Connect with us

ჯანმრთელობა

ქალისთვის აუცილებელი 5 ვიტამინი

ქალის ორგანიზმისთვის აუცილებელია საჭირო ვიტამინების დროული მიღება, როგორც წესი ამა თუ იმ ვიტამინის ნაკლებობა თმის ცვენით, კანის ფერის ცვლილებით, კანის სიმშრალით და დაღლილობის მუდმივი შეგრძნებით გამოოიხატება.

იმისთვის, რომ თავს მუდმივად კარგად გრძნობდეთ და კარგადაც გამოიყურებოდეთ ქალბატონებმა შემდეგ ვიტამინებს უნდა მიაქციონ ყურადღება:

ვიტამინი А

А ვიტამინი ანტიოქსიდანტია, ის აუცილებელია კარგი მხედველობისს, ძლიერი ძვლების, ლამაზი თმისა და კანისთვის. ის ორგანიზმშო ნივთიერებათა ცვლის ნორმალურ პროცესზეა პასუხისმგებელი. მისი საკმარისი რაოდენობის ქონის შემთხვევაში ცხიმის დაგროვება უფრო ძნელდება, შესაბამისად მას ტანადობის ვიტამინსაც უწოდებენ. А ვიტამინი დაბერების პროცესსაც ანელებს.

რა შეიცავს ამ ვიტამინს: კამა, ისპანახი, ყვითელი და სტაფილოსფერი ბოსტნეული.

ვიტამინი Е

Е ვიტამინი ქალური ორგანიზმისთვის აუცილებელია. ისიც ანტიოქსიდანტი გახლავთ და კანისა და თმის მდგომარეობაზე პირდაპირი გავლენა აქვს. მისი როლი დიდია სქესქობრივი სისტემის მუშაობაშიც ამიტომ მას “გამრავლების ვიტამინსაც” უწოდებენ.

Е ვიტამინი აფერხებს დაბერების პროცესს, შიგნიდან ზრუნავს თმასა და კანზე, აცილებს კანის სიმშრალეს.

რა შეიცავს ამ ვიტამინს: ზეითუნის ზეთი, მზესუმზირის ზეთი, ნიგვზეული, კარაქი, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, ქაცვი, შვრია, პარკოსნები.

В ჯგუფის ვიტამინები

В ჯგუფის ვიტამინები მთელს ორგანიზმზე ახდნენ გავლენას. ისინი პასუხს აგებენ ნერვული სისტემის მუშაობაზე და ნივთიერებათა ცვლაზე. მონაწილეობენ სისხლის წარმოქმნასა და იმუნიტეტის გაძლიერებაში. აუმჯობესებენ განწყობას. В ჯგუფის ვიტამინები იბრძვიან თქვენი თმის სილამაზისთვისაც.

რა შეიცავს ამ ვიტამინებს: წიწიბურა, ნიგვზეული, ხორბალი, გაღივებული ხორბალი, საფუარი.

С ვიტამინი

С ვიტამინი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სისხლძრღვებისთვის. ის სისხლის წარმოქმნის პროცესში მონაწილეობს და მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. ის ანტიოქსიდანტია და თავისუფალი რადიკალებიც გამოჰყავს ორგანიზმიდან. არ შეიძლება ასკორბინის მჟავის გავლენა დავივიწყოთ ჩვენს იმუნიტეტზე. С ვიტამინი აუცილებელია კოლაგენის ბოჭკოს წარმოქმნისთვის და შესაბამისად მას ახალგაზრდობის ვიტამინადაც თვლიან.

რა შეიცავს С ვიტამინს: ოხრახუში, ქინძი, კომბოსტო, ისპანახი, ლიმონი, ფორთოხალი, მოცხარი.

ვიტამინი К

К ვიტამინი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თირკმელებისა და ღვიძლის მუშაობისთვის, ასევე ძვლის ქსოვილში არსებული გაცვლითი პროცესებისთვის. მას გულ-სისხლძარღვთა მუშაობაზეც დიდი გავლენა აქვს. მართალია მას გარეგნობაზე პირდაპირი გავლენა არ აქვს მაგრამ, მასზეა დამოკიდებული შიდა ორგანოების სწორი მუშაობა, ეს კი უმნიშვნელოვანესია ჯანმრთელობისთვის, რომლის გარეშეც ლამაზი ვერ ვიქნებით!

რა შეიცავს ამ ვიტამინს: ქათმის კვერცხი, ღორის ღვიძლია, თევზის ქონი.