Connect with us

ჯანმრთელობა

ტოპ-8 ვიტამინი და მიკროელემენტი თმისა და ფრჩხილებისთვის

თმა და ფრჩხილი, კანის მსგავსად საერთო ჯანმრთელობის მაჩვენებელს წარმოადგენენ. თმის მტვრევადობა და ცვენა, ფრჩხილების დაყოფა ყველაზე ხშირად ვიტამინებისად ა მინერალების ნაკლებობაზე მიგვანიშნებს. რა არ გყოფნით?!

В12

ეს ხორცის მჭამელთა ვიტამინიარადგან მას მცენარეული საკვები არ შეიცავს, მას მხოლოდ ხორცში, თევზსა და მოლუსკებში ან რძის პროდუქტებში თუ იპოვით. მისი მიღება საკვები დანამატის ახიტაც არის შესაძლებელი. В12 დეენემის სინთეზში მონაწილეობს და აუცილებელია სწრაფად გაყოფადი უჯრედებისთვის. თმა წელიწადში საშუალოდ 13 სანტიმეტრით იზრდება, ფრჩხილი კი თვეში 3 მილიმეტრით. В12 აუცილებელია სისხლის წითელი სხეულებისთვის, მათი მოვალეობა აამიანის ქსოვილებში ჟანგბადის გადატანაა, ეს უკანასკნელი კი თმის ფოლიკულებსა და ფრჩხილებსაც ესაჭიროებათ.

ციანოკობალამინი (იგივე В12 რომელიც სისხლში ცირკულირებს) ასტიმულირებს იმუნური სისტემის ფუქნციებს, ამაღლებს უჯრედების მიერ ჟანგბადის მოხმარებას, უზრუნველყოფს ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვების და სტრესების მიმართ ადაპტაცის, ხელს უშლის ნერვული აშლილობების განვითარებას და აუცილებელია ერითროციტების წარმოქმნისთვის.

თუ ფრჩხილების მტვრევადობა, მშრალი თმა და მტვრევადი ფრჩხილები გაქვთ – შეიძლება В12 ვიტამინის ნაკლებობა ვივარაუდოთ.

ყურადღება მიაქციეთ მკრთალ შესახედაობას. ექიმებს სპეციალური დიაგნოზიც კი აქვთ – В12-დეფიციტური ანემია, რომელიც შესაბამისი ვიტამინის უკმარისობის გამო ჩნდება.

კობალტი, მანგანუმი, სპილენძი და სელენი

მართალია ეს ლემენტები ზოგისთვის მხოლოდ მენდელეევის პერიოდულ დაფასთან ასოცირდება მაგრამ, ისინი ბიოლოგიური სილამაზისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.

სელენი – ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, რომელიც უჯრედებს თავისუფალი რადიკალების მიერ დაზიანებისგან იცავს. მიუხედავად საეჭვო დასახელებისა, სელენი ანეიტრალებს მძიმე მეტალებს და დაბერების პროცესს ამუხრუჭებს. მისი უკმარისობა დაღლილობის, გადაღლის, შრომისუნარიანობის დაქვეითების, ძილის დარღვევების, თმის ცვენის, ფრჩხილების დისტროფიული ცვლილებისა და ადრეული დაბერებით ვლინდება.

მანგანუმი – აუცილებელია პროტეინების, ლიპიდებისა და ამინომჟავების მეტაბოლიზმისთვის. მარგანეცის უკმარისობა შეიძლება ადრეული გაჭაღარავების მიზეზი გახდეს, რადგან ელემენტის უკმარისობისას არ ხდება ენზიმების აქტივაცია, რომელიც თმების აღდგენას უწყობს ხელს. С, Е და В ჯგუფის ვიტამინების ცვლა მხოლოდ მანგანუმის მეშვეობით ხდება. ის მოქმედებს თმის უჯრედების წარმოქმნასა და ზრდაზე, ხელს უწყობს ქსოვილების შეხორცებას, ტვინის მუშაობას და სწორ მეტაბოლიზმს. ამ მიკროელემენტის გარეშე შეუძლებელია კანის საფარის მთლიანობის შენარჩუნება.

მანგანუმის დეფიციტის დროს შეიძლება ალერგია, დერმატოზი, სწრაფი გადაღლა, სისუსტის შეგრძნება და თავბრუს ხვევა განვითარდეს.

მანგანუმის უკმარისობა შეიძლება ცუდი განწყობის, კუნთების ტკივილის ან ჭარბი წონის მზიეზი გახდეს.

სპილენძი – ადამიანის ორგანიზმში რაოდენობის მიხედვით მესამე მეტალია. ეს მიკროელემენტი სხვა მეტალების მეტაბოლიზმშიც მონაწილეობს, ისეთის როგორიცაა რკინა და ასევე აუცილებელი გახლავთ ქსოვილების განვითარებისთვის. სპილენძი სილამაზის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რადგან მის გარეშე კოლაგენის და ელასტინის გამომუშავება შეუძლებელი ხდება, ეს უკანასკნელი კი უმნიშვნელოვანესია ლამაზი, გლუვი და ახალგაზრდა კანის ან ლამაზი და მბზინვარე თმის ქონისთვის.

კობალტი – ის В12 ვიტამინის შემადგენლობაშიც შედის და აუცილებელია ორგანიზმში ნივთიერებათა ნორმალური ცვლისთვის. ის აუცილებელი გახლავთ С ვიტამინის ათვისებისა და იმ ანტიოქსიდანტების რეგულაციისთვის რომლებიც კანისა და თმის სილამაზისა და ახალგაზრდობისთვის არიან მნიშვნელოვანი. კობალტი უჯრედების, ორგანოების ქსოვილების და სერიოზული დაავადებების შემდეგ ორგანიზმის სისტემის აღდგენაში გვეხმარება.

კობალტი და მარგანეცი თმაში ადრეული ჭაღარის გაჩენას უშლიან ხელს, აუმჯობესებენ მათ მდგომარეობას. უკმარისობა თმის ცვენაშიც გამოიხატება.

კალცი

ითველბა, რომ კალცი ფრჩხილებს ამაგრებს, მაგრამ ამას მეცნიერები არ ადასტურებენ. კვლევები ამ თეზისს არ გვიდასტურებენ, რადგან ფრჩხილი კალცისგან არ შედგება, (ძვლისა და კბილისგან განსხვავებით) ის ცილისა და კერატინისგან შედგება. თუმცა კალცი აუცილებელია თმის ფოლიკულების ჯანმრთელობისთვის და შესაბამისად მათი ზრდისთვის. სისხლში ამ ელემენტის საკმარისი რაოდენობა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ორგანიზმი მას სრულად აითვისებს, რადგან მის ასათვისებლად D ვიტამინია საჭირო, მისი სინთეზისთვის კი ულტრაიისფერი მზის სხივებია საჭირო.

თუთია

სახელგანთქმული ლემენტია თმისა და ფრჩხილების ჯანმრთელი ზრდისთვის. ის 200-ზე მეტი ენზიმის შემადგენელ ელემენტს წარმოადგენს, ისინი კი გაცვლითი პროცესების მთელ სპექტრს უზრუნველყოფენ. თუთია თმის ფოლიკულების პროტეინული სტრუქტურას აუმჯობესებს.

თუთია აუმჯობესებს სახის ფერს, გავლენას ახდენს კანის რეგენერაციაზე, წინააღმდეგობას უწევს თავისუფალი რადიკალების გაჩენას, აფერხებს დაბერების პროცესს და არეგულირებს ჰორმონალურ ბალანსს. ხელს უშლის აკნესა და მუწუკების გაჩენას.

გარდა ამისა თუთია კოლაგენურ ბოჭკოს წარმოქმნასა და შენარჩუნებაში მონაწილებს, რომელიც კანს სიმკვრივეს მატებს, ხელს უშლის ნაოჭების, სტრიებისა და ცელულიტის წარმოქმნას.

ფრჩხილებზე თეთრი ლაქების გაჩენა ამ მინერალის ნაკლებობაზე მიგვანიშნებს.

მაგნიუმი

თმისა და ფრჩხილების ჯანმრთელობის შენარჩუნებაში მაგნიუმს უდიდესი როლი აქვს. ისევე როგორც თუთია, მანგანუმი და სხვა მინერალური ნივთიერებები – 300 გაცვლით პროცესში მონაწილებოს და ხელს უწყობს უჯრედების დაყოფას. კოლაგენის გამომუშავების პრობლემები კავშირშია ამ მიკროელემენტის უკმარისობასთან. თმის ცვენისა და ფრჩხილების მტვრევადობის გარდა, მისი დეფიციტი მუდმივ დაღლილობითა და კურნჩხვებითაც გამოიხატება.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.