Connect with us

ტესტები

ტესტი: როგორი მამაკაცი გჭირდებათ?

ნებისმიერი ქალი ოცნებობს თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცზე, თუმცა ყველას არ უმართლებს. თუ ჯერ კიდევ ვერ იპოვეთ თქვენი ოცნების მამაკაცი მაშინ ეს ტესტი თქვენთვის არის. ის დაგეხმარებათ გაიგოთ თუ როგორი მამაკაცი გჭირდებათ სინამდვილეში. უბრალოდ შეხედეთ სურათს და ის ყვავილი აირჩიეთ რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ.

სურათი 1

თქვენი მამაკაცი ძლიერი და ძალაუფლების მოყვარული უნდა იყოს. წინააღმდეგი არ ხართ მშვიდი, დამჯერი მეუღლე იყოთ და ყველაფერში დაემორჩილოთ ქმარს. პირიქით, ძალიან მოგწონთ სუსტად ყოფნა.

სურათი 2

სუსტი მამაკაცი გჭირდებათ, რადგან თქვენ თავად გსურთ მთავარი იყოთ ოჯახში. ძლიერი ხასიათი გაქვთ, ამიტომ მზად ხართ ყოველი დარტყმა თვქენს თავზე აიღოთ. მამაკაცი თქვენთვის უბრალოდ სასიამოვნო დანამატია რომელთანაც დროს მხირულად გაატარებთ.

სურათი 3

თუ მესამე ვარიანტი აირჩიეთ, შეიძლება ითქვას, რომ ძლიერი და დამოუკიდებელი ქალი ხართ. მამაკაცები ძალიან არ გაინტერესებთ რადგან ბოლომდე სამუშაოში ხართ ჩართული. თქვენთვის კარიერა ოჯახზე მნიშვნელოვანია ამიტომ თქვენს მომავალ მეუღლეზე თითქმის არ ფიქრობთ.

სურათი 4

თქვენ ის ქალბატონი ხართ რომელსაც თანაბარი უფლებები და შეაძლებლობები სურს. გჭირდებათ მამაკაცი რომელიც მზად იქნება ყველა ვალდებულება თანაბრად გაინაწილოს, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები კი თქვენთან ერთად მიიღოს და ზოგჯერ კომპრომისზეც წავიდეს.

სურათი 5

თქვენი მამაკაცი პირველ რიგში გამგები ადმაიანი უნდა იყოს. ხასიათის ეს შტრიხი თქვენთვის ყველაზე პრიორიტეტულია. უნდა იცოდეთ, რომ რაც არ უნდა მოუყვეთ ან გააკეთოთ, საყვარელი ადამიანი ყველაფერს გაიგებს.

სურათი 6

გსურთ თქვენნაირი გულწრფელი და მოსიყვარულე ადამიანი იპოვოთ. გიყვართ სხვების დახმარება, შეიძლება მოხალისეობითაც ხართ დაკავებული. ვერ აიტანთ ბოროტ და უხეშ მამაკაცს, რომელიც ვერ დაგაფასებთ და თქვენზე არ იზრუნებს.

სურათი 7

თქვენთვის ყველაზე მთავარი სიმშივიდეა, ამიტომ გაწონასწორებული მამაკაცი გჭირდებათ. ნერვიული ადამიანი რომელიც სულ ყვირის – თქვენ არ გამოგადგებათ. ეს წყობიდან გამოგიყვანთ.

სურათი 8

თქვენ რომანტიკოსის პოვნა გსურთ, რომელიც მუდმივად გაგახარებთ, გაჩუქებთ საჩუქრებსა და ყვავილებს, გაგიკეთებთ სიურპრიზებს. თქვენ გაშინებთ ყოველდღიურობა, თქვენი აზრით ის ურთიერთობებს ანადგურებს, ამიტომ ცდილობთ ერთად ცხოვრებისგან თავი შორს დაიჭიროთ.