Connect with us

ჰოროსკოპი

ჩაის სასმელების ჰოროსკოპი: თქვენ რომელი შეგეფერებათ

ჰოროსკოპი კაცობრიობის ძველი გასართობია, რომელიც ზოგიერთი გადმოცემით ბედის წინასწარმეტყველებაში ნამდვილად გვეხმარება. ბევრი ადამიანის რწმენა, რომ კოსმოსში პლანეტების გარკვეული განლაგება ჩვენს პლანეტაზე გავლენას ახდენს, სკეპტიციზმს იწვევს.

თუმცა, როგორც არაერთხელ დავრწმუნდით, ზოდიაქოს ნიშანი ადამიანის ხასიათზე, მის უპირატესობებსა და აზროვნებაზეც კი გავლენას ახდენს. უფრო მეტიც, ზოდიაქოს ნიშნის დახმარებით შეგვიძლია საკუთარი მოთხოვნები დავარეგულიროთ. მაგალითად, ჩაის მიმართ.

ჩაი ქალწულისთვის

ქალწული შრომისმოყვარე კარიერისტია. მათთვის მთელი დღის ნაყოფიერად გატარება ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ნიშნის წარმომადგენელს მწვანე ჩაის ნებისმიერი სახეობა დაეხმარება. თუ ქალწული ხართ, აუცილებლად აირჩიეთ ხარისხიანი ჩაი ნატურალური კომპონენტებით: ჟასმინი, მარწყვი, გარგარი, ვაშლატამა ან ვანილი.

ჩაი სასწორისთვის

აი, სასწორს ნამდვილად შეუძლია ძვირადღირებული ჩაის შეფასება. ამ ნიშნის წარმომადგენელი თითოეული ყლუპით სიამოვნებას იღებს, მოუთმენლად ელოდება პირში დარჩენილ გემოს და ყველაზე შესაფერის წასახემსებლებს არჩევს. სასწორი დახვეწილ, ბალახოვან ნარევს, ეგზოტიკური ჩაის ისეთ სახეობებს არჩევს როგორიცაა ლაპაჩო და როიბუში.

ჩაი მერწყულისთვის

ამ ზამთრის ნიშნის წარმომადგენელი უპირატესობას მატონიზირებელ ჩაის ანიჭებს, რომელიც სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. რეკომენდებულია, მწვანე ჩაი ჯენ-შენით ან ბალახების ნარევით. ასევე ძალიან მოეწონებათ პუერ ჩაი, რომელიც გამამხნევებელ და ძალების აღმდგენ თვისებებს ფლობს.

ჩაი თევზისთვის

თევზებს, როგორც წესი, სამსახურში მოწყობა და რაიმე აქტივობაში ჩართვა ძალიან უჭირთ. ამ ნიშნის წარმომადგენლისთვის რეკომენდებულია მატონიზირებელი ჩაი. მის შემადგენლობაში უნდა იყოს გვირილა, ანისული, ვარდკაჭაჭა, მარწყვი, გულყვითელა, წაბლი, ზიზილა, ოროვანდი, სალბი, პიტნა ან წითელი მოცვი.

ჩაი ვერძისთვის

ვერძი საკმაოდ ფეთქებადია. ის საკუთარ მისწრაფებებში შეუპოვარი და ბეჯითი მშრომელია. ასეთი ხასიათით ნერვული სისტემის დაცვა უჭირთ. ამ ნიშნის წარმომადგენელს ბალახების ჩაი ბარამბოთი ან პიტნით, ასევე ტროპიკული ხილის ჩაი ჭინჭრის ფოთლებით, მრავალძარღვით, ასკილით, ალოეთი და კოწახურით.

ჩაი ტყუპებისთვის

ტყუპები ენერგიული და ეჭვიანია. ერთ ადგილზე წამითაც კი არ ჩერდება. ასეთი აქტიური ცხოვრებისთვის მას კარგი ძილი აუცილებლად სჭირდება. ამას კი უზრუნველყოფთ მწვანე ჩაით ხილის ან ბალახების დანამატით. საუკეთესო კომპონენტები: კატაბალახა, ოხრახუში, კვლიავი, კამა, დიდი კამა და ევკალიპტის ფოთლები.

ჩაი კუროსთვის

ამ მიწის ნიშნის წარმომადგენლისთვის საკმაოდ მიწიერ რამეს აქვს მნიშვნელობა: ახლობლებთან ურთიერთობა და ჯანმრთელობა. კუროსთვის შესაფერისია მწვანე ჩაი ლიმნით, პიტნით ან ბერგამოტით. სხვა სასარგებლო დანამატებს შორისაა ტუხტი, ბეგქონდარა, ფიჭვის კვირტები, კრაზანა.

ჩაი მშვილდოსნისთვის

მშვილდოსანი ცდილობს, რომ ყოველთვის ხალხში იყოს. მას სურს, რომ სხვებზე შთაბეჭდილება მოახდინოს, განსაკუთრებული და პოპულარული იყოს. ამის გამო მათი გემო საზოგადოებრივ აზრს ეყრდნობა. მშვილდოსანი უპირატესობას ანიჭებს მოდურ ხილის ნარევს, მწვანე და თეთრ ჩაის, სასმელებს ეგზოტიკური ხილის ნაჭრებით.

ჩაი ლომისთვის

მშვილდოსნისგან განსხვავებით ლომს არავისთვის არაფრის დამტკიცება სჭირდება. ხშირ შემთხვევაში ძალიან პრაქტიკული ადამიანია. ის ჩაის სვამს არა მხოლოდ იმიტომ, რომ გემრიელია, არამედ იმიტომ, რომ სასარგებლოა. შეგიძლიათ ჩაი პიტნით, ბაბუაწვერით, გულყვითელით და ცაცხვის ყვავილებით შეავსოთ.

ჩაი მორიელისთვის

მორიელი თავდაჯერებული და ძლიერი ლიდერია. მას მთელ ოჯახზე ზრუნვა შეუძლია, მაგრამ საკუთარ ჯანმრთელობას ნაკლებ ყურადღებას აქცევს. სწორედ ამიტომ, მისთვის რეკომენდებულია როიბუში, ბალახების ნარევი და ვიტამინებით სავსე კენკრა-ხილის ჩაი, სასმელი სანელებლებით (დარიჩინი, ილი, მიხაკი).

ჩაი თხის რქისთვის

თხის რქა წყობილებიდან სწრაფად გამოდის. თუ ეს გამოგივიდათ, ბალახების ჩაი დალიეთ. სასურველია გამოიყენოთ შემდეგი კომპონენტები: ღიღილო, ცხრატყავა, წიწვი, მატიტელა ან თავშავა. ასევე, ძალიან რეკომენდებულია შავი მოცხარი, ჩინური ლიმონი, ჯენ-შენი, ბარამბო და ხმელი მოცვი.

ჩაი კირჩხიბისთვის

კირჩხიბის ნიშნის წარმომადგენელი ისეთივე ცვალებადია, როგორც გაზაფხულის ამინდი. მისი გემო განწყობის მიხედვით იცვლება, ამიტომ ყოველდღე განსხვავებულ ჩაის სვამენ. დასამშვიდებლად რეკომენდებულია ჩაი სადილობის დროს დალიოთ. მის მოსამზადებლად გამოიყენეთ დანდური, როზმარინი, სალბი, ფხიჯა, ანწლის და ცაცხვის ყვავილები.

გაითვალისწინეთ, რომ ასტროლოგია ზუსტი მეცნიერება არაა. სწორედ ამიტომ, ამა თუ იმ სასმელის დალევას არ გირჩევთ, თუ ის თქვენს განწყობაზე გავლენას ახდენს.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.