Connect with us

ვიდეო

„ცისარტყელას კოცნა“ – ბოლო დროის ყველაზე უცნაური კოსმეტიკა

როცა უკვე გვგონია, რომ ამაზე უფრო უცნაურს და აბსურდულს ვერ მოიფიქრებენ, სადღაც ინტერნეტში მორიგი უცნაური პროდუქტის/საშუალების/ტანსაცმლის მინი-კულტი იქმნება, რომელიც ყველა მოდის მიმდევრის „must have” (უნდა გქონდეს) სიის ლიდერი გახდება.

ახლაც, ინსტაგრამის ქალბატონებს ბრჭყვიალების გამო ცრემლები ჯერ არ შეუშრიათ, რომ უკვე ახალ პროდუქტს – ცისარტყელას რუმიანას დასდევენ. მათ ხომ სახეზე ფერადი ცისარტყელას ტარება ჯერ ვერ მოახერხეს.

ჰაილაითერები წელს წარმოუდგენლად აქტუალური იქნება. ყველა სილამაზის რედაქტორი ერთხმად გირჩევთ, რომ თქვენი კოსმეტიკა ახალი სინათლის ამრეკლავი საშუალებით, პუდრით ან თხევადი კონსილერით შეავსოთ, რომ სახეზე რბილი მზის სხივების ილუზია შექმნათ.

ასობით ჩვეულ ბრწყინავებს შორის ნამდვილი მარტორქა გამოჩნდა – ზღაპრული ჰაილაითერი-ცისარტყელა სახელწოდებით PRISM.

ცისარტყელას ჰაილაითერი-რუმიანა PRISM სოციალური ქსელების ახალი ჰიტია.

ხელნაკეთი კოსმეტიკის პატარა ონლაინ-მაღაზიამ Bitter Lace Beauty-მ მილიონობით ამერიკელის ოცნება აასრულა: მან ცნობილმა გაიღვიძა. მიუხედავად იმისა, რომ გოგონა ბიზნეს უკვე არა ერთი თვეა მართავს, სწრაფი პოპულარულობა მხოლოდ ერთადერთმა, მაგრამ ნამდვილად უნიკალურმა კოსმეტიკურმა პროდუქტმა რუმიანა-ჰაილაითერმა PRISM მოუტანა.

გასაოცარი არაა: ფუნჯის ერთი წასმით ლოყებზე ცისარტყელას ბილიკი ჩნდება. ექვსი ჩრდილის რბილი გადასვლა (ცისარტყელა ოდნავ შეამცირეს) ნაზი ატლასივით ბზინვარებს.

კარგი რეტუშირების დროს ფერები ერთმანეთს ერევა და კიდევ უფრო ექსტრავაგანტული ნაზი-ფირუზისფერი „რუმიანა“ გამოდის.

ჰაილაითერის ზღაპრულმა ეფექტმა კოსმეტიკური სიახლეების მაძიებლები იმდენად გააოცა, რომ რამდენიმე დღეში პროდუქტი ინსტაგრამის ნამდვილი ჰიტი გახდა.

ასეთი პოპულარობა გაყიდვებზეც აისახა: ცისარტყელას რუმიანას მოკრძალებული პარტია უმოკლეს დროში სრულად გაიყიდა. ახლა Bitter Lace Beauty-ს საიტზე შსეგიძლიათ 7-8 ან მთელი 9-10 თვით ადრე წინასწარი შეკვეთა მისცეთ.

გოგოები, რომლებიც „ცისარტყელას კოცნაზე“ ოცნებობენ, ცდილობენ, რომ PRISM-ის ანალოგი დამოუკიდებლად შექმნან.