Connect with us

კულინარია

ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარი სასმელი, რომელსაც ევროპაში და აშშ-ში ვერ ნახავთ. 2 ტრილიონი რძემჟავა ბაქტერია 1 ჭიქაში

კეფირი – კავკასიური სამზარეულოს გამოგონებაა. არსებობს ლეგენდა, რომ ძველად, შუამავალი მუჰამედი მივიდა მთა ელბრუსთან და იქ მცხოვრები ხალხით აღტაცებული დარჩა. მან თავისი კვერთხიდან რამდენიმე მარცვალი(როგორც ჩანს, ეს რძის სოკოები იყო) ამოიღო და ხალხს ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის სასმლის, მოგვიანებით, კეფირის მომზადება ასწავლა.

თვითონ შუამავალმა აკრძალა სასმლის რეცეპტის გამხელა უცხოტომელთათვის და დიდი ხნის განმავლობაში, ეს საიდუმლო მეზობელ ხალხებს მოსვენებას არ აძლევდა. ალექსანდრე პუშკინიც კი, რომელიც კავკასიაში სტუმრად იყო, აღტაცებით აღნიშნა, რომ ადგილობრივი სასმლის მსგავსი არაფერი დაულევია და რომ მას უამრავი სამკურნალო თვისება აქვს.

დღეს ჩვენ უფრო მეტს მოგიყვებით ამ სასარგებლო სასმლის შესახებ და გაგიზიარებთ მისი მომზადების რეცეპტსაც. თითქმის 100 წლის წინ, ამ რეცეპტის გამჟღავნებისთვის ოქროსაც გაიმეტებდნენ. ჩვენ კი გაგვიმართლა, რომ ახლა სასმელი ყველასთვის ხელმისაწვდომია.

როგორ მოვამზადოთ კეფირი საშინაო პირობებში

კეფირი ძალიან უყვარდათ საბჭოთა კავშირში – მთელი რძის პროდუქტის 2/3 სწორედ კეფირზე მოდიოდა. დღეს კი, ეუთოს ქვეყნების ფარგლებ გარეთ, ამ სასმლის მომზადების ლიცენზია მხოლოდ კანადასა და იაპონიას აქვს. ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში კეფირის პოვნა ძალიან რთულია. ამიტომ ურიგო არ იქნება, თუ მის მომზადებას თავად ისწავლით.

ინგრედიენტები

  • 900 მლ რძე(შინაური, არა მაღაზიის)
  • 90-100 მლ მაღაზიის კეფირი(კეფირის სოკოებზე დამზადებული)

მომზადება

1. აადუღე რძე, შემდეგ გამორთეთ ცეცხლი და აცადეთ ოთახის ტემპერატურამდე გაგრილება.

2. ჩაახით გაგრილებული რძე ქვაბში, დაუმატეთ კეფირი და კარგად მოურიეთ.

3. დადგით ქვაბი ცეცხლზე და გაათბეთ შიგთავსი 37-38 გრადუსამდე.

4. აიღეთ ცარიელი 1-1.5-ლიტრიანი ქილა. დაასხი მდუღარე – ასე მას გაასტერილებთ.

5. გადაასხით ქილაში თბილი რძე, თბილად შეფუთეთ და დადგით თბილ ადგილას 7-8 საათით.

6. დროის გასვლის შემდეგ ქილაში უკვე მზა კეფირი იქნება. გემრიელად მიირთვით!

მიღებული კეფირის გამოყენება ამავე პროდუქტის მოსამზადებლადაც შეიძლება. კეფირი ხომ ბევრი არასდროსაა, არა?

კეფირი შესანიშნავად განაყრებთ და კლავს წყურვილს, ანადგურებს ნაწლავურ ინფექციებს და ხელს უშლის ყაბზობას, ამცირებს ქოლესტერინის დონეს და გამშვიდებთ კიდევაც. შეიცავს დიდი რაოდენობით კალციუმს, ფოსფორს, ცილას, B ჯგუფის ვიტამინებს. საერთო ჯამში, კეფირი რძეზე უფრო სასარგებლოა. ტყუილად არ უბოძებიათ კავკასიაში მისთვის დღეგრძელობის სასმლის ტიტული.