Connect with us

ჯანმრთელობა

ჩაი დიეტის ნაცვლად? რას ამბობენ ექსპერტები გასახდომი ჩაის შესახებ

ზაფხულის დაწყებამდე ყველას სურს იდეალური იყოს: ძვირადღირებული ფეხსაცმელი ჩაიცვას და საყვარელი კაბის ჩასაცმელად რამდენიმე კილოგრამი დაიკლოს. სასურველი შედეგის სწრაფად მისაღწევად ბევრი ქალი აფთიაქში გარბის და გასახდომ ჩაის ყიდულობს. ითვლება, რომ ამ ჯადოსნური საშუალების დახმარებით ორგანიზმიდან ჭარბი სითხე გამოდის, ხოლო ცხიმი ჯადოსნური გზით ორთქლდება.

მოდით გავარკვიოთ, რატომ მოქმედებას გასახდომი ჩაი სწრაფად და რის ფასად ვიკლებთ. ჭარბი წონის მოშორების ამ მეთოდის ყველა „კი“ და „არა“ ობიექტურად რომ შეაფასოთ, ექიმებს მოუსმინეთ.

რატომ გვიყვარს გასახდომი ჩაი?

უბრალოდ ის იაფია, თავისუფალ გაყიდვაშია და საკმაოდ ეფექტურია, თუ რამდენიმე კვირაში რამდენიმე კილოგრამის დაკლება გვსურს. ამასთან მწარმოებლები „ორგანიზმის გაწმენდას“ გვპირდებიან და ეს მარკეტინგული მიდგომა უიარაღოდ გვტოვებს. რა შეიძლება იყოს ცუდი ბალახების ჩაიში?

რა შედის შემადგენლობაში?

გასახდომ ჩაებს, რომელიც აფთიაქში იყიდება, თითქმის ერთნაირი შემადგენლობა აქვთ, მაშინაც კი, თუ სხვადასხვა საფასო კატეგორიაში იმყოფებიან: ჩვეულებრივ, საფაღარათო და შარდმდენ საშუალებებს შეიცავენ. გარდა ამისა, ნაკრების შემადგენლობაში სხვა თვისებების მქონე მცენარეებსაც იპოვით. მაგალითად, გარცინია, რომელიც მადის დაქვეითებას და ნივთიერებათა ცვლის დაჩქარებას ხელს უწყობს; სიმინდის ფუჩეჩი, რომელიც ღვიძლის გაწმენდას და მისი მუშაობის დარეგულირებას ხელს უწყობს.

ბალახების ნაკრების შერჩევის დროს გახსოვდეთ: გასახდომ ჩაიში შემავალ ყველა მცენარეს სასარგებლო თვისებებთან ერთად უკუჩვენებებიც გააჩნია, რომელიც თერაპევტთან უნდა განიხილოთ.

ექსპერტის მოსაზრება

„ის, რომ ორგანიზმიდან ბევრი ნივთიერება გამოდის, უკვე უარყოფითი ეფექტია“ – თვლის ლიუდმილა ბალეზინა-დუდინა, ფარმაცეცტი. – ჩვენ ბუნებას ვეყრდნობით, შარდმდენ და საფაღარათო საშუალებებს ვიყენებთ. ადამიანს შეიძლება არც სჭირდებოდეს, მაგრამ მაინც სვამს. შეფუთვაზე მითითებულია, რომ ჩაი შეიცავს ნივთიერებას, რომელიც ორგანიზმიდან „ჭარბ სითხეს“ გამოდევნის. შეიძლება, თქვენ ჭარბი სითხე არც გაქვთ! ეს ექიმმა უნდა განსაზღვროს. ასეთი ჩაის შეფუთვაზე ტყუილად არ წერია: „გამოყენების წინ ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ“. სპეციალისტმა ორგანიზმის მდგომარეობის შესახებ იცის და შეძლებს თქმას, თქვენთვის მსგავსი საშუალების მიღება შეიძლება თუ არა.

დეტალურად საკვები დანამატების შესახებ

წონაში დასაკლები საშუალებები სამკურნალო აბებად და ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებად (ბად) იყოფა. გასახდომი ჩაი საკვებ დანამატს წარმოადგენს, რომელსაც საფაღარათო და შარდმდენი მოქმედება გააჩნია.

გახსოვდეთ, რომ ბად-ი მედიკამენტი არაა. მას ორგანიზმში სასარგებლო ნივთიერებების დეფიციტის აღდგენა და რაიმე დარღვევის პროფილაქტიკა შეუძლია. ჩვეულებრივ, ასეთი საშუალებები შეიცავენ მცირე დოზით ბიოაქტიურ კომპონენტებს – ამინომჟავებს, მინერალებს, მცენარის და ცხოველის ექსტრაქტებს, წყალმცენარეებს და ა.შ. მათ შეიძლება გვერდითი ეფექტებიც ჰქონდეთ, ამიტომ ნებისმიერი დანამატი სჯობს ექიმთან ერთად შეარჩიოთ.

ზოგადად, ბად-ის მიმართ დამოკიდებულია ორაზროვანია: ერთის მხრივ, ნამდვილად მოქმედი პრეპარატები არსებობს, რომელთა ეფექტს ექიმები და ფარმაცევტები აღიარებენ. მეორეს მხრივ, ბიოლოგიური დანამატების მიმართ ბევრი კითხვა არსებობს: ყველას არ ეხმარება, ყველას ორგანიზმს არ უხდება, ნაკლებად შესწავლილია. ამასთან, რეგისტრაციას და შემოწმებას ყველა არ გადის. ბად-ზე მკაცრი სერტიფიკაცია და კონტროლი არ არსებობს, რაც სერიოზული პრობლემაა, თუ გსურთ, რომ პროდუქტის უსაფრთხოებაში დარწმუნებული იყოთ.

როგორ მოქმედებს გასახდომი ჩაი

აქტიური ნივთიერებების ზემოქმედებით ჩაი ორგანიზმის მიერ წყლის შეწოვას აუარესებს, შედეგად როგორც მავნე, ასევე სასარგებლო ნივთიერებების ცუდად ათვისება ხდება. შარდმდენი ეფექტის წყალობით ორგანიზმიდან გამოდის სითხე, რის ხარჯზეც ადამიანი წონაში იკლებს. საფაღარათო ეფექტი ნაწლავების მოძრაობას ხელს უწყობს, რაც წონას კიდევ რამდენიმე კილოგრამს აკლებს.

ექსპერტის მოსაზრება

„ორგანიზმიდან ყველა აუცილებელი – მაგნიუმი, კალიუმი და სხვა ელემენტი გამოდის. ორგანიზმის გაუწყლოება ხდება, რაც ნივთიერებათა ცვლას არღვევს“ – აღნიშნავს ალევტინა, ფიტოთერაპევტი და ექიმი. – ჩემს გამოცდილებაში ხშირია შემთხვევა: გოგონა რაღაც ჩაის სვამს (განსაკუთრებით, ჩინურ, ვიეტნამურ, ტაილანდურ), დიეტას იცავს. შემდეგ მას ნერვული ანორექსია უვითარდება და ბოლოს ჭამა საერთოდ აღარ შეუძლია. ერთი ნაჭერი ჭამის შემდეგ უკვე ღებინების რეფლექსი აქვს. სწორედ ამიტომ, ნებისმიერ ბალახი სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ.

ადამიანებს ზოგიერთი მცენარის მიმართ ალერგია აქვთ. რა თქმა უნდა, ბალახებს ნაკლები გვერდითი ეფექტი, მაგრამ მაინც აქვს – თითოეულ ბალახს თავისი. ბალახების ნაკრები ყველა ორგანოს მდგომარეობის გათვალისწინებით, თითოეული ადამიანისთვის ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს. ვთქვათ, როგორც პირველს, ასევე მეორე ადამიანს სიმსუქნე აქვს, მაგრამ პირველი შემთხვევის მიზეზია ჰიპოდინამია, მეორეს კი – წიდებით გავსება და თითოეულს ინდივიდუალურად შერჩეული ბალახების ნაკრები სჭირდება.

არსებობს ჩაი, რომელიც სუფთა, ეკოლოგიურ პირობებში მოყავთ, მაგალითად, ალთაიზე. მას შეგიძლიათ ენდოთ, მაგრამ კურსის სახით უნდა დალიოთ. სჯობს ფიტოთერაპევტს მიმართოთ – ის პრეპარატს შეგირჩევთ და თქვენთვის სასარგებლო კურსს დაგინიშნავთ.

შეუძლია თუ არა გასახდომ ჩაის ზიანის მოყენება?

უნდა იცოდეთ: რომელი ნაკრები იწვევს დამოკიდებულებას. ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში ორგანიზმი უბრალოდ ჩაის სტანდარტული დოზის აღქმას წყვეტს და დოზის, ამავდროულად შინაგან ორგანოებზე დატვირთვის გაზრდა მოგიწევთ. მსგავსი დანამატების მუდმივად მიღება უსაფრთხო არაა: საფაღარათო ეფექტის მქონე მცენარემ ნაწლავების კედლებზე შეიძლება ნეგატიური გავლენა იქონიოს და საჭმლის მონელების დარღვევა გამოიწვიოს, ხოლო შარდმდენმა საშუალებამ შეიძლება თირკმლების მუშაობა გააძლიეროს.

თუ ზოგადად საფაღარათო საშუალებებზე ვსაუბრობთ, მათი მუდმივად და უპირობოდ მიღება ორგანიზმის გაუწყლოებას და მსხვილი ნაწლავის სიმსივნის განვითარებას იწვევს. ზოგიერთი საფაღარათო საშუალება სისხლში კალიუმის დეფიციტს იწვევს.

ექსპერტის მოსაზრება

„სანამ აფთიაქში წახვალთ და გასახდომ ჩაის იყიდით, ანალიზები ჩააბარეთ და დარწმუნდით, რომ უკუჩვენებები არ გაქვთ. თუ მისი მიღება გადაწყვიტეთ, ეს მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მოხდეს. ასეთ ჩაის ბევრი უკუჩვენება აქვს: წყლულოვანი დაავადებები, ჰეპატიტი, პანკრეატიტი, წყლულოვანი კოლიტი და .ა.შ. თუ წონაში დაკლება გადაწყვიტეთ, სჯობს დიეტოლოგს მიმართოთ და ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდიოთ – ამბობს ელენა სმოლენცევა, გასტროენტეროლოგი.

„ოფიციალურად რუსეთში დარეგისტრირებულია 2 პრეპარატი, რომელიც ჭარბი წონის სამკურნალოდ გამოიყენება. მათ პირდაპირი ცხიმისმწველი ეფექტი არ აქვთ, ცხიმს არ წვავენ და ცხიმოვან უჯრედებს არ ამცირებენ. ერთ-ერთი პრეპარატი ნაწლავებში ცხიმების შეწოვას ამცირებს, მეორე კი მადას აქვეითებს“ – ამბობს ნატალი სიჩევა, დიეტოლოგი.

არ არსებობს რეკომენდაცია, რომელსაც გასახდომი ჩაის დალევას დაურთავდნენ. საფაღარათო ჩაიმ შეიძლება დროებით იმოქმედოს და სასწორზე სასურველი ციფრი გაჩვენოთ, რომელიც შემდეგ აღდგება – წონა არა ცხიმოვანი ქსოვილის, არამედ ნაწლავებში არსებული ცხიმების ხარჯზე მცირდება. ანუ ნაწლავებში არსებული გამოვა  და წონა ერთ დღეში 1-1,5 კგ-ით დაიკლებს. თუმცა როგორც კი ჭამას დაიწყებთ, საჭმელი გადამუშავდება და ნაწლავები გაივსება და წონა კვლავ დაბრუნდება.

ასეთ ჩაის ერთადერთი პლიუსი, ის ყაბზობის რისკს ამცირებს. მაგალითად, თუ ადამიანს ყაბზობა აწუხებს, ტოქსინების თავიდან შეწოვა ხდება, რაც წონის შემცირების დინამიკას ამცირებს. ამ დროს ჩაი დაგეხმარებათ. თუმცა ამასაც აქვს ჩვენება: თუ ყაბზობა არ აქვთ, ასეთი ჩაის დალევას სამედიცინო კუთხით აზრი არ აქვს.

მსუბუქი და სრულად უსაფრთხო გახდომის მეთოდი არ არსებობს?

საკუთარ თავზე და სხეულზე მუშაობა – დიდი, სისტემური შრომაა, რომელიც ზოგჯერ ფულად დანახარჯსაც მოითხოვს დიეტოლოგზე, სპორტულ დარბაზზე და ხარისხიან საკვებზე. სწორი კვება, სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესი ბევრი ღირს. როგორც მინიმუმ დრო და ფსიქოლოგიური მზადყოფნა აუცილებელია. ზოგი თერაპევტს მიმართავს, ზოგი დიეტოლოგს, ზოგს საკუთარი თავი ხელში აყავს, რაციონს ცვლის და ფიზიკურ ვარჯიშს იწყებს.

თუ მაინც გასახდომი ჩაის დალევა გადაწყვიტეთ, სპეციალისტს რჩევა ჰკითხეთ. გახსოვდეთ, რომ საკუთარ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი თავად ხართ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა თვითმკურნალობას იწყებთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.