Connect with us

საკითხავი

20 საშინელი რამ, რაც პატარა ბავშვების დედებს ზაფხულში ავიწყდებათ

მზიან ზაფხულს ყველა მოუთმენლად ელოდება. თუმცა სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ ამ მშვენიერ დროსაც მოდუნება არ შეიძლება. განსაკუთრებით ფრთხილად  პატარა ბავშვების დედები უნდა იყვნენ: მათ საფრთხე ყოველ ფეხის ნაბიჯზე ელოდებათ.

აი, 20 რამ, რასაც მშობლები ზაფხულში უსაფრთხოდ მიიჩნევენ, მაგრამ სინამდვილეში ასე არაა.

მზისგან დამცავი კრემის გარეშე სეირნობა

ზაფხულში მზისგან დამცავი კრემი ყოველთვის უნდა წაუსვათ. ბავშვებს ძალიან მგრძნობიარე და მზის დამწვრობისკენ მიდრეკილი კანი აქვთ.

წყალი – უსაფრთხოა

პატარა ბავშვები წყლის გვერდით დამოუკიდებლად არასდროს უნდა იყვნენ. მაშინაც კი, თუ საქმე თქვენი ბაღის პატარა აუზს ეხება.

რაში სჭირდება ბავშვს მზისგან დამცავი სათვალე?

მზის სათვალე ბავშვისთვის ძალიან საჭიროა და ფულის ცარიელ ხარჯვას ნამდვილად არ წარმოადგენს. აირჩიეთ ისეთი სათვალე, რომელიც UVA და UVB სხივებს ბლოკავს.

ბატუტი – გასართობია

მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ იმას, რომ ბატუტზე მხოლოდ ერთი ბავშვი იყოს და მან არანაირი ილეთი არ შეასრულოს. სასურველია, 6 წლამდე ბავშვი ბატუტზე საერთოდ არ აუშვათ.

წვენი – შესანიშნავი სასმელია

ზაფხულში ბევრი წყლის დალევა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. აქ წვენი თქვენი დამხმარე არაა. სჯობს ჩვეულებრივი წყალი აირჩიოთ.

ბავშვის მანქანაში რამდენიმე წუთით დატოვება

ავტომობილში ტემპერატურა ბავშვისთვის წარმოუდგენლად მაღალია, მან შეიძლება 2 წუთში მზის დარტყმა მიიღო. ბავშვი მანქანაში მარტო არასდროს დატოვოთ.

მთელი ოჯახით მწვადებზე წასვლა

შემთხვევითი დამწვრობის ნახევარზე მეტი 4 წლამდე ასაკში ხდება. აი, ამიტომ ბავშვი გრილის ან ცეცხლის ახლოს უყურადღებოდ არ დატოვოთ.

ზაფხულში ბავშვს ტანსაცმელი უნდა გახადოთ

სჯობს ჩვეულებრივი ტანსაცმელი აირჩიოთ, მაგრამ მსუბუქი და ნატურალური მასალისგან, რომ კანმა სუნთქვა შეძლოს.

შუადღეზე სეირნობა

10:00-დან 16:00 საათამდე, როცა ტემპერატურა ძალიან მაღალია, სჯობს სახლში დარჩეთ.

მწერების საწინააღმდეგო საშუალების არ გამოყენება

კოღოს ნაკბენი ქავილს იწვევს, შხამიანმა ნაკბენმა შეიძლება უფრო სერიოზული შედეგი გამოიწვიოს. ყოველთვის დამცავი სპრეი გამოიყენეთ.

ერთი და იმავე ჰიგიენური საშუალება მთელი წლის მანძილზე

ფუტკრებს და მწერებს იზიდავთ ნივთები, რომელთაც ტკბილი სუნი აქვთ. სწორედ ამიტომ შხაპის გელი ან შამპუნი გამოყენებამდე სუნზე შეამოწმეთ. ზაფხულისთვის სჯობს უსუნო ნივთები შეიძინოთ.

მზის დარტყმა არ დაგავიწყდეთ

მზიან ამინდში ბავშვს ყოველ 15-20 წუთში გაჩერება და წყლის დალევა უნდა აიძულოთ.

ახლა 90-იანები არაა

ჩვენ განსხვავებულ დროში გავიზარდეთ. ახლა, ისეთი ნივთები, როგორიცაა ველოსიპედის და როლიკების ჩაფხუტი და სამუხლეები აუცილებელი ნივთებია.

დახმარება ზომიერად 

ბავშვებმა სახლში საქმეების გაკეთება უნდა დაიწყონ. ზაფხულში ფრთხილად იყავით: ბავშვი ბალახის საჭრელ მანქანასთან და ბაღის სხვა მოწყობილობასთან ახლოს არ მიუშვათ.

პარკი მშვენიერია

ყოველთვის ფხიზლად იყავით. საბავშვო მოედანი თამაშის დაწყებამდე კარგად დაათვალიერეთ – იქ რაიმე უცნაური ნივთი ხომ არაა. შეამოწმეთ, საქანელები უსაფრთხოა თუ არა.

საბავშვო მოედანზე თამაში

საბავშვო საქანელა ბავშვებისთვის არის გათვლილი, მის გვერდით იდექით და კარუსელზე არ აცოცდეთ.

როტავირუსი

ზაფხულში განსაკუთრებით აქტუალურია. ყურადღება მიაქციეთ, რომ ბავშვმა პირში რაიმე ბინძური არ ჩაიდოს.

სანაპიროზე ფრთხილად იყავით

განსაკუთრებით ქვიშაში, ამან შეიძლება თვალების დაზიანება გამოიწვიოს.

საბავშვო სანდლები შესანიშნავი არჩევანია

ბავშვის ტერფებს ხარისხიანი ფეხსაცმელი სჭირდებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ შეიძლება დაავადება განუვითარდეთ.

ლაშქრობის დროს სიფრთხილე გამოიჩინეთ

ყველა შხამიანი მცენარე და კენკრა შეისწავლეთ და მაქსიმულად ფრთხილად იყავით. ყურადღება მიაქციეთ, რომ ბავშვი ყოველთვის თქვენს გვერდით იყოს.

ამის შესახებ იცოდით? თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.