Connect with us

საკითხავი

12 პროდუქტი, რომლებმაც თქვენს ფსიქიკაზე შეიძლება უცნაური გავლენა მოახდინოს

ჯანსაღი კვება მოდაში სულ უფრო და უფრო შემოდის. მაღაზიის დახლებზე პროდუქტების დათვალიერებით და შემადგენლობის წაკითხვით იმის გარკვევას ვცდილობთ, თუ რომელი პროდუქტი მოგვიტანს სარგებელს და რომელი ზიანს.

მეცნიერება ამტკიცებს, რომ ზოგჯერ პროდუქტის სარგებლობის ან მავნებლობის შესახებ ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა რთულია, რადგან ის ძალიან ბევრ სხვადასხვა ნივთიერებას შეიცავს.

აი, 12 პროდუქტი, რომლებიც ფსიქიკაზე მოულოდნელ გავლენას ახდენენ:

1. ბრინჯი

გაპრიალებული ბრინჯი შეიცავს სწრაფ ნახშირწყლებს, რომლებიც სისხლში გლუკოზის მოხვედრას აჩქარებენ. შაქრის კონცენტრაცია შეიძლება მკვეთრად გაიზარდოს, რაც ტვინის და ნერვული სისტემის ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება.

2. პოპკორნი

პოპკორნი შეიცავს ცილას, ოქროს, ფოსფორს, რკინა, სილიკონს და მაგნიუმს, რაც ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. პოპკორნში შემავალი B ვიტამინი დეპრესიას და სტრესს ებრძვის.

3. თინუსი

თინუსი ბევრ ვერცხლისწყალს შეიცავს. მისი ჭარბი რაოდენობა კი მეხსიერების დარღვევას იწვევს. გარდა ამისა, თინუსში შეიცავს ნახევრადქლორირებული ბიფენილი – სინთეტიკურ ნივთიერებას, რომელიც ჰორმონალურ ფონს და ნერვული სისტემის მუშაობას არღვევს.

4. გადამდნარი ქონი

გადამდნარი ქონი იშვიათ არაქიდონურ მჟავას შეიცავს. ის ორგანიზმის ქსოვილის შემადგენლობაში შედის და ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისთვის შეუცვლელია. ის ალცჰაიმერის დაავადებას ებრძვის.

5. მარცვლეული

მარცვლეული გლიუტენს შეიცავს, რაც მათი ზრდისთვის აუცილებელია. გლიუტენში შემავალმა ანტისხეულებმა (ცილოვანი ნაერთები, რომლებიც მიკრობების გავრცელებას აფერხებენ და მათ ტოქსიკურ ნარჩენებს ანადგურებენ) შეიძლება ჩვენთვის სასარგებლო ნივთიერებები გაანადგუროს. ამ ნივთიერებების დეფიციტი კი პანიკურ შეტევებს და დეპრესიას იწვევს.

6. შავი შოკოლადი

შავი შოკოლადი შეიცავს ფლავონოიდს, რომელიც ტვინის უჯრედებს ააქტიურებს. ეს პროდუქტი სისხლძარღვებს აფართოებს, გონებრივ აქტივობას სტიმულირებს და ტვინში ჟანგბადის მიწოდებას ხელს უწყობს.

7. ყველი

ყველი შეიცავს თირამინს, რომელიც ცილების დაშლის დროს წარმოიქმნება. თირამინი არტერიულ წნევას მნიშვნელოვნად წევს და შაკიკს იწვევს.

8. გამომცხვარი კარტოფილი

გამომცხვარი კარტოფილი მდიდარია კალიუმით, რომელიც ტვინში ჟანგბადის მიწოდებას ხელს უწყობს. მასში შედის გლუკოზა, B ვიტამინი და ამინომჟავები, რომლებიც ტვინში სისხლის მიმოქცევას სტიმულირებს და მის მუშაობას აუმჯობესებს.

9. ლობიო

ლობიო შეიცავს ტანინს. მისი ჭარბი რაოდენობის შემთხვევაში ორგანიზმს ისეთი ელემენტების გადამუშავება უჭირს, როგორიცაა რკინა. ეს ტვინში სისხლის მიმოქცევას არღვევს და ანემიას იწვევს.

10. კურკუმა

კურკუმინი, რომელსაც კურკუმა შეიცავს, ბევრ ანტიოქსიდანტებს შეიცავს და ტვინის დაბერებას აფერხებს. ეს ნივთიერება კოგნიტურ ფუნქციებს ხელს უწყობს, რაც ასაკთან ერთად უარესდება.

11. ზაფრანა

ზაფრანა ბევრ მიკროელემენტს, B და C ვიტამინს შეიცავს. ის არა მხოლოდ ტვინის მუშაობას აუმჯობესებს, არამედ ზოგიერთი დარღვევის დროს გვეხმარება.

12. დარიჩინი

დარიჩინი ტვინს ორი მნიშვნელოვანი ნივთიერების დახმარებით ააქტიურებს: დარიჩინის სპირტი და დარიჩინის ალდეჰიდი. დარიჩინი სუნი გვეხმარება ისეთი ამოცანების გადაჭრაში, რომელიც ყურადღებას, ვიზუალურ მეხსიერებას და სწრაფ რეაქციას მოითხოვს.

თქვენ ამ პროდუქტებიდან რომელი გიყვართ?

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.