Connect with us

ჯანმრთელობა

შაქარი – არა, ცხიმი – კი: 5 ნაბიჯი კვებაში იდეალური კანის მისაღებად

„არც ერთი კრემი არ გიშველით, თუ თქვენი რაციონი დაბალანსებული არაა, – ირწმუნება კასანდრა ბარნსი, დერმატოლოგი და ნუტრიციოლოგი ლონდონიდან, – შევიმუშავე კვების 5 ძირითადი პრინციპი, რომელიც კანს 5 წლით ააახალგაზრდავებს. წესები საკმაოდ მკაცრად უნდა დაიცვათ“.

1. შაქარი – არა

არა ნიშნავს არას და არანაირი ტორტი დღესასწაულებებზე. შაქარი ორგანიზმში ნაოჭების პირველი დამხმარე საშუალებაა. როგორ ხდება? ძალიან მარტივად: კოლაგენის ბოჭკოები კრისტალდება და მიმიკის დროს დაჭიმვის ნაცვლად უბრალოდ იშლება. ასე 1–2 წელში სრულყოფილ ნაოჭს მიიღებთ. შაქარზე უარის თქმით ცვლილებებს დაუყონებლივ ვერ შეამჩნევთ: პირველ რიგში, განადგურებული ბოჭკოები ქსოვილებიდან უნდა გამოვიდეს და ახალი გაიზარდოს. ასობით გამოკვლევა ჩავატარე, რომლებმაც დაადასტურეს, რომ შაქრის სრულად ამოღების შემდეგ ქალი უფრო ლამაზდება და ახალგაზრდავდება.

2. ცხიმები – კი

ცხიმოვანი მჟავები კანის ზედა ფენებში ინერგება და უჯრედების მემბრანის კედლებს აძლიერებს. ამრიგად, კანი თავისუფალი რადიკალებისგან დაცულია, ტენიანობას ინარჩუნებს და კანის ელასტიურობა იზრდება. ცხიმოვანი თევზ, კაკალი, ავოკადო და მცენარეული ზეთი თქვენს რაციონში სერიოზულად და დიდხანს უნდა ჩასვათ.

3. მეტი C ვიტამინი

კანის ახალგაზრდობას არაფერი ისე არ შეგინარჩუნებთ, როგორც C ვიტამინი. ის ნამდვილად გაკლიათ, თუ ქალაქში ცხოვრობთ. სწორედ ამიტომ, რაციონში ციტრუსის რაოდენობა გაზარდეთ (თუ კუჭის პრობლემები არ გაქვთ) ან C ვიტამინი ხსნარის ან აბების სახით მიიღეთ.

4. მეტი თუთია

თუთია უჯრედების სწრაფ განახლებაზეა პასუხისმგებელი. ამის წყალობით კანი თანაბრდება, ჯანსაღ ფერს იძენს, ანთება და აკნე ქრება. კანის გაახალგაზრდავებას თუთიის გარეშე ვერ შეძლებთ. თუთია დიდი რაოდენობით გვხვდება სეზამში, გოგრის თესლში, მიწისთხილში, ჰუმუსსა და მზესუმზირას თესლში.

5. მეტი ცილა

„დღეში თქვენი წონის თითოეულ კილოგრამზე 1 გრ ცილა უნდა მოდიოდეს. თუ უფრო ნაკლებ ცილას იღებს, კანი უფრო სწრაფად ბერდება. სწორედ ცილები აშენებენ ახალგაზრდა კოლაგენის და ელასტინის ბოჭკოებს, ცილა ენერგეტიკული ცვლისთვის საჭიროა. სიტყვაზე, ყურადღება მიაქციეთ, რომ ხორცის ან თევზის კერძები დღეში 2–ჯერ მაინც მიირთვათ!“ – ამბობს ექიმი ბარნსი.