Connect with us

ჯანმრთელობა

ქუსლებზე იოდი წაისვით და ჯანმრთელად იყავით

ფარისებრი ჯირკვალი წარმოქმნის ჰორმონებს, რომლებიც ნივთიერებათა ცვლის დარეგულირებასა და მთელი ორგანიზმის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ. სწორედ ამიტომ, ამ ჯირკვლის მდგომარეობა ჯანმრთელობის საკითხში დიდ როლს ასრულებს. როგორ მივხვდეთ, რომ ფარისებრი ჯირკვლისთვის აუცილებელი იოდის დეფიციტი გვაქვს და როგორ გამოვასწოროთ სიტუაცია?

როგორ გავიგოთ, რომ ფარისებრი ჯირკვალი იოდის დეფიციტს განიცდის? შეიძლება მეხსიერების პრობლემები დაგეწყოთ, შესაძლოა ცუდი განწყობა, გაღიზიანება და დეპრესია დაგეუფლოთ. მითითებული მინერალის ნაკლებობა აუარესებს ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას, რომელიც ორგანიზმში ჰორმონების ბალანსს აკონტროლებს. იოდის ხსნარს კანქვეშა ფენაში შეღწევის უნარი გააჩნია და ამრიგად ფარისებრ ჯირკვლამდე მიღწევას ახერხებს. სწორედ ამიტომ, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური დარღვევა შეგიძლიათ ქუსლებზე იოდის ბადის წასმით აღმოფხვრათ.

იოდის ბადე ჯანმრთელობისთვის

იოდის ბადეს ქუსლებზე ისვამენ, როცა აუცილებელია“

  • განწყობის ამაღლება;
  • დაძაბულობის, გაღიზიანების და სტრესის მოხსნა;
  • ყურადღების კონცენტრაციის გაუმჯობესება;
  • აპათიის მოშორება;

ზემოთ ჩამოთვლილ მდგომარეობას ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციების პათოლოგიები იწვევს. როგორც წესი, ამის მიზეზი იოდის მიკროელემენტის დეფიციტია. ყველაფერი გენიალური მარტივია. ბამბის ჩხირით იოდის ბადის დახაზვა ხელმისაწვდომი მეთოდია, რომ ფარისებრ ჯირკვლებს მუშაობის აღდგენაში დაეხმაროთ. კვადრატები ზუსტად 1 სმ უნდა იყოს.

რატომ არ შეიძლება ბოლომდე იოდის ბადით დაფარვა? ამ შემთხვევაში დამწვრობის მიღება გამორიცხული არაა.

ამასთან აუცილებელია გაარკვიოთ, თუ ამ მინერალის დეფიციტის შევსება რამდენად გჭირდებათ. როგორ გავაკეთოთ? იოდის ბადე ქუსლზე გაიკეთეთ, მთელი ღამით წინდა ჩაიცვით. თუ დილით იოდის ბადე გამქრალი არ იქნება, ეს იმაზე საუბრობს, რომ ორგანიზმში საკმარისი იოდია და უსიამოვნების მიზეზი სხვაგან უნდა ეძებოთ. თუ კანმა იოდი სრულად შეიწოვა, ეს მის აშკარა დეფიციტზე საუბრობს. ამ შემთხვევაში ქუსლებზე იოდის ბადის გაკეთება გააგრძელეთ, სანამ ბადე დილით უცვლელი არ დაგხვდებათ.

ასევე კარგი იქნება, თუ კვების რაციონში ზღვის პროდუქტებს და იოდის მაღალი კონცენტრაციის მქონე სხვა პროდუქტებს ჩართავთ.

იოდის ხსნარი კანის ზედაპირის დაზიანების დროს გამოიყენეთ. იოდის ბადის გამოყენება მაღალი ტემპერატურის დროს რეკომენდებული არაა.

რამდენად ხშირად შეიძლება იოდის ბადის გაკეთება? პროცედურა კვირაში მაქსიმუმ 3-4-ჯერ გააკეთეთ.

იოდის ბადის დამატებითი ეფექტი

იოდის ბადე სისხლის მიმოქცევას ააქტიურებს და, შედეგად, ქვედა კიდურების შეშუპებას აქრობს. იოდი სხეულის ტემპერატურას ზრდის. ამ მიზეზით იოდის ბადე სურდოს დროს დაგეხმარებათ.