავტობანზე უსაფრთხოების საშიშროების შექმნისთვის შეიძლება 100 დოლარის ჯარიმა დაგეკისროთ. კერძოდ, თქვენს ნებაზე ფეხით გადასვლა აკრძალულია და მანქანის გაჩერება არ შეიძლება მაშინაც კი, თუ ბენზინი გაგითავდათ.

13. ჰონგ-კონგში ცოლს, რომელსაც ქმარმა უღალატა, შეუძლია ქმარი მოკლას ოღონდ ერთი პირობით – მან ეს იარაღის გარეშე, შიშველი ხელებით უნდა გააკეთოს. რაც შეეხება ქმრის საყვარელს მისი მოკვლა ნებისმიერი საშუალებით შეიძლება.

14. გრენადაში ქალაქში საცურაო კოსტიუმით სიარული და ძალიან დაბალ წელიანი ჯინსის ტარება აკრძალულია. ჯარიმამ შეიძლება 270 დოლარს მიაღწიოს.

15. აფრიკულ სვაზილენდში მიიღეს კანონი, რომელიც ცოლს ქვედა საცვლის ტარებას უკრძალავს. წესების დარღვევის შემთხვევაში ჯარისკაცებმა მას ქვედა საცვალი უნდა შემოახიონ და ნაკუწებად აქციონ.

16. ჩინეთში ყოფნისას შიშველი ქალების ყურება გსურთ – კი ბატონო, მაგრამ ღმერთმა არ ქნას, რომ ჩაცმული ქალის შიშველ ფეხს შეეხოთ. ჩინეთში ეს უხეშ შეურაცხყოფად ითვლება და შეიძლება რამდენიმე დღით თავისუფლების აღკვეთა დაგემუქროთ.

17. ტურისტები, რომლებიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მოგზაურობას რამადანის თვეში აპირებენ, უნდა იცოდნენ, რომ ამ დროს ქვეყანაში საზოგადოებრივ ადგილებში საკვების და სასმელის მიღება აკრძალულია.

18. ვენეციაში საინტერესო კანონი მოქმედებს, რომელიც მტრედების კვებას კრძალავს. კანონი ქალაქის ისტორიული გარეგნობის შენარჩუნებისა და ქუჩების სისუფთავის შენარჩუნების მიზნით მიიღეს.

19. მთელ იტალიაში მოქმედებს კანონი, რომელიც ქალებს, რომელთაც მარია ჰქვიათ, პროსტიტუციით დაკავებას უკრძალავს. კანონის დარღვევა მორწმუნეების შეურაცხყოფად განიხილება.

20. ისრაელში შაბათობით ცხვირში თითის ჩიჩქნა აკრძალულია. მორწმუნეები ისრაელში თვლიან, რომ ცხვირის ჩიჩქნის დროს შეიძლება თმა მოიწყვიტოთ, რაც თავის მხრივ სისხლდენას იწვევს. სისხლდენა კი წმინდა შაბათის შელახვად ითვლება.

ყველაზე მეტად რომელი კანონი მოგეჩვენათ აბსურდულად?