Connect with us

საკითხავი

ტკივილის 9 სახე, რომელიც პირდაპირ თქვენს ემოციურ მდგომარეობას უკავშირდება

ფიზიკური ტკივილი ემოციურ მდგომარეობას პირდაპირ უკავშირდება. ხშირად თანამედროვე ცხოვრების დაუნდობელ მოწყენილობაში გაჭედილი ვართ. თითქმის ყოველთვის ემოციურ ხაფანგში ვართ. ტერმინი „განწყობის ცვლილება“ არც თუ ისე ძველია.

ეს თანამედროვე კონცეფცია ჩვენი ემოციური ჯანმრთელობის დემონსტრირებას ახდენს. დანაკუწებული ემოციური მდგომარეობა თავის მხრივ ფიზიკურ უსიამოვნებებს და სხვა აუხსნელ ტკივილებს იწვევს.

დასავლეთის მედიცინა ემოციებს, სულსა და სხეულს შორის კავშირს ყურადღებას არ აქცევს.

გთავაზობთ სხვადასხვა ტიპის ტკივილს, რომელიც პირდაპირ ადამიანის სხვადასხვა ემოციურ მდგომარეობას უკავშირდება!

1. თავის ტკივილი: თავის ტკივილი სტრესის ნიშანია. სამუშაო, რომელსაც მთელი დღე ვაკეთებთ, და ჩვენი ფსიქიკური წნევა თავის ტკივილის სახით ვლინდება. მოდუნდით.

2. კისრის ტკივილი: ეს შეიძლება საინტერესოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ კისრის ტკივილი იმის ნიშანია, რომ ადამიანების პატიება გიჭირთ. თუ მუდმივად ასეთ ტკივილს განიცდით, ეს შეიძლება იმ წყენის გამო იყოს, რომელსაც არ უშვებთ.

3. ტკივილი მხრების არეში: ჩვეულებრივ, მხრების ტკივილი მიგვითითებს ემოციურ ტვირთზე, რომელსაც თქვენ შეიძლება ატარებდეთ.

4. ზურგის ზედა ნაწილის ტკივილი: ეს ემოციური მხარდაჭერის არ არსებობას ადასტურებს. შეიძლება ბოლო დროს გრძნობთ, რომ არასასურველი ხართ და არ უყვარხართ.

5. წელის ტკივილი: თქვენ შეიძლება ფინანსურ დაგეგმარებაზე ან დახმარებაზე ფიქრობდეთ. ეს ტკივილი ამბობს იმას, რომ ყოველთვის ფულზე ნერვიულობთ.

6. ტკივილი ხერხემლის არეში: ხელის გაუხეშება ცხოვრების სიმკაცრის ნიშანია. თქვენ შეიძლება ცხოვრებისეული ცვლილებების მიმართ ძალიან გამძლე იყოთ.

7. ხელის ტკივილი: ეს ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ სხვებს სათანადო ყურადღებას არ აქცევთ.

8. დუნდულების ტკივილი: ჩვეულებრივ, ცხოვრების წინსვლის უუნარობაზე მიგანიშნებთ.

9. მუხლების ტკივილი: სავარაუდოდ, ეს ტკივილი თქვენი დიდი ეგოთია გამოწვეული. შეეგუეთ. საკუთარ თავს და სხვებს პატივი ეცით.