Connect with us

ჯანმრთელობა

10 ყველაზე სასარგებლო მცენარე კონცენტრაციის გასაზრდელად

თანამედროვე სამყარო ჩვენი ტვინისთვის საკმაოდ მკაცრია. ერთ ხელში ბავშვი გვიჭირავს, რომელიც ყველა მიმართულებით გაქცევას ცდილობს, მეორე ხელით ტელეფონით სამსახურის საქმეებს ვაგვარებთ, მესამეში – კვალიფიკაციის ამაღლება, მეოთხე – სასარგებლო სპორტი. გასაკვირი არაა, რომ ჩვენ ენერგიის და კონცენტრაციის ასამაღლებლად წყაროებს ვეძებთ. სრულყოფილი ძილი, მრავალფეროვანი რაციონი და ჯანმრთელობის მხარდაჭერა საუკეთესო საშუალებებია, თუმცა მხარდასაჭერად მცენარეული დანამატებიც გამოგადგებათ.

მნიშვნელოვანია: სამკურნალო ბალახები უვნებელი არაა. ისინი ჩვეულ მედიკამენტებთან ურთიერთქმედებაში შეიძლება შევიდნენ. სწორედ ამიტომ, მიღებამდე ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ და დამოუკიდებლად რაციონში არ ჩართოთ.

აი, 10 საუკეთესო მცენარე healthline.com-ის ვერსიით, რომლებიც კონცენტრაციის და ენერგიის დონის გაზრდაში დაგეხმარებათ. მეცნიერული კვლევებით დადასტურებულია!

1. ჟენშენი

ჟენშენი პოპულარული მცენარეა, რომელიც ცნობილია თავისი „გამამხნევებელი“ თვისებებით. კვლევამ აჩვენა, რომ ის ტვინის მუშაობას სტიმულირებს. ჟენშენი პოპულარული ბალახია სპორტული მაჩვენებლის და გონებრივი შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად. ადამიანებზე ჩატარებულმა რიგმა კვლევებმა აჩვენა, რომ ჟენშენის დანამატი (200-1000 მგ) ფიზიკურ მაჩვენებლებს ზრდის, დაღლილობას ებრძვის და კონცენტრირებას ზრდის.

გაითვალისწინეთ: ჟენშენის მიღებას გვერდითი მოვლენები ახლავს, მათ შორისაა უძილობა, დიარეა, გულისცემის გახშირება და მაღალი არტერიული წნევა. გარდა ამისა, ბალახმა შეიძლება მედიკამენტების მოქმედებას ხელი შეუშალოს, მათ შორის დიაბეტის, დეპრესიის და გულის დაავადებების სამკურნალო პრეპარატებს.

2. სალბი

ზრდასრულ ადამიანებში  სალბის კვლევამ კოგნიტური შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით შთამბეჭდავი შედეგები აჩვენა. ის მდიდარია ძლიერ მოქმედი მცენარეული ნაერთებით, მათ შორისაა ლუტეოლინი, როზმარინის მჟავა, ქაფური, კვერცეტინი და აპიგენინი. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ სალბის დანამატის სახით მიღება განწყობას, კონცენტრირებას, ყურადღებას და მეხსიერებას აუმჯობესებს. ამასთან ადამიანი სიტყვის დამახსოვრებას ადვილად ახერხებს.

საინტერესოა, რომ სალბი მოქმედებს, როგორც აცეტილქოლინესთერაზას ძლიერი ინჰიბიტორი. სხვა სიტყვებით, ის აფერხებს ფერმენტის მუშაობას, რომელიც მნიშვნელოვან ნეირომედიატორს აცეტილქოლინს ანადგურებს. ტვინში რაც უფრო მეტი გადარჩენილი აცეტილქოლინია, მით უკეთ მუშაობს კოგნიტური ფუნქციები.

3. გუარანა

მცენარე ფართოდ ცნობილია მატონიზირებელი თვისებებით. ის ენერგეტიკულ სასმელებსა და საკვებ დანამატებში ფართოდ გამოიყენება. გუარანა ბევრ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს, მათ შორისაა კოფეინი, საპონინები და ტანინები, რომლებიც მეხსიერებაზე, ენერგიის დონესა და ტვინის მუშაობაზე დადებით გავლენას ახდენენ. გუარანა უსაფრთხოდ ითვლება, მაგრამ მისმა მოხმარებამ შეიძლება გვერდითი ეფექტები გამოიწვიოს. მაგალითად, გულისცემის გახშირება და შფოთვა (დიდი დოზით მიღების შემთხვევაში).

4. ბაკოპა მონე

მცენარე სამხრეთ აზიის ჭაობიან ადგილებში იზრდება. ის აიურვერდულ მედიცინაში სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება, მათ შორისაა შფოთვა, უძილობა და მეხსიერების პრობლემები. კოგნიტური შესაძლებლობის კუთხით მისი სარგებელი ტრიტერპენინი საპონინის მაღალი შემცველობით აიხსნება. მას ნეიროპროტექტორული თვისებები გააჩნია, ანუ ტვინის ფუნქციებს და კონცენტრირებას აუმჯობესებს. კვლევის მონაწილეები 300 მგ ბაკოპა მონეს ექსტრაქტს იღებდნენ.

მცენარე უსაფრთხოდ ითვლება, მაგრამ შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები (საჭმლის მონელების პრობლემები) და გარკვეულ მედიკამენტებთან რეაქციაში შევიდეს.

5. პიტნა

პიტნის ეთერზეთის სასიამოვნო სურნელის ყნოსვა საკმარისია, რომ ენერგია, განწყობა, სპორტული შესაძლებლობა და ყურადღება გაზარდოთ. ის დაღლილობას აქრობს და მეხსიერებას აუმჯობესებს. პიტნის ეთერზეთი საკმაოდ უსაფრთხოა. მისი გადაყლაპვა არ შეიძლება – დიდი რაოდენობით ტოქსიკური ხდება. ზომიერად ყველაფერი კარგია.

6. როზმარინი

როგორც პიტნის შემთხვევაში, როზმარინის ეთერზეთის სურნელი კოგნიტური ფუნქციების გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. როზმარინის ეთერზეთის ყნოსვა ნაერთებს, ტერპენებს, სისხლში მოხვედრის საშუალებას აძლევს – აქედან პირდაპირ ტვინზე გავლენას ახდენს.

ზრდასრულ ადამიანებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ როზმარინის ეთერზეთის ზემოქმედება კოგნიტური ამოცანების, მათ შორის სიჩქარესთან და სიზუსტესთან დაკავშირებული ამოცანების შესრულებას აუმჯობესებს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ 1 ჭიქა წყალი როზმარინის ექსტრაქტით შრომისუნარიანობას ზრდის.

7. ვარდისფერი როდიოლა

ვარდისფერი როდიოლა – მცენარე, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში მთელ მსოფლიოში ტრადიციულ მედიცინაში მეხსიერების, კონცენტრაციის და ამტანობის გასაუმჯობესებლად იყენებდნენ. დამტკიცებულია, რომ ის გონებრივ დაღლილობას ამცირებს, ტვინის ფუნქციას და განწყობას ზრდის, ასევე ფიზიკურ ვარჯიშს უფრო აუმჯობესებს.

ვარდისფერი როდიოლა განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც ქრონიკული სტრესი აწუხებს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დღეში 400 გრ ვარდისფერი როდიოლას ექსტრაქტის 3 თვით მიღებისას საცდელი სუბიექტების მდგომარეობა, მათი კონცენტრაციის დონე და „საწყის წერტილთან“ შედარებით სიხარული გაუმჯობესდა.

8. აშვაგანდა

ამ მცენარეს აიურვერდულ მედიცინაში უძველესი დროიდან იყენებენ, რადგან ტვინის მუშაობაზე ძლიერ გავლენას ახდენს.

კვლევამ აჩვენა, რომ დღეში 600 მგ აშვაგანდის ფესვების ექსტრაქტის 2 თვით მიღება ინფორმაციის დამუშავების სიჩქარეს და ყურადღებას ზრდის. სხვა სამეცნიერო კვლევაში იმავე დოზის ხანდაზმულებზე გავლენა შეისწავლეს და გაარკვიეს, რომ ყოველდღიური მიღებით ძილის ხარისხი, გონებრივი აქტივობა და ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდა. აშვაგანდა უჯრედულ ენერგიაზე დადებით გავლენას ახდენს და სპორტულ მაჩვენებლებს აუმჯობესებს.

9. აზიური ცენტელა

მას ტრადიციულ მედიცინაში ტვინის მუშაობის გასაუმჯობესებლად იყენებენ. კვლევამ, სადაც მოხუცები ყოველდღე 250-750 მგ ექსტრაქტს იღებდნენ, აჩვენა, რომ ყველაზე მაღალი დოზის მიმღებთ მეხსიერება, კონცენტრაცია და განწყობა გაუუმჯობესდათ. ამავე ასაკობრივ ჯგუფზე ჩატარებულმა სხვა კვლევამ აჩვენა, რომ ყოველდღე 500-750 მგ ექსტრაქტის მიღება ენერგიას და ფიზიკურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებდა. უფრო მეტიც, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ დიდი (1000 მგ) დოზა ყურადღებას ზრდის და შფოთვას ებრძვის.

10. ყაყაჩო

ყაყაჩო წარმოშობით პერუდანააა. ადამიანებზე კვლევამ აჩვენა, რომ მისი დანამატის სახით მიღება ენერგიის დონეს ზრდის, შფოთვას ამცირებს და სპორტულ მაჩვენებლებს აუმჯობესებს. საინტერესო ფაქტი: ერექციული დისფუნქციის მქონე მამაკაცებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 12 კვირის განმავლობაში ყოველდღე 2400 მგ ყაყაჩოს მშრალი ექსტრაქტის მიღება ფიზიკურ და სოციალურ შრომისუნარიანობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. ასევე სექსუალურ კეთილდღეობაზე დადებითად მოქმედებს (მონაწილეების შეფასებით).

Advertisement
ჯანმრთელობა11 mins ago

პოდაგრა: სახსრების დაავადება, რომელმაც შეიძლება თირკმლის უკმარისობა გამოიწვიოს

ტესტები11 mins ago

რისი თქმა შეუძლია სხეულის ფორმებს ქალზე

ჯანმრთელობა11 mins ago

ყველაზე მავნე ბოსტნეული: ეს სია გაგაოგნებთ

ტესტები11 mins ago

ახდება თუ არა თქვენი სურვილი? აირჩიეთ მოწყვეტილი ვარსკვლავი და მიიღეთ პასუხი

ყვავილები11 mins ago

ქალური ბედნიერება, ფულის ხე და 7 ცნობილი ცრურწმენა ოთახის მცენარეების შესახებ

ჰოროსკოპი23 hours ago

4 ზოდიაქოს ნიშანი 2020 წლის ნოემბერში ჯილდოს მიიღებს

ყვავილები23 hours ago

როგორ მოვამზადოთ ოთახის მცენარეები ზამთრისთვის, რომ გაზაფხულზე უხვად აყვავილდეს

თავის მოვლა23 hours ago

თეთრებად ღირებული სახის ნიღბები მომთხოვნი კოსმეტოლოგის რეცეპტით

ტესტები23 hours ago

რამდენად ძლიერ გიყვართ საკუთარი თავი? ფსიქოლოგიური ტესტი სრულ სიმართლეს გეტყვით

ჯანმრთელობა2 days ago

D ვიტამინი: რა გავლენას ახდენს „ვიტამინების მეფე“ ჩვენს ცხოვრებაზე

ჯანმრთელობა3 days ago

თრომბი: 8 ნიშანი, რომ ის თქვენს სხეულშია

ჰოროსკოპი2 weeks ago

8 ოქტომბერს 3 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრებაში „შავი ზოლები“ დასრულდება

სხვა2 weeks ago

5 ეშმაკობა რომელიც სუნამოს სურნელის უფრო დიდხანს შენარჩუნებაში დაგეხმარებათ

მოდა და სტილი3 weeks ago

ქალის ჯინსის 7 მოდელი, რომლებიც მამაკაცებს მოსწონთ

ჰოროსკოპი2 weeks ago

როგორი იქნება 2021 წელი აღმოსავლური კალენდრის მიხედვით

ჰოროსკოპი1 week ago

5 ზოდიაქოს ნიშანს ნოემბერში საბედისწერო გაკვეთილი ელოდებათ

ჰოროსკოპი4 weeks ago

თამარა გლობამ იწინასწარმეტყველა, რომ ზოდიაქოს სამი ნიშნის წარმომადგენელთათვის ოქტომბერში აღმავალი პერიოდი დაიწყება

სხვა2 weeks ago

4 ნიშანი იმისა, რომ თქვენს ცხოვრებაში კარმული ადამიანი გამოჩნდა

ჰოროსკოპი6 days ago

ოქტომბრის ბოლო პერიოდი სამი ზოდიაქოს ნიშნისთვის საბედისწერო დრო იქნება

ტესტები3 weeks ago

გულწრფელი ტესტი სააბაზანოდან: ნახეთ, როგორ უჭერთ კბილის პასტის ტუბს

ტრენდული