Connect with us

ჯანმრთელობა

ტოპ-5 პროდუქტი, რომლებიც კიბოს ღეროვან უჯრედებს ანადგურებს

ადამიანებში ონკოლოგიური დაავადებების გაჩენის მიზეზი თანამედროვე მედიცინისთვის უცნობია. ექიმები გამოყოფენ მხოლოდ რიგ ფაქტორებს, რომლებსაც კიბოს გაჩენა შეუძლია. მათ შორისაა გარემო-პრობლემები, ცხოვრების არასწორი წესი და არაჯანსაღი კვება.

არსებობს პროდუქტები, რომლებიც ხელს უშლის ორგანიზმში ონკოლოგიური დაავადებების განვითარებას:

1. მწვანე ჩაი

მწვანე ჩაი ძველი დროიდან გამოიყენება ჩინურ მედიცინაში მრავალი დაავადების სამკურნალოდ, თუმცა, მხოლოდ ბოლოდროინდელმა კვლევებმა დაამტკიცა, რომ მას დიდი პოტენციალი აქვს კიბოს სამკურნალოდ.

ბეილორის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მწვანე ჩაის აქტიური ინგრედიენტი, EGCG, კლავს კიბოს ღეროვან უჯრედებს და, შესაბამისად, გვეხმარება იმ შემთხვევებში, როცა წარმონაქმნი არ ექვემდებარება ქიმიოთერაპიას.

2. ჯანჯაფილი

კლინიკური კვლევა აჩვენებს, რომ ჯანჯაფილის ერთ-ერთი კომპონენტი 10 000-ჯერ უკეთეს შედეგს იძლევა ძუძუს კიბოს ღეროვან უჯრედებთან ბრძოლაში, ვიდრე პოპულარული პრეპარატი ტაქსოლი.

კომპონენტი, რომელიც ცნობილია 6-Shogaol-ის სახელით, გამოიყოფა, როცა ჯანჯაფილის ბოლქვი იხარშება ან შრება, და მისი კონცენტრაცია, აუცილებელი კიბოს უჯრედების გასანადგურებლად, ჯანმრთელი უჯრედებისთვის მავნე არაა, განსხვავებით იმ ტრადიციული პრეპარატებისგან, რომლებსაც ასეთ შემთხვევებში იყენებენ.

3. კურკუმა

კურკუმინი, ძველინდურ სანელებელ კურკუმას კომპონენტი, შერჩევით მოქმედებს კიბოს ღეროვან უჯრედებზე და არ უქმნის საფრთხეს ჯანმრთელ უჯრედებს, რომლებიც ქსოვილის რეგენერაციისთვისაა აუცილებელი. ეს ნივთიერება ეფექტურია სარძევე ჯირკვლის, კუჭქვეშა ჯირკვლის, კოლორექტალური ან თავის ტვინის კიბოს დროს.

4. ყურძნის კენკრა

ნივთიერება resveratrol-ი, რომელიც ყურძნის თესლსა და კანშია, “სასიკვდილო” დარტყმას აყენებს მსხვილი ნაწლავის კიბოს უჯრედებს. ასეთი დასკვნები გამოიტანეს პენსილვანიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა. მათ სჯერათ, რომ მომავალში ეს აღმოჩენა დაგვეხმარება მსხვილი ნაწლავის კიბოს, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადების, პროფილაქტიკაში.

როცა, ექსპერიმენტის დროს, resveratrol-ი და ყურძნის წიპწების ნექტარი ერთდროულად მიიღებოდა, მათი მოქმედება ძალიან მძლავრი იყო, თანაც, არ ვნებდნენ ჯანსაღ უჯრედებს.

5. ბროკოლი

ბროკოლი შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტს, რომელიც დადებითად მოქმედებს ორგანიზმზე, მათ შორის, ამცირებს კიბოთი დაავადების რისკს.

ეს ბოსტნეული მდიდარია სულფოფროფანით – ნივთიერებით, რომელიც მხარს უჭერს ადამიანის იმუნურ სისტემას და მინიმუმამდე დაჰყავს სიმსივნის წარმოქმნის ალბათობა. ბროკოლი უნდა მიირთვათ კვირაში ერთხელ მაინც. მსგავსი თვისებები აქვს ბრუსელის კომბოსტოსაც, ამიტომ შეგიძლიათ ეს ბოსტნეული მენიუში ერთმანეთს ჩაანაცვლოთ.