Connect with us

ჯანმრთელობა

10 სასმელი სურდოსგან გასათავისუფლებლად

დღევანდელ სტატიაში 10 რეცეპტს შემოგთავაზებთ სურდოს წინააღმდეგ, რომელსაც თუ გაციების პირველსავე დღეს მიიღებთ, გამოსაჯანმრთელებლად წამლების მიღება აღარ დაგჭირდებათ!

1. ცხელი რძე მინერალური წყალით. ეს საშუალება განსაკუთრებით სასარგებლო ხველის დროს არის, რადგან ხელს უწყობს ნახველის გათხელებას. მინერალური წყალი აუცილებლად გაზიანი უნდა იყოს.

2. ქაცვის გაზავებული სიროფი. გვეხმარება ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებებისას. გააზავეთ ქაცვი (წვენი, სიროფი) ცხელ (მდუღარეში არა) წყალში და დაელოდეთ შეგრილებას. გამოწურეთ ლიმონის წვენი. ლიმონი ქაცვის სუნსა და გემოს ასუსტებს და შესაბამისად სასმელი არა მარტო სასარგებლო, არამედ გემრიელიც იქნება.

3. თბილი ჩაი თაფლით და ლიმონით. ძალიან სასარგებლოა, მსუბუქი შავი ან მწვანე ჩაი, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და ლიმონის წვეთი. ლიმონი უკვე შეგრილებულ ჩაიში უნდა ჩაამატოთ, რათა С ვიტამინი შეინარჩუნოთ. ცხელ წყალში არც თაფლის დამატება შეიძლება!

4. ჟოლოს ნაყოფისა და ცაცხვის ფოთლების ჩაი. ჟოლოს კენკრა და ცაცხვის ფოთლები, თავიანთი ოფლმდენი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტებით არის ცნობილი. ამასთანავე ჟოლო თქვენს ჩაის არაჩვეულებრივ არომატს მიანიჭებს. ჩაიში შეგიძლიათ ჟოლოს ნაყოფი, ფოთლები ან მურაბა გამოიყენოთ.

5. ასკილის ნახარში. ასკილი С ვიტამინის იდეალური წყაროა. მას შარდმდენი და ნაღველმდენი ეფექტიც აქვს.
ნაყენის მომზადება: დააქუცმაცეთ 3 სუფრის კოვზი გამხმარი ნაყოფი, დაასხით 0.5 ლიტრი მდუღარე წყალი და დატოვეთ თერმოსში მთელი ღამით. დილით გაწურეთ და დალიეთ 1/2 ჭიქა 4-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე. ნაყენში შეგიძლიათ თაფლიც დაუმატოთ.
ნაყენის მომზადება: ასკილის გამხმარი ნაყოფი (2 სუფრის კოვზი) დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი და ნელ ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში გააჩერეთ. გააცივეთ და გაწურეთ.

6. ჩირის კომპოტი. გაციების დროს ჩირს გამაჯანსაღებელი ეფექტი აქვს. 100 გრამ ჩირი გაარჩიეთ, დიდი ჩირები დაჭერით. კარგად გარეცხეთ თბილს წყალში. ჯერ ვაშლი და მსხალი მოხარშეთ სანამ კარგად არ დარბილდება – 30 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ შაქარი (1 ლიტრ წყალზე – 3 სუფრის კოვზი), შემდეგ გარგარი, შავი ქლიავი, ხარშვის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ქიშმიშიც ჩაყარეთ. მომზადებულ კომპოტში შეგიძლიათ თაფლი, ლიმონის ან ფორთოხლის წვენი დაუმატოთ.

7. კოჭას ჩაი ლიმონით. გაგათბობთ და გიხსნით გაციებისგან: 1 ჭიქა ცხელი წყალი აურიეთ 1 სუფრის კოვზ თაფლთან, 1 სუფრის კოვზ ლიმონის წვენთან, 0.5 ჩაის კოვზ დაფქულ კოჭასთან და მწიკვ დარიჩინთან ერთად. შეგიძლიათ ჩაის ცოტა მშრალი, დაფქული პიტნის ფოთლები ჩაუმატოთ.

8. გლინტვეინი. გემრიელი და სასარგებლო სასმელი. დაგჭირდებათ: 1.5 ბოთლი მშრალი წითელ ღვინო, ფორთოხალი, 5 მარცვალი მიხაკი, 0.25 ჩაის კოვზი მუსკატის კაკალი, 0.5 ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი, 1 ჩაის კოვზიკოჭას ფხვნილი, 2-3 სუფრის კოვზი შაქარი.

აურიეთ სუნელები, დაუმატეთ 100 მილიგრამი წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე, გადმოდგით ცეცხლიდან, დააყენეთ 10 წუთი. გაწურეთ. დაჭერით ფორთოხალი რგოლებად. აურიეთ ღვინო, სუნელების ნახარში, შაქარი და ფორთოხლის ნაჭრები. ყველაფერი მიიყვანეთ ადუღებამდე, მაგრამ არ აადუღოთ. გლინტვეინში შეგიძლიათ თაფლი, ვაშლი და ქიშმიშიც დაამატოთ. მიირთვით ცხელი. აჯობებს ღამით დალიოთ და მაშინვე დაწვეთ, ფეხებზე კი თბილი სათბური დაიდეთ.

9. გვირილის ჩაი. გვირილა რბილი ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა. თაფლსა და ცაცხვთან ერთად ის საუკეთესო ვირუს საწინააღმდეგო საშუალებას წარმაოდგენს.

ჩაის მომზადება: აირეთ 1 ჩაის კოვზი გვირილა და ცაცხის ფოთლები, აადუღეთ 1 ჭიქა მდუღარესთან ერთად, დააყენეთ 20 წუთი, გაწურეთ. დალიეთ ჭამამდე 1/3 ჭიქა დღეში სამჯერ. შეგიძლიათ თაფლიც დაუმატოთ.

10. წითელი მოცვის მორსი. წითელი მოცვი შეუცვლელია გაციების სამკურნალოდ. ეს უბრალოდ უნიკალური საშუალებაა თავისი ანტიბაქტერიული თვისბებით. ამასთანავე, მას შარდმდენი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტებიც აქვს.
მორსის მომზადების წესი: გახეხეთ მოცვის ნაყოფი შაქართან ერთად (3:1). 2 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 0.5 ლიტრი თბილი წყალი. სასარგებლო სასმელი მზადაა!