Connect with us

თავის მოვლა

შამპუნი საკვები სოდისგან

გარდა უამრავი სამკურნალო თვისებისა, საკვებ სოდას წმენდვის, საკვების მომზადებისა და ასევე სხვადასხვა დაავადებების განკურნების თვისებებიც აქვს…

ზოგჯერ მგონია, რომ ყოევლდღე ამ უნივერსალური ინგრედიენტის გამოყენების ახალ-ახალ მეთოდებს ვიგებთ. ეს არაჩვეულებრივად სასარგებლო ნივთიერებაა, რომელიც თმის მდგომარეობას აუმჯობესებს და შამპუნისა და კონდიციონერის ნარჩენებს გაცილებთ, უზრუნველყოფს თმის მბზინვარებას. თქვენ შეგიძლიათ ის ჩვეულებრივი შამპუნის ნაცვლად გამოიყენოთ და დატკბეთ მისი გასაოცარი ეფექტით.

რა უნდა გავაკეთოთ:

  • საშუალო ზომის ბოთლში, აურიეთ საკვები სოდა და წყალი, შეფარდებით 1:3-თან. რაოდენობა თქვენი თმის სიგრძის მიხედვით დაარეგულირეთ, ანუ თუ გრძელი თმა გაქვთ, აურიეთ 3 სუფრის კოვზი საკვები სოდა 9 სუფრის კოვზ წყალთან.
  • შემდეგ, დაიტანეთ სველ ან მშრალ თმაზე, ძირებიდან ბოლოებამდე და 1-3 წუთის განმავლობაში გაიჩერეთ. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
  • კიდევ ერთხელ დაიბანეთ თმა, ამჯერად ვაშლის ძმრით. აურიეთ ძმარი წყალთან, შეფარდებით 1:4-ზე. შეგიძლიათ ეთერზეთიც დაუმატოთ, რათა ნარევის სუნი გააუმჯობესოთ. დაიდეთ თმაზე და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

შედეგს პირველივე გამოყენებაზე შეამჩნევთ, ხოლო რამდენიმე დაბანის შემდეგ თმა უფრო სწრაფად გაიზრდება და მაგარი, მბზინვარე და არაჩვეულებრივად ჯანმრთელი გახდება.