Connect with us

ჯანმრთელობა

ხშირი სქესობრივი კავშირი აფერხებს მენოპაუზას. კვლევა

მეცნიერებმა დაახლოებით 3000 ქალის შესწავლის შემდეგ მიიღეს დასკვნა, რომ მენოპაუზა დამოკიდებულია სქესობრივი კავშირის სიხშირეზე: რაც უფრო ხშირად აქვს პრემენოპაუზულ პერიოდში სექსი ქალბატონს, მით უფრო დიდხანს უნარჩუნდებათ მათ ციკლი.

მენოპაუზა ჩვეულებრივ 44-54 წლის ასაკში ხდება თუმცა დღესდღეობით უცნობია რატომ ხდება ეს კონკრეტულად ამ ასაკში.

ხშირ შემთხვევაში ის ნაწილობრივ გენეტიკურ ფაქტორებზეა დამოკიდებული, თუმცა გავლენას გარე ფაქტორებიც ახდნენ.

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის წარმომადგენლებმა მეგან არნომ და რუთ მეინსმა ყურადღება გაამახვილეს, რომ კვლევათა უმეტესობაში მენოპაუზა გათხოვილ ქალებს უფრო გვიან აღენიშნებოდათ. მკვლევარებმა ამ ფაქტს ორი შესაძლო ახსნა მოუძებნეს.

ერთი ახსნა ვარაუდობდა, რომ ციკლის შეწყვეტაზე თვითონ მამაკაცთან კავშირი განსაზღვრავდა: მისი ფერომონები (რასაც მეცნიერთა უდიდესი ნაწილი უარყოფს და არ ეთანხმება მათ არსებობას) ხელს უწყობს ქალის ფერტილურ მდგომარეობაში ყოფნას. მეორე ვარაუდია ხშირი სექსუალური კავშირი: რადგან დაოჯახებულ ადამიანებს გაცილებით ხსირად აქვთ სექსი ვიდრე დასაოჯახებლებს.

მეცნიერები 2 936 ქალთან მუშაობდნენ, ისინი კვლევაში 1996 – 1997 წლებში მონაწილეობდნენ, იმ მომენტში ყველას მთელი საკვერცხეები ჰქონდა, ერთი მაინც.  არ ჰქონდათ ციკლის დარღვევები და არ იყვნენ ორსულად. 10 წლის განმავლობაში, ისინი წელიწადში ერთხელ მიდიოდნენ ექიმთან და პასუხს სცემდნენ კითხვარებს.

მენსტრუალური ციკლის მდგომარეობასთან ერთად ისინი პასუხს სცემდნენ კითხვებს იმის შესახებ – ცხოვრობდნენ თუ არა პარტნიორთან თუ სხვა არა პარტნიორ მამაკაცთან ერთად, მაგალითად მამასთან, ძმასთან და ა.შ. ექიმები ასევე ინტერესდებოდნენ მათი მავნე ჩვევების, განათლების დონის, ბავშვების რაოდენობის, მენსტრუალური ციკლის დაწყებისა და სისხლში ქალური ჰორმონების კონცენტრაციის საკითხებით.

კვლევის დაწყების მომენტში ქალბატონების ასაკი 45 წელი იყო. 10 წლის განმავლობაში 45%-ს მენოპაუზა დაუდგინდა – საშუალოდ 52 წლის ასაკში.

ამ ნაშრომის ავტორებმა გამოთვალეს, რომ რეგულარული სექსის მქონე (მინიმუმ კვირაში ერთხელ) ქალებში მენოპაუზის რისკი 28%-ით მცირდება, მათთვის ვისაც სექსი თუნდაც თვეში ერთხელ აქვთ, რისკი 19%-ით მცირდება.

ამავდროულად მამაკაცის ფერომონების ჰიპოთეზა არ დადასტურდა!