Connect with us

ყვავილები

ფულის ხის გასხვლის წესები

ოთახის მცენარეების მოყვარულებს ფულის ხის მოვლის წესების უკეთ გაცნობათ სურთ, სწორედ ამიტომ აღევანდელ სტატიაში ფულის ხის ანუ იგივე კრასულას მოვლის წესების შესახებ მოგითხრობთ.

როგორ მოვუაროთ “ფულის ხეს”

ამ სუკულენტის დაახლოებით 350 სახეობა არსებობს, ჩვენს ბინებში კი ყველაზე მეტად ოვალური, ხორციანი მუქი მწვანე ფოთლების და მუქი-ყავსფერი ღეროს მქონე სახეობაა გავრცელებული. ის საკმაოდ სწრაფად იზრდება და ზოგჯერ 2-2.5 მეტრის სიმაღლესაც აღწევს.

როგორ გავამრავლოთ ფულის ხე

არსებობს 2 საიმედო საშუალება ჯანმრთელი კრასულას გასამრავლებლად: კალმისა და ფოთლის მეშვეობით.

კალმით გადარგვა

1. 8 სანტინეტრის კალამი მოათავსეთ წყლიან ჭიქაში. ფოთლები მხოლოდ 3 სანტიმეტრზე დაუტოვეთ დანარჩენი კი მოაცილეთ.
2. სურვილისამებრ წყალში დაფესვიანების დამაჩქარებელი ჩაამატეთ თუმცა ეს სავალდებულო არ გახლავთ.
3. ერთი კვირს შემდეგ კალამი ნიადაგში აგდაიტანეთ და 2-3 სანტიმეტრის სიღრმეზე დარგეთ, მიასხურეთ წყალი.
4. აიღეთ საშუალო ზომის ქოთანი და მის ფსკერზე დრენაჟი მოათავსეთ. ზემოდან კი ფხვიერი ნიადაგი დააყარეთ. მცენარეს ფესვები 1 კვირის შემდეგ განუვიტარდება.

ფოთლით გამრავლების მეთოდი

ეს მეთოდი წინასგა არაფრით განსხვავდება. ფოთოლი შეგიძიათ ეგრევე ჩადოთ წყლიან ჭიქაში ან მიჭაში, თუმცა მიწა სველი უნდა იყოს. ეს მცენარე სიცოცხლისუნარიანობით გამოირჩევა და შესაბამისად წესით პრობლემებიარ უნდა შეექმნას.

მოვლა

კრასულას სუკულენტების შესაფერისი გრუნტი უყვარს. თუ უნივერსალურ ნარევს იყენებთ, მაშინ მას 3 წილ გრუნტზე 1 წილი ქვიშა დაუმატეთ. არ დარგოთ მცენარე მაღალი მჟავიანობის მქონე ნიადაგში.

ქოთანი ფართო უნდა იყოს მაგრამ ძალიან ღრმა არა! ის მცენარის სრულ დიამეტრს უნდა იმეორებდეს. აუცილებლად გამოიყენეთ დრენაჟი, რამდენიმე სანტიმეტრი სრულიად საკმარისი იქნება.

კრასულა სახლის აღმოსავლეთ ნაწილში დადგით თუმცა პირდაპირ მზის სხივებს მოაცილეთ რადგან მათმა სიჭარემ შეიძლება დაღუპოს მცენარე. რაც შეეხება წყალს – ის ხშირად და უხვად მორწყეთ. ზამთარში რწყვის რაოდენობა შეამცირეთ.

მცენარე გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში უნდა გაანოყიეროთ. შეგიძლიათ სუკულენტებისთვის განკუთვნილი სტანდარტული სასუქი გამოიყენოთ.

კრასულას გასხვლა

ეს მცენარე აუცილებლად უნდა გასხლათ, ეს მის უკეთ ფორმირებასა და განვითარებას შეუწყობს ხელს. მისი გასხვლა აუცილებელია რადგან:

1. ხელს დეკორატიულ ფორმას მისცემს
2. დაავადებულ და დაზიანებულ წანაზარდებს მოაცილებს
3. დაასტიმულირებს ან საჭიროებისამებრ შეაჩერებს მის ზრდას.

ხეს გაზაფხულზე კრეჭენ. ეს საკმაოდ იოლი პროცესია, მთავარია ლამაზად მოაჭრათ ზედმეტი ტოტები და გაალამაზოთ ხე. კორექტირება ზაფხულში ხდება, ეს ხისთვის იდეალური სიმეტრიის მინიჭებაში დაგვეხმარება.

გასხვლისას მცენარის ახალ ქოთანში გადატანა არ შეიძლება, ამან შეიძლება ხის ზრდა შეაჩეროს ან საერთოდ დაღუპოს ის. მოჭრის შემდეგ მცენარეს თეთრი, რძისმაგვარი სითხე სდის და ესეც ნორმალურია.

ახლა კი გასხვლის პროცესი თანმიმდევრულად გავიაროთ:

1. მოამზადეთ სეკატორი ან ბაღის მაგრატელი. გაუკეთეთ დეზინფექცია. ჩაიცვით ხელთათმანები.
2. იპოვეთ 2 ტოტი, რომლებიც ზროდან V-ფორმას აყალიბებენ. მათ ზემოთ არსებულია დგილი უნდა წააჭრათ და სწორი გვირგვინი შექმნათ.
3. მოაჭერით ტოტი V ფორმიანი ტოტებიდან 1-3 სანტიმეტრში. ამასთანავე მაკრატელი 45 გრადუსიანი დახრილობით დაიჭირეთ, ეს კარადგ იმოქმედებს მცენარის შემდგომ განვითარებაზე. წანაჭერი აუცილებლად სუფთა და სწორი უნდა იყოს.
4. მოაცილეთ ტოტები ხის ზემოთა და გვერდითი ნაწილებიდან. მშრალი და გაყვითლებული ფოთლებიც აუცილებლად უნდა მოაჭრათ.
5. გაკრეჭვამ მცენარეს მისი ნახევარი უნდა მოაცილოს მაგრამ, არა მეტი. მეტის მოჭრა რეკომენდებული არ არის, რადგან ამან შეიძლება მისი ზრდა შეაჩეროს.

სამკურნალო თვისებები

როგორც ჩინური ფენ-შუი ამბობს ეს მცენარე სახლში იღბალსა და ბარაქას მოგიტანთ, თუმცა ამის გარდა კრასულა ჰაერსაც წმენდს, ასუფთავებს შენობის მიკროფლორას, ხსნის სტრესს და ამგვარად დადებითადაც მოქმედებს თქვენს ჯანმრთელობაზე!