Connect with us

თავის მოვლა

ქალების შეცდომები 50 წლის შემდეგ, რომელთაც პუდრა კიდევ უფრო აბერებთ

როცა ქალმა ზუსტად იცის, თუ რომელი ნიშნები მატებს კანს ასაკს, მაკიაჟის დახმარებით მისი განეიტრალება შეუძლია. ამასთან სწორი კოსმეტიკის შერჩევა მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სწორედ ამიტომ, დღეს გიამბობთ, როგორ უნდა გამოიყურებოდეს სწორი ტონალური საფუძველი, რუმიანა, ჩრდილები, ტუჩსაცხი და კრემ–პუდრა მოწიფული ქალისთვის.

კრემ–პუდრა ქალისთვის

დღეს გიამბობთ, თუ როგორი შეფერილობის და ტექსტურის კოსმეტიკა უნდა შეარჩიონ ქალებმა 40 წლის შემდეგ. სწორად შერჩეული საშუალებები დაგეხმარებათ კანის ნაკლოვანებები ვიზუალურად დამალოთ, სახეს სიჯანსაღე შემატოთ და გაახალგაზრდავოთ.

1. ტონალური კრემი

მხოლოდ მსუბუქი ტექსტურის ტონალური შეიძინეთ, რომელიც ნიღბის ეფექტს არ შექმნის. გლუვ ტონალურ საფუძველს მოერიდეთ. როგორც წესი, 40 წლის შემდეგ კანს ბზინვარება აკლია, ამიტომ მას ოდნავ „განათება“ სჭირდება. ერთადერთი გამონაკლისი – ცხიმიანი კანი. ამ შემთხვევაში ყველაფერი გლუვი უნდა შეარჩიოთ.

2. რუმიანა

გამოგადგებათ ღია ფერების რუმიანა: ატმისფერი, კენკრისფერ–ვარდისფერი და მარჯნისფერი. ყვრილამებიდან საფეთქლებისკენ რეტუშირება გაუკეთეთ, თითქოსდა სახის ნაკვთებს ჭიმავთ. ასე შესამჩნევი ლიფტინგ ეფექტის შექმნას შეძლებთ.

3. პუდრა

პუდრის შერჩევას განსაკუთრებულ ყურადღება უნდა დაუთმოთ. მოწიფულ ასაკში, როგორც ნებისმიერი ასაკში, ამ საშუალებამ არ უნდა გაგიტაცოთ. შეიძინეთ ჰაეროვანი, წვრილი დისპენსერის პუდრა და დიდი, ფუმფულა ფუნჯით სახეზე თხელ ფენად წაისვთ. შესაძლებლობის მიხედვით, პუდრა საერთოდ არ გამოიყენოთ. ეს ვარიანტი მხოლოდ მშრალი და ნორმალური კანის მფლობელებს გამოადგებათ. კომბირებული კანისთვის პუდრა აუცილებელია.

რეკომენდებულია მოწიფულ ასაკში მბზინვარე პუდრა გამოიყენოთ, რომ სახეს სიჯანსაღე შემატოთ. სწორად და ფრთხილად გამოიყენეთ. მთავარია – ბზინვარე პუდრა მთელ სახეზე არ წაისვათ. საკმარისია, მსუბუქი მოძრაობით გადაატაროთ ყვრიმალის ძვალთან, ცხვირის ხიდზე, ნიკაპზე, თვალის შიდა კუთხეებში, წარბებს შორის და სურვილის შემთხვევაში რუმიანას ბზინვარება შემატეთ. ასეთი პუდრა–ჰაილაითერი თამამად შეგიძლიათ ჩრდილებად გამოიყენოთ.

4. ჩრდილები

ასაკის მატებასთან ერთად კანი ისეთი გლუვი აღარაა, როგორც ადრე. სწორედ ამიტომ, ნაკეცების დასაფარად მატე ჩრდილების ნაცვლად ბზინვარე ჩრდილები გამოიყენეთ.

5. ტუჩსაცხი

ბევრი ქალი 40 წლის შემდეგ მაკიაჟში ღია ფერებს გაურბის. ასეთი მიდგომა არასწორია, რადგან ფერი გაახალგაზრდავებაში დაგეხმარებათ. ტუჩზე აქცენტი განსაკუთრებით კარგად მუშაობს. ზედმეტი ეჭვების გარეშე ღია წითელი და ვარდისფერი ტუჩსაცხი შეარჩიეთ. გაითვალისწინეთ, შინდისფერი, ქლიავისფერი და სხვა მუქი ფერის ტუჩსაცხი ტუჩის მოცულობას ამცირებს.

იცოდით ამ ხრიკების შესახებ ასაკობრივ მაკიაჟში? გაგვიზიარეთ კომენტარებში. მოცემული რჩევები გაითვალისწინეთ, რომ ასაკის მიუხედავად მაქსიმალურად მიმზიდველად გამოიყურებოდეთ!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.