Connect with us

ტესტები

თქვენი ხასიათის ფარული თვისებების გამოსავლენად ერთ–ერთი ხე აირჩიეთ

„ხასიათის ბნელი და ნათელი მხარეები ადამიანს უნიკალურს, განსაკუთრებულს ხდის!“ – ამბობენ ფსიქოლოგები. ზოგი მეტ თვისებას ავლენს, რომელიც სხვის თვალში კარგ და სასიამოვნო ადამიანად აჩენს, ვიღაც კი, პირიქით. თითოეულ ჩვენგანს აქვს ფარული (გამოუვლენელი) თვისებები, რომლის არსებობას შეიძლება თავადაც ვერ ხვდებოდეთ.

Alltime.ge-ს რედაქცია გთავაზობთ მარტივ ტესტს, რომელიც თქვენი ხასიათის სხვა კუთხით დანახვაში დაგეხმარებათ. 100%–ით ემთხვევა.

ხასიათის ბნელი და ნათელი თვისებები

თქვენი ხასიათის ფარული თვისებები რომ გაიგოთ, სურათზე ერთ–ერთი ხე აირჩიეთ. ყურადღებით დააკვირდით, მაგრამ დიდხანს არ იფიქროთ. რამდენიმე წამი საკმარისია, რომ თქვენმა ქვეცნობიერმა საჭირო მომენტში თავი გამოაშკარავოს.

აირჩიეთ ხე, რომელიც სხვებზე მეტად მოგეწონათ? თუ დიახ, მაშინ შედეგი წაიკითხეთ.

1–ლი ხე

დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ნაზი და მგრძნობიარე ბუნება გაქვთ. ასევე კარგად განვითარებული ლოგიკა გაქვთ და მას წარმატებით იყენებთ. გარშემომყოფები ქვეცნობიერ დონეზე თქვენკენ მოიწევენ, იციან, რომ არ მოატყუებთ და არ უღალატებთ.

მე–2 ხე

ღრმა და ძალიან ლამაზი შინაგანი ბუნება გაქვთ. ნამდვილი რომანტიკოსი ხართ, სიკეთის და სამართლიანობის გჯერათ. ბუნებით ოპტიმისტი ხართ, რომელსაც ნებისმიერ საქმეში შემოქმედების და არასტანდარტული მიდგომის გამოვლენა უყვარს.

მე–3 ხე

ცხოვრებით ლიდერი ხართ. ყველა მოვლენის ეპიცენტრში ყოფნა მოგწონთ და მორცხვი ნამდვილად არ ხართ. ადამიანი, რომელმაც ეს ხე აირჩია, პასუხისმგებელი და ქარიზმატულია. ნებისმიერი კომპანიის სული და გული ხართ!

მე–4 ხე

თქვენგან კარგი სამყაროს ელჩი, ადვოკატი ან დიპლომატი გამოვიდოდა. ხალხთან ურთიერთობა კარგად გამოგდით. ნებისმიერთან საერთო ენას პოულობთ. მომთმენი, ტაქტიკური და გამჭრიახი ხართ.

მე-5 ხე

საკუთარი თავის და სხვების მიმართ ძალიან მომთხოვნი ხართ. ოჯახში თქვენთან ერთად ყოფნა მარტივი არაა. სამაგიეროდ, ნებისმიერ საქმეში 100%–ს დებთ და ყოველთვის ბოლომდე მიგყავთ.

მე-6 ხე

თავდაჯერებულობა და დამოუკიდებლობა – აი, თქვენი ორი ფარული, მაგრამ ნამდვილად დამახასიათებელი თვისება. ყველაფერში პასუხისმგებლობას იჩენთ. ახლობლებმა და ნათესავებმა იციან, რომ მათ არ უღალატებთ, რაც არ უნდა მოხდეს.

ხასიათის ბნელ და ნათელ მხარეებზე ჩაციკვლა არ ღირს. ისინი ყველას აქვს. მსგავსი ტესტები საკუთარ თავზე თვალს გვიხელს და ეს კარგია! რომელი ხე აირჩიეთ? დაემთხვა  ტესტის შედეგის გაშიფვრა?