Connect with us

სახლი და დიზაინი

დეკორის მასტერკლასი: საახალწლო სანათი ქილით და მარილით

სწორედ დღესასწაულის წინა დღეს გვსურს ოჯახური კომფორტი და სითბო. საახალწლო განწყობა უკვე თითქმის ყველას ეწვია: დიასახლისები ერთმანეთს სადღესასწაულო კერძების რეცეპტებს უზიარებენ, კოსტუმებს ირჩევენ და ბინებს ამშვენებენ. გადავწყვიტე ქილიდან სანათი გამეკეთებინა, რომელიც სახლში სადღესასწაულო ატმოსფეროს შემოიტანდა!

იცით, სად ვიპოვე ასეთი იდეა? არ დამიჯერებთ, მაგრამ ჩემი ქალიშვილი ამას ხელსაქმის კლასში აკეთებდა. იდეა იმდენად მომეწონა, რომ ბავშვებთან ერთად 10 სანათი გავაკეთე! საახალწლო სუფრას ასეთი ლამაზი სანათებით გავანათებ. გიზიარებთ ინსტრუქციას!

თქვენ დაგჭირდებათ:

  • მინის ქილა
  • 1 ჭიქა მარილი
  • 1 ს/კ თეთრი ან ნახევრად გამჭვირვალე ბზინები
  • წებო
  • ფუნჯი
  • თოკი
  • მწვანე ტოტი
  • სანთელი

ინსტრუქცია

1. მარილი და ბზინები აურიეთ. ფუნჯით ქილას თხელ ფენად წებო წაუსვით.

2. იმწამსვე ქილაში მარილის და ბზინების ნარევი ჩაყარეთ, სანამ წებო გაშრება. 1 საათით გააჩერეთ.

3. წებოს დახმარებით მწვანე ტოტი თოკს მიამაგრეთ, შემდეგ ქილის ყელს შემოახვიეთ.

4. ახლა ქილაში სანთელი მოათავსეთ და ისიამოვნეთ!

თუ ნერვიულობთ, რომ საახალწლო სანათი ქილაში შეიძლება ხანძრის მიზეზი გახდეს, ჩვეულებრივი სანთელი უალო სანთლით ჩაანაცვლეთ. ქილებში შეგიძლიათ მცირე დიოდიც მოათავსოთ. თუ სახლში ბავშვები გყავთ, სჯობს ალტერნატივა გამოიყენოთ. საახალწლო სანათი ამით არა ნაკლებად მიმზიდველი გახდება, სამაგიეროდ მშვიდად იქნებით.