Connect with us

საკითხავი

20 ცხოვრებისეული კანონი, რომელიც ნამდვილად მოქმედებს

არსებობს რიგი კანონზომიერებები, რომელთა შესახებ ცნობილმა ფსიქოლოგმა, ნატალი გრეისმა თავის წიგნში დაწერა. ეს კანონზომიერებები ღირებულია იმით, რომ ყოველთვის მუშაობს მაშინაც კი, თუ ეს ძალიან არ გსურთ. ისინი ცხოვრებისეული სიბრძნის აღმოჩენასა და ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსავლის პოვნაში დაგეხმარებათ.

20 გასაოცრად ზუსტი კანონზომიერება ნატალი გრეისისგან

1. ცრუ სიკეთე

ადამიანების უმეტესობა თვლის, რომ სხვისი პრობლემების გადაჭრით ან „მის სასარგებლოდ“ რაიმეს დაძალებით კეთილ საქმეს აკეთებს. საბოლოოდ, ასეთი ადამიანები სიტუაციას მხოლოდ ამწვავებენ. ეს იმ შემთხვევას ჰგავს, როცა ზარმაც კლასელს გადაწერაში ეხმარებით. ის ამოცანის ამოხსნას ვერასდროს ისწავლის და ადრე თუ გვიან ეს გამომჟღავნდება. „სიკეთის მიზეზით“, ანუ კეთილი განზრახვის გამო იძულებითი ქცევის დახმარებით ნარკომანის ან ალკოჰოლიკის თავიდან გადაწყობას ან მოღალეტე ქმრის შეცვლას ვერ შეძლებთ.

2. განახლების აუცილებლობა

ადამიანის ორგანიზმს, როგორც ნებისმიერ მოწყობილობას, პერიოდულად განახლება, ანუ დასვენება სჭირდება. ტვინს ეფექტური მუშაობისთვის „დასვენების დღეები“ უნდა მოუწყოთ. ამ მიზნით ნებისმიერ ინფორმაციაზე, სიახლეზე, სოციალურ ქსელებსა და ახლობლებთან საუბარზე წვდომის საშუალება შეუწყვიტეთ. ასეთი განახლების შემდეგ ტვინის აქტივობა გაიზრდება, მეხსიერება და შრომისუნარიანობა გაუმჯობესდება. თქვენი ტვინი სრულად გაიწმინდება და ახალი მწვერვალის დასაპყრობად მზად იქნება.

3. მოვლენების ჩანასახი

ყველაფერი დიდებული მცირედით იწყება. ნებისმიერი მოვლენა პატარა ჩანასახით, მისი განვითარების წინაპირობით იწყება. გასარეცხი თეფში ადასტურებს, რომ მალე მაგიდაზე უამრავი გასარეცხი ჭურჭელი დაგროვდება, ხოლო სადარბაზოში წარწერა ახალგაზრდა „მხატვრების“ ახალი განცხადებებით დაიფარება. როგორ გამოვიყენოთ ეს კანონი? მავნე ფიქრები და სურვილები მოიშორეთ ჯერ კიდევ ახლა, როცა ის ჩანასახს წარმოადგენს და გადაულახავ დაბრკოლებად მის გარდაქმნას არ დაელოდოთ.

4. სიმართლე დეტალებში იმალება

თუ ადამიანის კარგად გაცნობა გსურთ, მის არა ფართო ქმედებას ან ქცევას, არამედ ყოველდღიურ დეტალებს მიაქციეთ. უფრო ადვილია ერთხელ გამოიჩინოთ გულუხვობა, ვიდრე ეს მუდმივად გააკეთოთ.

5. ერთობლივი საქმე

გუნდში მუშაობა უფრო ეფექტურია, ვიდრე მარტო მოქმედება. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ცხენები, რომელთაც ცალ-ცალკე 3 ტონა ტვირთის გადატანა შეუძლიათ. აი წყვილ ცხენს კი ერთად 15 ტონამდე ტვირთი გადატანა შეუძლია.

6. სჯობს ცოტა ჭამოთ, ვიდრე ბევრი

ფსიქოლოგებმა იციან, რომ საუკეთესო ეფექტს ქმნის ადამიანი, რომელიც მიდის მაშინ, როცა საზოგადოებას ის სჭირდება. ასეთი ადამიანი არ ავიწყდებათ, მას იხსენებენ და მისი ნახვა კიდევ სურთ. ხოლო სიჭარბე მოწყენილობას და ნახვის სურვილის დაკარგვას იწვევს. ეს ყველა საკითხს და ცხოვრებისეულ სფეროს ეხება. სჯობს ნაკლები, ვიდრე ჭარბი.

7. იდეალური პირობების სიცრუე

იშვიათად, რომ რაიმე მოვლენისთვის იდეალური პირობები არსებობდეს. თუ მაინც ხდება, ადამიანი, სავარაუდოდ, ამას არ იყენებს და ამის გამო საკუთარ თავს დიდხანს ეჩხუბება. ხელსაყრელი გარემო იშვიათად ხდება, ამიტომ რაღაცის გასაკეთებლად საუკეთესო მეთოდი- ეს ნელა, აქ და ახლა გააკეთოთ.

8. ჯადოსნური სიტყვა „არა“

ჩვენს ცხოვრებაში კეთილი და საქებარი სიტყვების სწავლა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ზოგჯერ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ადამიანმა ისეთი ჯადოსნური სიტყვა ისწავლოს, როგორიცაა არა. ეს ბევრის მიღწევაში დაგეხმარებათ – ფული არ გაასესხოთ, როცა არ გსურთ, თავაზიანობის გამო არასასურველ ხალხთან დრო არ გაატაროთო, ზარმაცების ნაცვლად საქმე არ შეასრულოთ და სხვა ბევრი სასიამოვნო ბონუსი. ადამიანს უარის თქმა აშინებთ, რადგან ამით შეიძლება ცუდად გამოჩნდეს, არადა მას სურს, რომ სასიამოვნო ადამიანის შთაბეჭდილება დატოვოს. სწორედ ამიტომ, თუ კარგი იმიჯის შელახვა არ გსურთ, უარის სათქმელად წონიანი არგუმენტი წინასწარ მოიფიქრეთ. ასე უარის თქმის დროს თვითშეფასება გაიზრდება, რადგან საკუთარ თავს პატივს სცემთ და მორიგ ჯერზე ვიღაცას კისერზე დაჯდომის უფლებას არ მისცემთ.

9. იმწამსვე დაალაგეთ

ურთიერთობა, ნივთები, წესები და ა.შ. ნებისმიერი ნივთი ან მოვლენა თქვენი ძალისხმევის გარეშეც შესანიშნავად იმუშავებს, თუ თავიდანვე კარგად დაალაგებთ.

10. შემოთავაზებები სჯობს გამოიყენოთ

ბედი ხშირად გვიგზავნის ნიშნებს, გაფრთხილებებს, რომლებიც სჯობს გამოიყენოთ. ისინი განსხვავდებიან იმით, რომ ზრდის ეფექტით რამდენჯერმე მეორდება. ასეთ ნიშნებს ყურადღება მიაქციეთ. თუ ხელსაყრელი შესაძლებლობა რამდენჯერმე გექნებათ, მაგრამ რაღაც წვრილმანი ან სიზარმაცე ჩანაფიქრის განხორციელებაში ხელს გიშლით, სჯობს გეგმა სწრაფად განახორციელოთ, რადგან შემდეგი მომენტი შეიძლება აღარ გამოჩნდეს.

11. ორი „კარგი“ არ არსებობს

იდეალური ადამიანები, გარემოება და ყველა დანარჩენი არ არსებობს. ერთდროულად ყველაფერი არ არსებობს. როგორც ძველი ანეგდოტი ამბობს „თუ ლამაზმანზე, ჭკვიანზე, მდიდარზე, კარგ მზარეულზე და საწოლში ვეფხვზე დაქორწინება გსურთ – ამის 5-ჯერ გაკეთება მოგიწევთ“. თუ ადამიანს რაღაცაში წამყვანი მიღწევები აქვს, სხვა მხრივ სრული ქაოსი ექნება, სწორედ ამიტომ, არჩევანს გონივრულად მიუდექით და მგელს ბალახის ჭამა არ მოთხოვოთ.

12. ჯვრის ტარება

ადამიანს მხოლოდ ის მოვლენები ეძლევა, რომლის გადატანაც მას შეუძლია. ამრიგად, ცხოვრების ჯვრის ტარების გამართლება არ არსებობს.

13. გარემოს მნიშვნელობა აქვს

„მასთან არ ითამაშო, ის ცუდს გასწავლის“, „ამ ბავშვებთან არ იმეგობრო, ცუდი კომპანიაა“ – დედებისა და ბებიებისგან მსგავსი გაფრთხილება ბევრს სმენია, მაგრამ მათ ყურადღებას ხშირად არ ვაქცევდით. არადა გარემოს მნიშვნელობა აქვს. ის ძალიან ბევრ სფეროზე გავლენას ახდენს. ადამიანი კოლექტიური არსებაა, ამიტომ გარშემომყოფებისთვის კანონებს და ნორმებს ქმნის. საზოგადოება მასზე გავლენას ახდენს და უფრო ძლიერ ცვლის, ვიდრე პირიქით. ადამიანი გუნდში შეიძლება თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებებით გამორჩეული იყოს, ანუ გარშემომყოფ ხალხზე უფრო კარგი ან ცუდი იყოს.

14. თუ თქვენი არაა, მაინც გაქრება

ეს ადამიანებს, ნივთებს და მოვლენებს ეხება. როგორც არ უნდა სცადოთ, ის, რაც თქვენთვის შესაფერი არაა, მაშინაც კი თუ საპირისპიროში დარწმუნებული ხართ, ადრე თუ გვიან დადგება მომენტი, როცა ეს თქვენი ცხოვრებიდან გაქრება. თავიდან შეიძლება მტკივნეული იყოს, მაგრამ მალე შვებას იგრძნობთ. რადგან მისი წასვლით, ახალი კარი გაიღება იმისთვის, რაც თქვენია.

15. პოლარული რეაქცია

ნიჭიერი ადამიანები სხვების მსგავსნი არ არიან, მათ თავიდანვე უფრო მეტი მოუწიათ. მათ მიმართ გულგრილი არავინაა, მათსავით ნიჭიერი ხალხის გარდა. მაშინაც კი, თუ ძალიან ღარიბი ოჯახიდან გამოვიდნენ და დაუღალავი შრომით წარმატებას მიაღწიეს, მაინც გამოჩნდება ის, ვინც იქნება აღფრთოვანებული, მოშურნე და მოძულე. ნიჭიც ჯვარია და არც თუ ისე მსუბუქი.

16. საერთო მეხსიერება

ადამმიანები წარსულ მომენტებზე საერთო მოგონებებს აკავშირებენ. დიდხანს მეგობრობა გსურთ? – საკუთარ თავზე კეთილი მოგონებები დატოვეთ.

17. დანაკარგი გარდაუვალია

ადამიანი ხშირად ცდება და ეს სწორად უნდა გაიგოთ. დანაკარგის გამო დიდად ნერვიულობა არ ღირს, ამ საკითხს ფილოსოფიურად მიუდექით. სჯობს შეეგუოთ იმას, რაც უკვე მოხდა და რაზეც გავლენის მოხდენა არ შეგიძლიათ და წინსვლა გააგრძელოთ.

18. ახლობლებთან მიჯაჭვულობა

ყველაზე უღირსი ადამიანიც მასზე ფიქრს გაიძულებთ, თუ მუდმივად თქვენს გვერდით იქნება. ამაში არსებობს საფრთხე მათთვის, ვინც ჩვენ არ გვაინტერესებს. გახსოვდეთ: მზეთუნახავს ურჩხული შეუყვარდა მხოლოდ მაშინ, როცა მის გვერდით დიდხანს იყო.

19. სწორ ნახევარს ჰკითხეთ

თითოეულ მოვლენას საწყისი და ბოლო ნახევარი აქვს. თუ საწყისზე გავლენის მოხდენა შეიძლება, საბოლოო ნახევარზე გავლენის მოხდენა უკვე შეუძლებელია. სიტუაციის სამართავად „სწორი ტონი“ უნდა შეიმუშაოთ, მოვლენებს სწორი მიმართულება მისცეთ და გარკვეული გზით იმოქმედოთ. შემდეგ კი მოვლენები იმ მიმართულებით იმოძრავებს, საითაც თქვენ გსურთ. სწორი  საფუძველი წარმატების გარანტიას გაძლევთ.

20. სწორი ქცევები

თუ ადამიან სწორ საქციელს ჩადის (მაშინაც კი, თუ ეს არ მოწონს), ეს საქმე უფრო და უფრო წარმატებული იქნება.