Connect with us

თავის მოვლა

10 საუკეთესო საკვები დანამატი და ვიტამინი კანისთვის

უმეტესობა ჩვენგანი კანის მოვლის დროს ყურადღებას დამატენიანებელ კრემებზე, შრატებსა და ტონიკებზე ამახვილებს.

სინამდვილეში კანს ვიტამინებიც ძალიან სჭირდება. ისინი კანის მდგომარეობას აუმჯობესებენ, დაბერებას და ნაოჭების გაჩენას აფერხებენ, ასევე სხვადასხვა სახის კანის დაავადების დროს მკურნალობას აჩქარებენ.

სწორ დიეტასთან და ჯანსაღი ცხოვრების წესთან კომბინაციაში გარკვეული ვიტამინების მიღებას კანის მოვლის რუტინა ახალ დონეზე აყავს.

აი, რომელი ვიტამინები უნდა მიიღოთ, თუ ჯანსაღი და ბრწყინვალე კანის მიღება გსურთ.

1. კოლაგენი

კოლაგენი კანის ელასტიურობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, მაგრამ ასაკთან ერთად კოლაგენის წარმოება მცირდება.

გერმანულმა კვლევამ აჩვენა, რომ კოლაგენის პეპტიდების დამატება ელასტიურობას ზრდის და კანს მხოლოდ 8 კვირაში ატენიანებს.

2. D ვიტამინი

D ვიტამინი კანის ზოგად მდგომარეობაზე გავლენას ახდენს, კანის გარკვეული დაავადებების, მათ შორის ფსორიაზის მკურნალობაში დაგეხმარებათ. რაციონს დაუმატეთ ისეთი პროდუქტები, როგორიცაა ორაგული, ვირთევზა, ღვიძლი ან თინუსი, თუ D ვიტამინის დონის მხარდაჭერა გსურთ.

3. თევზის ცხიმი

თევზის ცხიმი ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავის შესანიშნავ წყაროს წარმოადგენს. მას ანთების საწინააღმდეგო თვისება აქვს და კანს დაზიანებისა და ნაადრევი დაბერებისგან იცავს.

4. ძვლების ბულიონი

ის მდიდარია ისეთი ჯანსაღი ნაერთებით, როგორიცაა პროლინი, გლიცინი და გლუტამინი. გარდა ამისა, მასში ბევრი კოლაგენია.

5. ბიოტინი

ბიოტინი წყალში ხსნადი B ვიტამინია, რომლის დეფიციტი თმის ცვენას და კანის ჩამოწელვას იწვევს.

ვიტამინის კანზე მოქმედების კვლევა ჯერ არ არის ჩატარებული, მაგრამ მისი დეფიციტის შედეგების შესახებ ცნობილია. ეს პირდაპირ ადასტურებს, რომ ვიტამინის რეგულარულად მიღება აუცილებელია.

6. A ვიტამინი

ჟურნალში „სამედიცინო არქივი“ გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ A ვიტამინის მიღება 3 თვეში შავ წერტილებს მოგაშორებთ. გარდა ამისა, რეტინოლი, წარმოებული A ვიტამინი, დაბერების ნიშნებს ეფექტურად ებრძვის.

7. მულტივიტამინები

მულტივიტამინები თქვენი რაციონის შესანიშნავ დანამატს წარმოადგენს და მნიშვნელოვანი მიკროელემენტებით აგავსებთ.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შეზღუდული რაციონის ან კვების მიმართ გაზრდილი მოთხოვნილების მქონე ადამიანებისთვის.

8. C ვიტამინი

C ვიტამინი თავისი ანტიოქსიდანტური თვისებებით და თავისუფალ რადიკალებთან ბრძოლის მეთოდით ცნობილია. ასევე უჯრედების დაზიანებას აფერხებს. კანს მზის დაზიანებისგან იცავს და კოლაგენის სინთეზს ხელს უწყობს.

9. კურკუმინი

კურკუმინი ძლიერი ქიმიური და მცენარეული პიგმენტია, რომელიც რამდენიმე მცენარის მიერ იწარმოება.

ანთების მოხსნის გარდა კურკუმინი ჭრილობის შეხორცებას, ფსორიაზის სიმპტომების მოხსნას და კანის სხვა დაავადების, როგორიცაა მუნი და რადიაციული დერმატიტი, მკურნალობას ხელს უწყობს.

10. E ვიტამინი

როგორც კოსმეტიკის და კანის მოვლის საშუალების მთავარ ინგრედიენტს E ვიტამინს მავნე თავისუფალი რადიკალები გამოაქვს და დამცავი თვისება გააჩნია.

კანის მოსავლელად თქვენ რას აკეთებთ?

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.