Connect with us

მოდა და სტილი

ყალბი კოსმეტიკის 7 ნიშანი: ასეთი ეკონომია შეიძლება ჯანმრთელობის ფასად დაგიჯდეთ!

რამდენად ნამდვილ კოსმეტიკას ვიყენებთ? ეს საკითხი სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა არაკეთილმოსურნე გამყიდველები თითქოსდა ბრენდულ პროდუქტს 80% ფასდაკლებით გვთავაზობენ! რა უნდა ქნათ, ქალები ასეთ ნივთებზე ხარბდებიან, თაღლითები კი ამით სარგებლობენ.

გთავაზობთ სასარგებლო ინფორმაციას, თუ როგორ გაარჩიოთ ყალბი კოსმეტიკური პროდუქტი ნამდვილისგან.

ორიგინალური კოსმეტიკა

გაითვალისწინეთ, რომ ბრენდული კოსმეტიკა ძალიან დაბალ ფასში შეუძლებელია გაიყიდოს, რადგან არც ერთი გამყიდველი ზარალზე არ იმუშავებს. სჯობს ასეთ ნივთებს გვერდი აუაროთ: ამ შემთხვევაში ყალბი პროდუქტის ალბათობა ძალიან მაღალია!

საეჭვო სავაჭრო ადგილებში კოსმეტიკა არ შეიძინოთ. სამწუხაროდ, სოლიდურ მაღაზიებშიც კი ყალბი პროდუქტი შეიძლება შეგხვდეთ. სწორედ ამიტომ, ბრენდული საშუალების შეძენამდე ოფიციალურ საიტზე შედით და შეამოწმეთ, თუ ამ ბრენდის სერტიფიცირებული სავაჭრო ადგილები თქვენს ქალაქში სად მდებარეობს. სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუ კოსმეტიკური პროდუქციის წარმომადგენლის სერთიფიკატს მოითხოვთ. კეთილსინდისიერი გამყიდველი ამას ყოველგვარი პრობლემის გარეშე გააკეთებს.

შეფუთვის დიზაინს ყურადღება მიაქციეთ. მაშინაც კი, თუ თაღლითებმა მიმსგავსება სცადეს, დეტალები მაინც განსხვავებული იქნება: საღებავების ფერი, ზომა, წარწერის ხარისხი, შრიფტი…

როგორც პარფიუმერიის შემთხვევაში, პროდუქტს სერიული ნომერი შეფუთვაზე და პლასტმასის კორპუსზე ექნება. ეს ნომრები ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს. შტრიხკოდი მწარმოებელი ქვეყნის მაჩვენებელს უნდა ემთხვეოდეს.

ფერების პალიტრა კოსმეტიკური ბრენდის ოფიციალურ გვერდზე შეისწავლეთ: ყალბი პროდუქტის მწარმოებლები ხშირად ისეთ ფერებს იგონებენ, რომლებიც ორიგინალურ ვერსიაში არ გვხვდება.

ორიგინალური კოსმეტიკის ტექსტურა ერთგვაროვანია, ხოლო სუნი უსიამოვნო ნოტებს არ შეიცავს. მაგალითად, ყალბი ტუჩსაცხის გარჩევა შეგიძლიათ არათანაბარი ჯოხით და ნატეხებით. ფალსიფიცირებულ ტუშს შეიძლება ძალიან თხელი ან სქელი ტექსტურა ჰქონდეს, ამასთან მას ხშირად ააშკარავებს ფუნჯი, რომელიც ოროგინალისგან განსხვავდება.

ყალბი ფუნჯები და სპონჟები ორიგინალისგან ასევე განსხვავდება. ზომა, ფორმა, ხარისხი და კვლავ ფერი – ყურადღებით დაათვალიერეთ.

შეძენამდე პროდუქცია ყოველთვის დატესტეთ. კარგ მაღაზიაში ამ მიზნით ტესტერებია წარმოდგენილი. პროდუქცია გამძლეობისა და წასმის ხარისხით, ასევე ზედმეტი ჩანართების არსებობით შეამოწმეთ.

კოსმეტიკური პროდუქციის შეძენის დროს სიფრთხილე გამოიჩინეთ, რადგან მოლოდინის გაქარწყლებასთან ერთად ჯანმრთელობასაც ზიანს აყენებს.