Connect with us

თავის მოვლა

ცეცხლოვანი ნიღაბი სახის კანისთვის სწრაფი ეფექტით! უბრალოდ აიღეთ რძე და შეურიეთ

სილამაზის დევნაში, ქალბატონები ყველაფერზე მიდიან: კოსმეტოლოგებთან უსასრულო ვიზიტები, ძვირადღირებული კრემები, კოსმეტიკა, შედეგად კი იღებენ დიდი რაოდენობით გაფლანგულ დროსა და თანხას. ქმრები ბრაზდებიან, ბავშვებს დედა ენატრებათ, სამაგიეროდ, ქალი მოვლილი და ლამაზია.

დღეს ჩვენ გასწავლით კოსმეტიკური საშუალების შექმნას ხელმისაწვდომი ინგრედიენტებისგან ისე, რომ ოჯახს არც დრო მოაკლოთ და არც სახსრები. მარადიულ ახალგაზრდობას და სილამაზეს შეინარჩუნებთ მდოგვის ნიღბების გამოყენებით, რომელთა რეცეპტებსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ.

მდოგვის სასარგებლო თვისებები

მდოგვის შემადგენლობაშია უჯერი ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც იდეალურად კვებავს კანს და აღადგენს მის დამცავ ფუნქციებს. ასევე, იგი შეიცავს A, E და B ჯგუფის ვიტამინებს, რომლებიც კვებავს უჯრედებს, აახალგაზრდავებს კანს და ებრძვის ანთებას.

მდოგვის შემცველი ნიღბების გამოყენებისას ფრთხილად უნდა იყოთ, რათა თავიდან აიცილოთ კანის დამწვრობა აქტიური კომპონენტებით. მოერიდეთ ლორწოვან გარსებს. არ გაიკეთოთ ასეთი ნიღაბი, თუ ზედმეტად მგრძნობიარე ან უკიდურესაც მშრალი კანი გაქვთ. უკუჩვენებებია კუპეროზი, ჭარბთმიანობა და ჰერპესი. გამოყენებამდე შეამოწმეთ ნიღაბი ალერგიაზე.

მდოგვის ნიღბის რეცეპტები

ცხიმიანი კანისთვის საუკეთესო ვარიანტებია:

  • მდოგვი რძით: აიღეთ 1 ჩ.კ. რძე და 2 ჩ.კ. მდოგვის ფხვნილი. გახსენით ფხვნილი თბილ რძეში. ნიღაბი გაწმენდს კანს და მოხსნის ანთებას.
  • მდოგვი ლიმონითა და კურკუმათი: შეურიეთ ლიმონის წვენი, 1 ჩ.კ. კურკუმა, 1 ჩ.კ. მდოგვის ფხვნილი და 1 ს.კ. წყალი. ასეთი მასა დაიტანეთ მხოლოდ ანთების ან გამონაყარის ადგილას.
  • მდოგვი კიტრით, ცილითა და ბალახებით: ცილა ათქვიფეთ და შეურიეთ 1 ს.კ. მდოგვსა და 4 ჩ.კ. დახეხილ კიტრს. ჩაასხით მასაში 2 ს.კ. სალბისა და კრაზანას ნაყენი. მასის გასასქელებლად გამოიყენეთ შვრიის ფანტელები. ეს ნიღაბი პრობლემურ კანს უხდება.
  • ცილა ლიმონითა და მდოგვით: დაუმატეთ 1 ჩ.კ. მდოგვის ფვნილი და ამდენივე ლიმონის წვენი ათქვეფილ ცილას. ნიღაბი დაიტანეთ ორ ფენად.

პიგმენტაციის მოსაშორებლად გამოიყენეთ მდოგვიანი და ლიმონიანი თაფლი თანაბარი პროპორციებით. წინასწარ გახსენით მდოგვის ფვნილი ცოტა წყალში და დაუმატეთ დანარჩენი ინგრედიენტები. ასეთი მასა დაარბილებს კანს და მოაშორებს ჭორფლებს.

მდოგვი გააახალგაზრდავებს გაუწყლოებულ და ასაკოვან კანს. ამისთვის შემდეგი ნიღბები გამოგადგებათ:

  • მდოგვი ოხრახუშითა და არაჟნით: 1 ჩ.კ. მწვანილი წვრილად დაჭერით და შეურიეთ ამდენივე ფხვნილსა და 1 ს.კ. არაჟანს. ნიღაბი კანს გაათეთრებს და ნაოჭებს აალაგებს.
  • მდოგვი ვარდით:  1 ჩ.კ. ვარდის ფურცლები დააქუცმაცეთ. ამდენივე ფხვნილი გააზავეთ წყალში და შეურიეთ ფურცლებს. ნიღნის შემდეგ კანი გაძლიერდება, ხოლო ნაოჭები შესამჩნევად დაგლუვდება.
  • რძე ლიმონით, მდოგვითა და ფქვილით: ამ ნიღნისთვის აიღეთ 1 ჩ.კ. ცხიმიანი რძე და ამდენივე სხვა ინგრედიენტები. თუ ძალიან თხევადი გამოგივათ, დაუმატეთ ფქვილი. ნიღაბი კარგად წმენდს კანს და ალაგებს ნაოჭებს.

მდოგვი ეხმარება მშრალ კანსაც, თუ მას შემდეგნაირად მოამზადებთ:

  • მცენარეული ზეთი მდოგვითა და ბალახით: შეურიეთ 2 ს.კ. გვირილას, პიტნისა და ნეგოს ნაყენი 1 ჩ.კ. მდოგვის ფხვნილსა და მცენარეულ ზეთს.
  • მდოგვი სელის ზეთითა და წვენით: შეურიეთ 1:1 პროპორციით სელის ზეთი და მდოგვის ფხვნილი 2 წილ ხილის წვენს. დაიტანეთ ორ ფენად.

თქვენ იყენებთ მდოგვს კოსმეტიკაში? როგორ? გაგვიზიარეთ გამოცდილება.