Connect with us

ჰოროსკოპი

2020 წლის ივლისის კარმული გაკვეთილები რომელთა გავლაც ყველას მოუწევს

ამ თვეში 5 ივლისს მთვარის დაბნელება გვქონდა თუმცა ეს ერთადერთი გამოცდა არ არის რომელსაც სამყარო ივლისში მოგვიწყობს. ივლისში არა მხოლოდ მთვარის კვანძები, არამედ შავი მთვარეც აქტიურდება, რც გაცილებით უფრო სერიოზული და არასასიამოვოა, ასე, რომ ფრთხილად იყავით!

10 ივლისი – მზის და შავი მთვარის კვადრატი

ლილიტი (შავი მთვარე) – ცდუნებების სიმბოლოა. მზესთან კვადრატში ის საკმაოდ სახიფათო შედეგებს იძლევა, კერძოდ – გავლენას ახდენს ადამიანის მთავარ პიროვნულ თვისებებზე. ის თქვენში ყველაზე ბნელ რძნობებს გამოიწვევს. ის საკმაოდ ცბიერად მოქმედებს, ასე, რომ ყველაზე უარეს შედეგებამდე თქვენ ვერც კი მიხვდებით, რომ უფსკრულისკენ მიექანებით.
ლილიტის ასპეცტები მზესთან – აღვიძებენ ამპარტავნებას. გაგიჩნდებათ სურვილი ან საჭიროება – დაამტკიცოთ რომ საუკეთესო ხართ. თუმცა მეთოდეი რომელსაც აირჩევთ შეიძლება ყველაზე უარესი და მიუღებელი იყოს. თუ შეძლებთ იმ შედეგის მიღებას რომელიც გსურთ – თქვენთვის მაინც უბედურებას მოიტანს, ხოლო თუ საწადელს ვერ მიაღწიეთ ლილიტის მეორე ცდუნება დაიწყება, ჩავარდებით დეპრესიაში და თავს არარაობად იგრძნობთ! ერთადერთი გამოსავალი იმისთვის, რომ წინ აღუდგეთ შავი მთვარის ცდუნებებს – არ მიიღოთ მონაწილეობა მის თამაშებში: შეინარჩუნეთ ადექვატური თვითშეფასება და შეაკავეთ თქვენი ეგო!

18 ივლისი – მთვარისა და აღმავალი კვანძის შეერთება

ძალიან კარგი დღეა! ის შთაგაგონებთ და გასაჩუქრებთ! თქვენში განვითარებისა და წინსვლის ინტერესი გაიღვიძებს, გაგიჩნდებათ ახალი გატაცება და მიზნები. შეერთება ტყუპების ზოდიაქოში იქნება, ამიტომ კარმული მოვლენები დაკავშირებული იქნება ახალ ცოდნასა და შთაბეჭდილებებთან, რაიმე ახლის სწავლასთან, ახალ ადამიანებთან. ის რასაც თქვენს გარშემო ხედავთ და ის თუ ვისთან ურთიერთობთ – ახალი იდეების გამტარები იქნებიან. იყავით გახსნილი და ცნობისმოყვარე. გზები რომელბიც თქვენთვის ამ დღეს გაიხსნება – სულიერ ზრდასთან და კარმული მისიის შესრულებასთან მიგიყვანთ!

30 ივლისი – მერკურის, იუპიტერისა და შავი მთვარის ტაუ-კვადრატი

იუპიტერისა და ლილიტის ზუსტი ასპექტი რამდენიმე დღით ადრე მოხდება. ამიტომ 30 ივლისამდე 2-3 დღით ადრე გამოიჩინეთ სიფრთხილე სოციალურ აქტივობებში. ნუ ჩაერთვებით ყველა სოციალურ აქტივობაში რომლებსაც შემოგთავაზებენ.
30 ივლისს ლილიტს მაქსიმალურად ძლიერი გავლენა ექნება, როდესაც მას და იუპიტერს მერკურიც შეუერთდება. იქმნება ჩაკეტილი ფიგურა Т-კვადრატი. ეს პოზიცია ადამიანებს ისეთ მდგომარეობაში აგდებს როდესაც სხვა გზა არ რჩება და იძულებულია იმოქმედოს. თუმცა ამ პერიოდში საუკეთესო გამოსავალია დაიცადოს და არაფერი მოიმოქმედოს!

ლილიტისთვის წინააღმდეგობის გაწევა შემდეგნაირად შეგიძლიათ: დღევანდელი პრობლემი გადაჭერით მხოლოდ და მხოლოდ კანონიერი და ეთიკური გზებით!!!

31 ივლისი – მთვარისა და მთვარის დაღმავალი კვანძის შეერთება

დღეს გამოიჩინეთ მაქსიმალური სიფრთხილე. დღეს რთულდება ემოციებისა, უარყოფითი გრძნობებისა და აზრების კონტროლი! მოსალოდნელია ხშირი ხასიათცვალებადობა. დღეს ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებებს და მაქსიმალურად პასიურად და მშვიდად გაატარეთ!

დღეს საუკეთესო შემთხვევაში შეიძლება კარმული გამოცდილება გამოიყენოთ არსებული პრობლემების გადაწყვეტაში ან დასაჩუქრდეთ წარსულში ჩადენილი კეთილი საქმეებისთვის. ნეგატიურ ვარიანტში კი დღეს შეიძლება რამე დაკარგოთ. ეს იქნება გადასახადი კარმული ვალებისთვის!

თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ შეერთება მშვილდოსნის ზოდიაქოშია ჯილდოც და დანაკარგიც დაკავშირებული იქნება რეპუტაციასთან, სოციალურ ავტორიტეტთან, უცხო ქვეყნებთან ან უცხოელებთან.