Connect with us

თავის მოვლა

ყალბი კოსმეტიკის 7 ნიშანი: ასეთი ეკონომია შესაძლოა ჯანმრთელობის ფასად დაგიჯდეთ

გამყიდველთა 80%, დაბალხარისხიან კოსმეტიკას ბრენდულად ასაღებს. ჩვენი რედაქცია სასარგებლო ინფორმაციას გაგიზიარებთ და გასწავლით თუ როგორ განასხვაოთ ყალბი პროდუქცია ნამდვილისგან.

ორიგინალი კოსმეტიკა

გაითვალისწინეთ, რომ ბრენდული კოსმეტიკა ძალიან იაფად ვერ გაიყიდება, რადგან ზარალზე არცერთი გამყდველი არ იმუშავებს. აჯობებს ასეთ საქონელს უბრალოდ გვერდი ჩაუაროთ.

 

  • ნუ შეიძენთ კოსმეტიკას საეჭვო ადგილებში. სამწუხაროდ, სოლიდურ მაღაზიებშიც კი შეიძლება ყალბ პროდუქციას წააწყდეთ. ამიტომ ბრენდული საშუალების ყიდვის წინ, აჯობებს ოფიციალურ საიტზე შეხვიდეთ და ნახოთ სად არის მათი პროდუქციის გაყიდვის სერტიფიცირებული წერტილები. სწორი სვლა იქნება ამ კოსმეტიკური საშუალებების სერტიფიკატის მოთხოვნაც. კეთილსინდისიერი გამყდველი მას უპრობლემოდ წარმოგიდგენთ.

  • ყურადღება მიაქციეთ პროდუქტის შეფუთვას. თუნდაც ძალიან ეცადონ, სიყალბეს დეტალები მაინც გაამჟღავნებენ: საღებავის ღია ფერი, ზომა და წარწერის ხარისხი, შრიფტი…

  • ისევე როგორც პარფიუმერიის შემთხვევაში, პარტიის ნომერი პროდუქტის შეფუთვასა და პლასტიკურ კორპუსზეც უნდა იყოს დატანილი, მისი ნომრები ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს. შტრიხ -კოდი მწარმოებელი ქვეყნის მიერ მითითებულს უნდა ემთხვეოდეს.
  • შეისწავლეთ პროდუქტის ფერთა პალიტრა ამ კოსმეტიკური ბრენდის ოფიციალურ გვერდზე: ყალბი პროდუქციის მწარმოებლები ხშირ შემთხვევაში თავად იგონებენ ფერებს, რომლებიც ორიგინალურ ვერსიებში უბრალოდ – არ არსებობენ.

  • ორიგინალი კოსმეტიკის ტექსტურა ერთგვაროვანია და არასასიამოვნო ან მდარე სუნი არ აქვთ. ყალბი ტუშის გარჩევა იოლად შეიძლება ზედმეტად თხელი ან სქელი ტექსტურის მეშვეობით, გარდა ამისა მას ხშირად ამხელს ჯაგრისი რომელიც ძალიან განსხვავდება ორიგინალისგან.

  • ფალსიფიცირებული სპონჯი, ფუნჯი და ჯაგრისებიც სხვანაირად გამოიყურებიან. ზომა, ფორმა და ფერი – ყურადრებით შეათვალიერეთ.

  • ყოველთვის დატესტეთ პროდუქცია ყიდვამდე. კარგ მაღაზიებში ასეთი მიზნისთვის ტესტერებს მოგართმევენ. გადაამოწმეთ პროდუქცია გამძლეობაზე და დატანის ხარისხზე.

აჯობებს კოსმეტიკის შერჩევისას ძალიან ყურადღებიანი იყოთ, გარდა იმისა, რომ შენაძენმა შესაძლოა იმედი გაგიცრუოთ, მან შეიძლება თქვენს ჯანმრთელობასაც ავნოს.