Connect with us

ჰოროსკოპი

2021 წლის ფენშუის პროგნოზი: ინტელექტის ვარსკვლავი სამხრეთით გაფრინდება

2021 წლის 4 თებერვალს ენერგიების გლობალური ცვლილებები და დედამიწის ენერგიების არამატერიალური ძალების გადაადგილება მოხდება.

ეს თითოეულ სახლში სივრცის ენერგეტიკას შეცვლის. ფენშუის ენერგეტიკული გავლენის გათვალისწინებით, ყურადღება სახლის იმ სექტორებს მიაქციეთ, სადაც სასიცოცხლო ობიექტები ხვდება. ესაა შემოსასვლელი კარი სახლში, ბინაში ან თქვენს პირად ოთახში, საძინებელი, სამუშაო კაბინეტი ან სამუშაო ადგილი ოფისში.

ახალ წელს სამხრეთი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება და სახლის ერთ–ერთი ყველაზე ხელსაყრელი სექტორი გახდება. საქმის და პროექტების შემაფერხებელი, ავადმყოფობის ვარსკვლავი ადგილს დაუთმობს მშვიდ და სასარგებლო ვარსკვლავს.

მას ხშირად უკავშირდება რაიმე დასაწყისი, განულება და განახლება. სწორედ ამიტომ, აქტიური სამხრეთის მქონე სახლის მფლობელები ახალ ძალას და იმედს იგრძნობენ.

ტრადიციულად ვარსკვლავი გასაჩუქრებთ გონებით და იდეებით, სულიერ მოძრაობას, კვლევებით და მოგზაურობით გატაცებას ხელს უწყობს. მოკლედ, ააქტიურებს ყველაფერს, რაც გარკვეულწილად სამყაროს შეცნობას უკავშირდება.

ეს შესანიშნავი სექტორია სკოლის მოსწავლის ან სტუდენტისთვის სამუშაო კუთხის მოსაწყობად. ამ მიზნით თქვენი ბავშვის ოთახის სამხრეთ სექტორი გამოიყენეთ.

თუ დისერტაციაზე მუშაობთ, სტატიას წერთ ან კვალიფიკაციას ზრდით, სამხრეთ ვარსკვლავის მხარდაჭერა თქვენთვის სასარგებლო იქნება.

გარდა ამისა, ის პასუხისმგებელია კომუნიკაციაზე და მრავალი კავშირების წყალობით წინსვლას ხელს უწყობს. ეს დახმარების და მხარდაჭერის ენერგიაა. თუ დიდხანს მისი გავლენის ქვეშ იქნებით, თქვენს ცხოვრებაში სასარგებლო ადამიანების, კარგი მასწავლებლების და ბრძენი მენტორების გამოჩენას ხელს შეუწყობთ.

ცი მენ დუნ ცზიას მიხედვით სამხრეთი მატერიალური თვალსაზრისით ერთ–ერთი ყველაზე პერსპექტიული სექტორია. სწორედ აქ იხსნება მოგების კარიბჭე და აქტიურდება ცზიუ ზის მატერიალური სული.

თავად განლაგება ყოველწლიურ სქემაზე საუკეთესოა.

სიტუაცია განისაზღვრება, როგორც „ვარსკვლავური უწყვილო დიდებული ინის სივრცეში შემოდის“. გამოდის, რომ ყველა დოკუმენტი და ქაღალდი დროულად მოვა. ყველა საქმეში წარმატებას ელოდეთ.

ზეციური სვეტი დინ დამატებით გიჩვენებთ, რომ აქტიური სამხრეთის მფლობელებს უხვ ინფორმაციასთან გამკლავება და დოკუმენტებთან ბევრი მუშაობა მოუწევთ.

სვეტის და დაბადების კარიბჭის კომბინაცია რომანტიკის, ურთიერთობის, ახალი ნაცნობობის, ქორწილების და ბაშვების დაბადების სფეროში წარმატებას სტიმულირებს.

ზოგადად, აქ, სურათი ძალიან ლამაზი, ნათელი, მაგრამ მშვიდია. პროდუქტიული და მომგებიანი ცხოვრებისთვის ხელსაყრელია.

ერთადერთი მომენტი, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ: სამხრეთ–აღმოსავლეთით ცუდი წლიური ვარსკვლავის არსებობა. სამხრეთ და სამხრეთ–აღმოსავლეთ წლიური ვარსკვლავების გავლენა მკაფიოდ უნდა განასხვაოთ. ამ მიზნით ფენშუიში ვარსკვლავების სწორად განლაგებაზე რომელიმე ვიდეოს უყურეთ.