Connect with us

ყვავილები

წიწაკის ბუჩქის სწორად ფორმირება მომწიფების დასაჩქარებლად და ნაყოფის გასაზრდელად

წიწაკის სწორად ფორმირების შესახებ ყველა გამოცდილმა მებაღემ და მებოსტნემ იცის. არსებობს მოსაზრება, რომ წიწაკის ფორმირება არ შეიძლება, რადგან ასე სწორად არ გაიზრდება.

რისთვის არის საჭირო წიწაკის ბუჩქის ფორმირება?

წიწაკა ხშირ შემთხვევაში ბუჩქოვანი კულტურაა, სწორედ ამიტომ ნაყოფის ზომა, მათი რაოდენობა, ასევე მომწიფების ვადა შეგიძლიათ ბუჩქის ფორმირებით დაარეგულიროთ. დაბალი და საშუალო სახეობის წიწაკას, რომელიც ნახევარ მეტრ სიმაღლეზე იზრდება, ბუჩქის ფორმირებას არ საჭიროებს. ასეთი მცენარე კომპაქტურია და მათ ჰაერის ცვლა და მკვებავი ნივთიერებები ყოფნის. ასეთ სახეობაზე გვერდითა ფოთლების და კვირტების მოშორება საკმარისი იქნება.

რაც შეეხება ჰიბრიდულ და მაღალი სიმაღლის სახეობას ტოტების მოჭრა და კვირტების მოშორება აუცილებელია. საქმე იმაშია, რომ მწვანე მასის და ნაყოფის აქტიური ზრდის პერიოდში მათი რაოდენობა ძალიან მრავლდება. ფოთლები, გვერდითა კვირტები აქტიურად ეხვევა და ყველა სასარგებლო ნივთიერებას იზიდავს, შედეგად ღეროები უფრო ძლიერი, ხოლო ნაყოფი უფრო წვრილი ხდება.

წიწაკის ბუჩქი თუ ძლიერ ტოტიანი ხდება, განათება მცირდება, ჩახუთულება წარმოიქმნება და ჰაერის მოძრაობა რთულდება. ამან შეიძლება ფოთლების გაყვითლება და ზოგიერთ შემთხვევაში ნაყოფის კვდომა გამოიწვიოს.

წიწაკის ფორმირება – ოქროს წესი

წიწაკის ფორმირებაზე თქვენი მომავალი მოსავალია დამოკიდებული. წიწაკის ფორმირება რამდენიმე ეტაპად ხდება:

  • ქვედა ფოთლების მოშორება;
  • პირველი ყვავილოვანი კვირტის მოშორება;
  • გვერდითა კვირტების მოშორება;
  • ძირითადი ღეროების მოჭრა (თუ ეს აუცილებელია);

უფრო დეტალურად განვიხილოთ, თუ რა და როდის უნდა გააკეთოთ:

1. როცა წიწაკის სიმაღლე 20 სმ-ს აღწევს და მასზე 10-ზე მეტი ფოთოლი წარმოიქმნება, მაშინ პირველი რიგის კვირტების წარმოება იწყება. ჩვეულებრივ 4-ზე მეტი არაა. ამ პერიოდში ორი ძლიერი ტოტი უნდა დატოვოთ, რომლისგანაც შემდეგ წიწაკის ბუჩქის ფორმირება მოხდება. როგორც წესი, V ფორმის ღეროს ქმნიან. შემდეგ ამ ღეროზე ტოტების მეორე რიგის წარმოება იწყება. სწორედ ამ ტოტების ფორმირება სეზონზე რამდენიმე მოსავლის მიღების საშუალებას გვაძლევს.

2. შემდეგ V ფორმის ღეროზე მხოლოდ ძლიერ ტოტებს ვტოვებთ, დანარჩენებს ვჭრით. ასევე საჭიროა კვირტების მოშორება, რომლებიც მათ ადგილას ჩნდება. ამასთან ორი ფოთოლი უნდა დატოვოთ, რადგან ნაყოფის კვება ამ ორი ფოთლიდან (მთავარი და გვერდითა) ხდება. სწორედ ამიტომ, დარჩენილი ფოთოლი ერთ ნაყოფს გამოკვებავს. გვერდითა ტოტები სასურველია 1 ან 2 ბუტკოს წარმოების შემდეგ მოჭრათ. ასეთი მიმართულება ბუჩქის შემდგომი განვითარების დროს უნდა დაიცვათ.

3. საწყის ეტაპზე პირველი ყვავილოვანი კვირტის მოშორება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ნაყოფი, რომელიც ღეროებს შორის წარმოიმქნება, ისეთ ნივთიერებას აწარმოებს, როგორიცაა ინჰიბიტორი. სწორედ ის, განვითარებას და მომავალ ზრდას აფერხებს. შეგიძლიათ თესლის შეგროვების ერთი ნაყოფი დატოვოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში დანარჩენი ნაყოფი მსხვილი არ იქნება და მათი რაოდენობაც შემცირდება.

4. ნაყოფის მომწიფების დასაჩქარებლად ზედა კვირტები მოაშორეთ და მხოლოდ ბუტკოები დატოვეთ. ეს მცენარის გატუტოვნების დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირაში უნდა გააკეთოთ. ყვავილები, კვირტები, ფოთლები და გადაჭრილი ტოტები, რომლებიც მთავარი ღეროს ქვემოთ იზრდებიან, რეკომენდებულია კვირაში ერთხელ მოჭრათ. ასევე პერიოდულად ცუდი, გაყვითლებული ფოთლები და კვირტები მოაშორეთ.

წიწაკის გაზრდა მარტივი საქმე არაა, რადგან წიწაკის ბუჩქის ფორმირებაზე ჯერ კიდევ დარგვის დროს უნდა დაფიქრდეთ. დარგვის სქემა, სასუქი და მოვლა მცენარის ფორმირებაზე ძლიერ გავლენას ახდენს. სამაგრის კონსტრუქცია (მაღალი სახეობისთვის) წინასწარ მოიფიქრეთ, რომ მცენარემ თავი კომფორტულად იგრძნოს. ასე გემრიელი და უხვი მოსავალი თქვენს ხელში იქნება!