Connect with us

ჯანმრთელობა

ჩაის ამ პროდუქტთან ერთად აღარასდროს დავლევ. ამის შესახებ ადრე არ მსმენია

თუ ჩაის დალევა გიყვართ, ეს ინფორმაცია ალბათ დაგაინტერესებთ. მწვანე ჩაის ყველაზე სასარგებლო სახეობაც კი ორგანიზმისთვის საზიანო და მისი მუშაობის დარღვევის მიზეზი შეიძლება იყოს, თუ ამ სასმელს არასწორად მოიხმართ.

ადამიანი, რომელიც ჩაის სვამს, ცხოვრებას იხანგრძლივებს, ორგანიზმს აახალგაზრდავებს და საკუთარ თავს ონკოლოგიური დაავადებებისგან იცავს. თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას მაქსიმალურად ჯანსაღი მეთოდით აკეთებს.

როგორ დავლიოთ ჩაი სწორად

1. ძალიან ცხელი ჩაის დალევა არ შეიძლება

ამით ყელის, საჭმლის მომნელებელი სისტემის და კუჭის ლორწოვანი გარსი იტანჯება. შესაძლოა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგია განვითარდეს.

2. ცხელი ჩაის თაფლთან ერთად დალევა არ შეიძლება

ეს საკმაოდ ცნობილი ფაქტია, მაგრამ მაინც განვმეორდები: მდუღარე სითხეში დამატებული თაფლი არა მხოლოდ ყველა სასარგებლო თვისებას კარგავს, არამედ ჯანმრთელობისთვის სახიფათო ხდება! თაფლში შემავალი ფრუქტოზა გაცხელების დროს მჟავდება, ეს კი ნაწლავების და კუჭის სიმსივნის განვითარების მიზეზი შეიძლება გახდეს.

3. ჩაი რძესთან ერთად უფრო ნაკლებად სასარგებლოა, ვიდრე რძის გარეშე

რძე ჩაიში შემავალი კატეხინების რაოდენობას ამცირებს. სწორედ, რომ კატეხინები წარმოადგენს იმ ძლიერ საშუალებას, რომელიც ორგანიზმში სიმსივნის განვითარებას აფერხებს.

4. შაქრიანი ჩაი ორგანიზმისთვის სასარგებლო არაა

სჯობს ჩაის შაქარი არ დაუმატოთ – ასე სასმელი ნამდვილად სამკურნალო გახდება. რეკომენდებულია, ჩაის კანფეტები და ორცხობილები არ მიაყოლოთ. დიეტოლოგები ამბობენ, რომ ჩაისთან ერთად ადამიანი უფრო მეტ ნახშირწყლებით სავსე პროდუქტს იღებს და ხშირად ეს ნივთიერებათა ცვლის დარღვევის და ჭარბი წონის მიზეზი ხდება.

5. ჩაიში ლიმონის ნაჭერი არ ჩააგდოთ

ეს არანაირ სარგებელს არ შეიცავს, ზოგიერთ შემთხვევაში კი შეიძლება საზიანო იყოს. მაგალითად, ჩაი ლიმონთან ერთად უკუჩვენებულია იმ ადამიანებისთვის, რომელთაც საჭმლის მომნელებელი სისტემის ნებისმიერი პრობლემა აწუხებთ. სჯობს ასე მოიქცეთ: ცოტა თბილი ჩაი დალიოთ, შემდეგ ლიმონის ნაჭერი შეჭამოთ და კვლავ ჩაი დალიოთ. სასმელის და ლიმონის ასე მოხმარება ორგანიზმს უფრო მეტ სარგებელს მოუტანს.

ალკოჰოლური სასმელის დალევის შემდეგ ჩაი არასდროს დალიოთ. ეს თირკმლებისთვის ნამდვილი გამოცდაა. ჩაი თეოფილინს შეიცავს, რომელიც თირკმლებში შარდის წარმოებას სტიმულირებს. შედეგად, თირკმლებში შეიძლება დაუნაწევრებელი ალდეჰიდის ძმარმჟავა მოხვდეს, რომელიც თირკმლებს აღიზიანებს და ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება სერიოზული ანთება და დაავადება გამოიწვიოს.

თითოეულმა უნდა იცოდეს, თუ როგორ დალიოს ჩაი სწორად, რადგან ამ სასმელს ჩინელებზე ნაკლებად არ ვაფასებთ.