Connect with us

თავის მოვლა

ერთი ტუში – სხვადასხვა ეფექტი: როგორ შევიღებოთ წამწამები იდეალურად

ტუშით შეღებილი წამწამები ხედვას უფრო გამოხატულს, ეფექტურს და კაშკაშას ხდის! ამასთან ერთი ფუნჯით სხვადასხვა შედეგის მიღება შეგიძლიათ. მთავარია, ამ კოსმეტიკური საშუალების სწორად გამოყენება იცოდეთ. Alltime გასწავლით ტუშის გამოყენების 4 მეთოდს, რომ მაკიაჟში სხვადასხვა ეფექტს მიაღწიოთ: ბუნებრივი, ფართოდ გახელილი ხედვა, ქვედა წამწამებზე აქცენტით და თოჯინის მსგავსი.

ბუნებრივი წამწამები

ასეთ მაკიჟს ყველა იკეთებს იმისთვის, რომ ბუნებრივად და მიმზიდველად გამოიყურებოდეს. ტუჩის წასმის ძირითადი მეთოდია, რომელიც ნებისმიერი ფორმის თვალზე მუშაობს და მას მომგებიანად კვეთს.

1. ფუნჯი ჰორიზონტალურად დაიკავეთ (ზუსტად ზრდის ხაზთან). პირდაპირ ზემოთ ასწიეთ, წამწამები თანაბრად შეიღებეთ. ძირიდან დაიწყეთ, რომ ყველაზე სქელი ფენა მიიღოთ, შემდეგ ზემოთ მსუბუქად, უფრო თხლად გადაიტარეთ.

2. ფუნჯი 45 გრადუსით დახარეთ, სწორად დაიჭირეთ და თვალის გარე კუთხესთან პირდაპირი მოძრაობით შეიღებეთ.

3. იგივე მოქმედება თვალის შიდა კუთხესთან გაიმეორეთ.

4. მზადაა!

ფართოდ გახელილი თვალები

თუ მაკიაჟში „კატის თვალის“ ეფექტს უპირატესობას ანიჭებთ, ეს მეთოდი ნამდვილად მოგეწონებათ. ის თქვენს თვალებს ვიზუალურად გააფართოებს და დიდებულ ნუშის ფორმას მიანიჭებს.

1. ბუნებრივი წამწამების პირველი ნაბიჯი გაიმეორეთ, თვალის გარე კუთხეს უფრო მეტი ყურადღება დაუთმეთ.

2. შემდეგ წამწამების ზრდის ხაზის ბოლოში ტუში 45 გრადუსიანი კუთხით დააფიქსირეთ.

3. მკვეთრი მოძრაობით ტუში ზემოთ წაისვით, თითქოსდა საკონტროლო ნიშანს ქმნით. დაახლოებით 5-ჯერ გაიმეორეთ, სანამ სასურველ შედეგს არ მიიღებთ.

4. მზადაა!

აქცენტი ქვედა წამწამებზე

ტუშის წასმის ასეთ მეთოდი გამოგადგებათ, თუ პატარა თვალები გაქვთ. ის ვიზუალურად თვალებს უფრო დიდს, ფართოს და კაშკაშას ხდის.

1. წამწამები ჩვეულებრივ შეიღებეთ, შემდეგ გამოიყენეთ ხრიკი, რომელიც თქვენს თვალებს „გახსნის“. ფუნჯი ვერტიკალურად დაიჭირეთ და ქვედა წამწამებზე კონცენტრირდით. თავდაპირველად, წამწამების საპირისპიროდ წინ და უკან გადაატარეთ.

2. ამის შემდეგ მთელ ხაზზე ფუნჯის წვერით სწორად გადაატარეთ. წამწამების ძირებს უფრო მეტი ყურადღება მიაქციეთ – მათზე ტუშის სქელი ფენა უნდა დარჩეს.

3. მზადაა!

მოცულობითი თოჯინის წამწამები

ასეთი მეთოდით მაქსიმალურ მოცულობას შექმნით, რომელიც ყველაზე თამამ გოგოებს გამოადგება. თუ წვეულებაზე წასვლას აპირებთ, ასეთი მაკიაჟი შესაფერისი იქნება!

1. ბუნებრივი წამწამების პირველი ნაბიჯის მიხედვით შეიღებეთ. სანამ ტუში გაშრება, თვალები დახუჭეთ და წამწამები გამჭვირვალე პუდრით დაიპუდრეთ.

2. ახლა კვლავ ტუში წაისვით ისე, რომ წამწამები გაშავდეს. სურვილის შემთხვევაში გაიმეორეთ: კვლავ პუდრი, შემდეგ ტუში.

3. პუდრის შემდეგ ტუშის წასმის მეთოდი თავად შეარჩიეთ: ეს შეიძლება იყოს პირდაპირი ან ვიბრირებული (მარჯვნივ–მარცხნივ).

4. მზადაა!

იმის მიუხედავად, თუ რომელ სტილს აირჩევთ, წამწამებს თქვენი ინდივიდუალურობის გამოხატვის უფლება მიეცით და ეფექტით დატკბით!