Connect with us

თავის მოვლა

ტუშის ფუნჯის ფორმას უდიდესი მნიშვნელობა აქვს!

კოსმეტიკის სამყაროში ყოველდღე სიახლეებით არის სავსე, ეს სიახლები ტუშის ფუნჯებსაც კი ეხება, დღითი დღე მათი ფერთა გამა და ფორმები იცვლება და ალბათ გვაბნევს კიდეც. ფერებთან ყველაფერი გასაგებია, თუმცა ფორმის შემთხვევაში ყველაფერი ესეთი მარტივი არ არის.

როგორ უნდა შევარჩიოთ ტუშის ფუნჯი ჩენი წამწამების მიხედვით?!

დიდი ფუნჯი ხშირი წანაზარდებით

ასეთი ფორმის ფუნჯი გრძელი ხშირი წამწამების ქალბატონებს მოუხდებათ, თხელი და მოკლე წამწამის მქონე მანდილოსნებს კი პირიქით – ამგვარი ფუნჯით დეტალების დამუშავება ძალიან გაუჭირდებათ.

გრძელი, სილიკონის ფუნჯი

ასეთი ფუნჯები უფრო დამაგრძელებელ ფუნჯებს აქვთ. ეს ფუნჯი ზედგამოჭრილია გოგონებისთვის, რომლებსაც გრძელი მაგრამ აუპრეხავი წამწამები აქვთ, ის საშუალებას მოგცემთ წამწამი ძირებიდანვე შეღებოთ.

მოხრილი ფუნჯი

ასეთი ფუნჯი იდეალურია წამწამის აპრეხისა და დაგრძელებითვის. განსაკუთრებით თვალის გარე კუთხეში. ეს ფუნჯი მაქსიმალურად ლამაზე აპრეხილი წამწამის მიღებაში – ყოველგვარი ზედმეტი მანიპულაციების გარეშე დაგეხმარებათ.

სილიკონის მოკლე ფუნჯი

ეს პატარა, მოკლე წანაზარდებიანი ფუნჯი თქვენი თითოეული წამწამის შეღებვაში დაგეხმარებათ. მნიშვნელობა არ აქვს როგორი წამწამი გაქვთ – გრძელი, მოკლე, თხელი, სქელი თუ აპრეხილი. თუმცა მისი მინუსი იმაში გახლავთ რომ ის ცოტა მეტ დროს საჭიროებს.

კონუსისებური ფუნჯი

ეს ფუნჯი ფართოა დასაწყისში და ბოლოსკენ წვრილდება. ის თვალის კუთხეებში მაქსიმალური მოცულობის მიღებაში დაგეხმარებათ. ის მოკლე წამწამების მქონე გოგონებს არ გამოადგება რადგან ზედმეტად ფართოა კომფორტული მოხმარებისთვის.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.