Connect with us

სახლი და დიზაინი

ფენშუი: როგორ გამოვიყენოთ ხის სტიქია ბინაში ჯანმრთელობის, ფულის და სიყვარულის მოსაზიდად

ხე ფენშუიში უნიკალური სტიქიაა, რადგან მისი ენერგეტიკა ოთახში არა მხოლოდ სინათლის მხრიდან, არამედ ტექსტურის მიხედვითაც ვლინდება. მშენებლობაში ან ცალკეულ ნივთებში გამოყენებული დამუშავებული და ველური ხის მასალა, იკებანები, ცოცხალი ყვავილები, ოთახის, ქოთნის და ბაღის მცენარეები, ხის ავეჯი, ნახატები და სარკის ჩარჩოები, ჭურჭელი და დეკორის ნივთები ამ სტიქიას მიეკუთვნება. ემოციური კუთხით ხე რამდენიმე მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ სფეროს აღნიშნავს.

ფენშუიში ხე ფესვებთან კავშირის, ტრადიციების დაცვის, პრაქტიკულობის, სახლის მფლობელის კეთილდღეობის, საჩუქრების გაცემის და მიღების სურვილის, გულუხვობის გამოვლენის სიმბოლოა, რადგან სტიქია სულიერ მდგომარეობაზე გავლენას ახდენს.

როცა ხე ცოტაა, ადამიანი მის ნაკლებობას განიცდის და ნერვიული ხდება, მომავალი აშინებს, თავს უბედურად და ღარიბად გრძნობს. თუ კარგი ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის, ფინანსური კეთილდღეობის, საღი გონების შენარჩუნება გსურთ, სახლში მიწის, ხის და ლითონის ელემენტების ბალანსი დაიცავით. ამ ელემენტებს პრიორიტეტი მიანიჭეთ, ხოლო ცეცხლს და წყალს – მეორეხარისხოვანი როლი. ხის სიმბოლოს ძლიერი გამოვლენაა სახლში დიდი ფანჯრის რაფები, რომლებიც ყვავილებით და ოთახის მცენარეებით გაფორმებულია. თან მხოლოდ ცოცხალი მცენარეები, ნატურალური ხე და ყვავილები ითვლება. ხელოვნური ვარიანტები ბინის მფლობელს ენერგიას მხოლოდ პარავს და ყველაზე ნათელ ბინაშიც ჩაკეტილობის, სიცარიელის და დეპრესიის გრძნობებს იწვევს.

როგორც კი შეამჩნევთ, რომ სახლში კონფლიქტები, კამათი და დაძაბულობა გახშირდა, იცოდეთ, რომ თქვენს ბინაში ცეცხლის სტიქიის ძლიერი ენერგეტიკაა. დროა, ინტერიერი ხის ნივთებით გააფორმოთ. სტიქიის ნებისმიერი სიმბოლო გამოგადგებათ, თუმცა გადაჭარბება აქაც არ შეიძლება. შენობაში, სადაც ბევრი ხეა, ადამიანი ხარბი და ზარმაცი ხდება. მამაკაცს ფულის გამომუშავება არ სურს, ხოლო ქალი ოჯახში თავისი პოზიციით უკმაყოფილოა და საყვარელ ადამიანს „ეწუწუნება“, ბავშვები ცუდად სწავლობენ.

ზონებად დაყოფის კუთხით, ხე განაგებს ყველაფერს, რაც აღმოსავლეთ და სამხრეთ–აღმოსავლეთ მხარეს მდებარეობს. საუკეთესო ვარიანტი: ამ მხარეში კაბინეტი, საბავშვო ოთახი, სილამაზის კუთხე, სავარჯიშო, მედიტაციის ან კითხვის კუთხე. აქ, კარგია ფიქრია, სწორ გადაწყვეტილებას მარტივად მიიღებთ და შთაგონებას იპოვით. ხე მატერიალური და ემოციური კუთხით აზროვნების მოქნილობას, დიპლომატიას და სტაბილურობას მოგანიჭებთ. სწორედ ამიტომ, თქვენი მდგომარეობა და ბინის ჰარმონიზაცია აკონტროლეთ ისე, რომ სტიქიების გავლენისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ. კიდევ ერთი ვარიანტი– საძინებელი აღმოსავლეთ მხარეს. თავის ტკივილის თავიდან ასაცილებლად და მორალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად თავით იმ მხარეს დაიძინეთ, სადაც მზე ამოდის. ასე დილას მსუბუქად და მხიარული განწყობით დაიწყებთ.

თუ თქვენში ხის ენერგია სჭარბობს, იღბლიანი ხართ. ვარსკვლავებმა უკვე ბევრი ნიჭი და სიკეთე გაჩუქეს. თქვენ შეიძლება ხის ცხოვრებას შეგადაროთ: თქვენ გაქვთ ძლიერი „ფესვები“ ოჯახის სახით, სადაც გაიზარდეთ, ძლიერი „ღერო“ (თქვენი მშვენიერი სხეული) და გრძელი „ტოტები“ (კომუნიკაცია და ყველასთან საერთო ენის პოვნის უნარი). მშვენიერი ხართ, ამიტომ გარშემომყოფებიც შესაბამისი უნდა იყვნენ. მშვიდ, გამგებიან მეზობლებთან, ნათესავებთან და ნაცნობებთან თავს კომფორტულად გრძნობთ. ქაოსი, წვრილმანები და გაღიზიანება ყურადღებას გიფანტავთ. სხვებში ეს თვისება გაბრაზებთ და გაღიზიანებთ. შეუპოვრობა, იღბალი და სიბრძნე ადრე გამდიდრებასა და ცხოვრების ახალ დონეზე გადასვლის საშუალებას გაძლევთ, მაგრამ ზარმაცებს ხელს უშლის. ინფანტილურ უსაქმურებთან მოწყენილი ხართ და ისინი თქვენი ნაცნობების რიგებში დიდხანს არ რჩებიან. თუ მუდმივად ხის სტიქიის გავლენას გააძლიერებთ, წუწურაქი გხდებით და ყველაზე ერთგული საყვარელი ადამიანების ნდობას დაკარგავთ. მთავარია, ყველაფერში ოქროს შუალედი იპოვოთ და ისე გააკეთოთ, რომ ერთი უკიდურესობიდან მეორეში არ აღმოჩნდეთ.

სახლში ხის სტიქია არა მხოლოდ დაგროვებას, არამედ გაზიარებას ხელს უწყობს. ასე რომ სტუმრების მოწვევის, დიდი სუფრების და წვეულებების მოწყობის არ შეგეშინდეთ. რაც უფრო მეტი სიცილი, სითბო და კომფორტია სახლში, მით უფრო მეტი კეთილი ენერგია გროვდება, ცხოვრება და კარიერა უფრო ბედნიერი და წარმატებულია. თუ ოთახის მცენარეები არ გიყვართ ან მათ მოსავლელად დრო არ გაქვთ, ხის სტიქიის გაზრდას ფერების დახმარებით შეძლებთ. მწვანე, ყვითელი, სალათისფერი, ზეთისხილისფერი და ყავისფერი ჰარმონიის მოპოვებაში დაგეხმარებათ. ბუნებრივი მასალები და ქსოვილები, განსაკუთრებით მცენარესთან კავშირში მყოფი, როგორიცაა სელი ან აბრეშუმი, სივრცეს ჰარმონიას მატებს და თქვენს ენერგიას აბალანსებს.