Connect with us

ჯანმრთელობა

10 ნატურალური საშუალება კიბოს წინააღმდეგ

ჩვენს საუკუნეში, კიბო ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელიც ლეტალურ შედეგს იწვევს. მასთან საბრძოლველი 100%-იანი საშუალება ჯერ არ გამოუგონებიათ, ამიტომ აუცილებელია, სამედიცინო პრეპარატებთან ერთად, ხალხურ მედიცინაშიც ვეძებოთ ხსნა. გთავაზობთ 10 პროდუქტს, რომლებიც წარმატებით ებრძვის კიბოს უჯრედებს.

1. ნიორი

ნიორი არამხოლოდ ვამპირებისგან, არამედ კიბოსგანაც გვიცავს. მასში არსებული განსაკუთრებული შენაერთები ზრდის იმუნური სისტემის უჯრედების აქტივობას, რაც პასუხს აგებს კიბოს პროფილაქტიკაზე. მეცნიერებმა დიდი ხნის წინ დაამტკიცეს, რომ ნიორი ამცირებს გულის დაავადებებისა და ინსულტის  რისკს. გარდა ამისა, იგი გვიცავს კუჭისა და ნაწლავების კიბოსგან – სწორედ ეს ორი დაავადებაა ყველაზე გავრცელებული მკვლელი დედამიწაზე.

კვლევებით დადგინდა, რომ ისინი, ვინც ნიორს რეგულარულად მოიხმარს, კუჭისა და ნაწლავების კიბოს გაცილებით იშვიათად აწყდებიან. ამასთან დაკავშირებით, მეცნიერ-ექიმები ჯანმრთელ ადამიანებსაც კი ურჩევენ ნივრის რეგულარულ მოხმარებას.

2. ლობიო

ლობიო მცენარეული ცილის შესანიშნავი წყაროა, რომელიც ორგანიზმს ცელულოზით ამდიდრებს, ამასთან, მას კიბოს საწინააღმდეგო თვისებებიც აქვს, რომლებიც ხელს უშლის უჯრედების გენეტიკურად დაზიანებას ან ანელებს ამ პროცესს.

3. სტაფილო

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ სტაფილო მძლავრი ანტიოქსიდანტებისა და ბეტა-კაროტინის წყაროა. თუმცა, ყველამ არ იცის, რომ დასახელებული ნივთიერბეები და თვისებები ამცირებს კიბოს გარკვეული სახეობით დაავადების რისკს, ესენია: პირის ღრუსა და საყლაპავის, კუჭისა და მსხვილი ნაწლავის, შარდის ბუშტისა და პროსტატის კიბო.

4. ბროკოლი

ბროკოლი – ესაა მცენარე, რომელსაც კიბოს ყველაზე საშიში გავლენის გაუვნებელყოფაც კი შეუძლია. ეს კომბოსტო ანტიოქსიდანტის როლშია და ასტიმულირებს ადამიანისუჯრედებს, აიძულებს მათ კიბოსთან ბრძოლას. ყველაზე უფრო სასარგებლოა ახალი ნაყოფები.

5. კაიენის წიწაკა

კაიენის წიწაკა შეიცავს ნივთიერებას, რომელიც იწვევს წვას პირის ღრუში, თუმცა, იგივე ნივთიერება წარმატებით ებრძვის კიბოს უჯრედებს. იგი იმ რაოდენობით უნდა მიირთვათ, რამდენსაც შეძლებთ. პროცესი შემდეგნაირად მოქმედებს: რაც უფრო ცხელა, მით უკეთესი.

6. სოკო

სოკო – ეს სასარგებლო ნივთიერებების წყაროა ორგანიზმისთვის და იგი კიბოსთან ბრძოლაშიც ძალიან სასარგებლოა. ჯერ კიდევ 6 000 წლის წინ, ჩინელები აზიურ სოკოებს სამკურნალო მიზნებით გამოიყენებდნენ.

7. ჟოლო

ეს კენკრა ანტიოქსიდანტებისა და სხვა ისეთი ნივთიერებების წყაროა, რომლებიც გვიცავს კიბოსგან. ვირთხებზე ჩატარებული ექპერიმენტებით დადგინდა, რომ იმ ცხოველებს, რომლებიც შავ ჟოლოს მიირთმევდნენ, საყლაპავში კიბოს უჯრედების რაოდენობა საგრძნობლად შეუმცირდათ.

მოგვიანებით, ჟოლოს ფხვნილი მისცეს სწორი ნაწლავის კიბოს მქონე ადამიანებს და შედეგი საკმაოდ კარგი აღმოჩნდა. ამიტომ მიირთვით ეს გემრიელი კენკრა.

8. მწვანე ჩაი

მწვანე ჩაი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ანელებს კიბოს უჯრედების გამანადგურებელ მოქმედებას ფილტვებსა და საჭმლის მომნელებელ სისტემაში. თუმცა,ეს მხოლოდ ნამდვილ მწვანე ჩაის ეხება, ჩამოტანილს იაპონიიდან. მრავალი შეფუთვა თანამედროვე მაღაზიის ვიტრინებზე მხოლოდ აყალბებს ნამდვილ პროდუქტს.

9. კურკუმა

კურკუმა ძველი დროიდან წარმატებით გამოიყენება ანთებითი და ვირუსული დაავადებების სამკურნალოდ, ასთმის სიმპტომების მისახსნელად. თუმცა, მეცნიერებმა სულ ახლახან აღმოაჩინეს, რომ კურკუმა კიბოსაც ებრძვის.

ასეთი დასკვნა შემდეგი ინფორმაციიდან გამომდინარეობს: აშშ-ში პროსტატის კიბოთი დაავადების რისკი ძალიან მაღალია, ხოლო ინდოეთში – მეტისმეტად დაბალი. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს ყველაფერი ერების კვებასთანაა დაკავშირებული.

10. პომიდორი

ეს ბოსტნეული შეიცავს დიდი რაოდნეობით სასარგებლო ნივთიერებებს, თანაც, არ აქვს მნიშვნელობა, მას დამუშავებული თუ უმი სახით მიიღებთ. მრავალრიცხოვანი კვლევები ამტკიცებს, რომ პომიდორი გარკვეულ დადებით გავლენას ახდენს კიბოსთან ბრძოლაში. მამაკაცებში, რომლებიც რეგულარულად მიირთმევდნენ პომიდორს ან მისგან დამზადებულ კერძს, პროსტატის კიბოს გაჩენის რისკი 35%-ით შემცირდა.