Connect with us

ჯანმრთელობა

ქაცვის ბურახი წნევის შესამცირებლად, სისხლძარღვების გასაწმენდად და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშობის გასაუმჯობესებლად

ქაცვის კენკრისგან ბურახის გაკეთებაც შეიძლება. ის სასარგებლოა წნევის დასარეგულირებლად, სისხლძარღვების გასაწმენდად და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის გასაუმჯობესებლად.

აიღეთ ნახევარი ჭიქა მშრალი (შეიძლება ახალიც) ქაცვის კენკრა. გადმოყარეთ რამდენიმე ფენა მარლაზე. იქვე დაადეთ ქვა (რომ არ ამოტივტივდეს). გაადაახვიეთ ეს ყველაფერი მარლაში, მოუკარით თავი, დაუტოვეთ თოკი ან კუდი ასაწევად.

სამლიტრიან ქილაში ჩაასხით 3 ლიტრი რძის შრატი, დააყარეთ ჭიქა შაქარი, დაუმატეთ ჩაის კოვზი არჟანი და აურიეთ. ქაცვიანი ტომარა ქილაში ჩაუშვით და მოახვიეთ მარლა სამ ფენად.

დადგით ოთახის ტემპერატურაზე. ყოველდღიურად ურიეთ ხის კოვზით და მოხსენით თავზე გაკეთებული ნადები.

დააყენეთ 2-3 კვირა, სანამ ბურახი არ გამაგრდება. გაწურეთ და შეინახეთ მაცივარში.

მიიღეთ თბილი (შემთბარი), 3-ჯერ დღეში ნახევარი ჭიქა – უზმოზე, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

არ დაგავიწყდეთ მეორე ქილა ბურახის მომზადება რადგან ერთი არ გეყოფათ. მკურნალობის ხანგრძლივობა თვითშეგრძნების მიხედვით შეარჩიეთ, მინიმუმ 2 თვე.