Connect with us

ყვავილები

ხახვის მორწყვა ნიშადურის სპირტით: სასარგებლო თუ მავნე?

არსებობს უამრავი გზა და მეთოდი კარგი მოსავლის მოსაყვანად, მათ შორის კი პოპულარობა მოიპოვა ნიშადურის სპირტით ხახვის მორწყვამ, რაც აშორებს მცენარეს მავნებლებს, მათ შორის, ხახვის ბუზს, და ხელს უწყობს დიდი ზომის ხახვისა და ლამაზი მწვანილის გაზრდას. ხახვის გაზრდა, ალბათ, ყველას შეუძლია და მისი გამოყენების სპექტრიც საკმაოდ ფართოა. თუმცა, ყოველთვის ვერ ხერხდება დიდი ზომის ხახვისა და უხვი მოსავლის მიღება, რომელიც გაზაფხულამდე ეყოფოდა მებაღეს. ამიტომაც, ბევრი მებაღე სხვადასხვა მანიპულაციას მიმართავს უხვი მოსავლის მისაღებად.

ნიშადურის პირტი ამიაკის 10%-იან ხსნარს(Solutio Ammonii caustici) წარმოადგენს, რომელსაც უფერულება და თავისებური მკვეთრი სუნი ახასიათებს. ჩვეულებრივ, მას წყალში ხსნიან სხვადასხვა პროპორციით, იმის მიხედვით, თუ რა მიზნით გამოიყენება.

რამდენადაც ნიშადური აზოტის ნაერთია, ბაღში, მცენარეებისა და ბოსტნეულისთვის, შესანიშნავი საშუალებაა აზოტის წყაროს სახით. ამიაკის ეს ხსნარი მარტივად ათვისებადია – სწორედ ეს გახდა მისი პოპულარობის მიზეზი. აღნიშნული ქიმიური ელემენტი აუცილებელია არამხოლოდ ხახვისთვის, არამედ ყველა მცენარისთვის ბოსტანში, ერთადერთი განსხვავებით – რაოდენობით.

მცენარეებში აზოტის დეფიციტის აღდგენის გარდა, ამიაკის ხსნარი წარმატებით აფრთხობს მწერებსა და მავნებლებს თქვენი ნარგავებისგან, რამდენადაც ისინი ძალიან მგრძნობიარე არიან ამიაკის მკვეთრი სუნის მიმართ.

ხახვის ბუზი, ბუგრები, სტაფილოს ბუზი და სხვა მავნებელი აღარ შეაწუხებს თქვენს ნარგავებს, თუ დროულად დაამუშავებთ მათ ნიშადურის სპირტით.

ამ ხსნარის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თვისება ისაა, რომ იგი არამხოლოდ ხახვისთვის, არამედ ნიადაგისთვისაც სასარგებლოა, რამდენადაც ამცირებს მის მჟავიანობას და აუმჯობესებს სტრუქტურას.

როდის მოვრწყოთ ხახვი ნიშადურით?

თუ ხახვის ფოთლების ბოლოები გაყვითლდა და გამკრთალდა, ესაა სიგნალი იმისა, რომ ნიადაგში აზოტის შემცველობა არაა საკმარისი, ამიტომ იგი ნიშადურის სპირტით უნდა მორწყოთ. გახსენით 60 მლ ხსნარი ერთ სათლ წყალში(10ლ) და მორწყეთ ნარგავები საღამოს.

მორწყეთ ნარგავები ნიშადურის სპირტის ხსნარით და თქვენს მცენარეებს აღარ აზოტის დეფიციტი შეაწუხებთ, აღარც მავნებლები.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.