სახლი და დიზაინი
სიმდიდრე ფენ-შუის მიხედვით. როგორ განვალაგოთ სახლში ნივთები ისე, რომ წარმატება მოვიზიდოთ
გეჩვენებათ, რომ ბედმა რომ ზურგი გაქციათ, ხოლო ფული თითქოსდა თვალსა და ხელს შუა ქრება? ფენ-შუის ძველი სწავლება გამოიყენეთ, რომ ჰარმონია და სიმდიდრე დაიბრუნოთ.
დასაწყისისთვის, ბინის გეგმა დახაზეთ. ამისთვის სახლის გაზომვა მოგიწევთ, შემდეგ კი კომპასით სინათლის მხარე განსაზღვრეთ. ფინანსურ წარმატებაზე სამხრეთ-აღმოსავლეთ სექტორია პასუხისმგებელი. გეგმაში ეს მხარე იპოვეთ – ბინის სწორედ ამ ნაწილში უნდა იმუშაოთ.
ფერი
ფინანსური კეთილდღეობის მოსაზიდად გამოიყენეთ მწვანე (მკრთალი შეფერილობიდან ღია მწვანემდე) და მოცისფრო-ლურჯი ტონები (მკრთალი ცისფერიდან გაჯერებულ ლურჯამდე). თუ უახლოეს პერიოდში რემონტის დაწყებას და კედლების გადაღებვას აპირებთ, ეცადეთ სამხრეთ-აღმოსავლეთ ზონაში ცისფერი და მწვანე აქსესუარები განათავსოთ.
მცენარე
ფულის სექტორში მცენარე და ცოცხალი ყვავილები აუცილებლად უნდა გქონდეთ. ფანჯრის რაფაზე ოთახის მცენარე დადეთ. ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთ სექტორში იპოვეთ ადგილი, სადაც დრო და დრო ახალი ყვავილებით სავსე ლარნაკის დადებას შეძლებთ. კიდევ ერთი ვარიანტი – კედელზე დაკიდეთ სურათი ბუნების გამოსახულებით (ხე, ყვავილი, ტყე, პარკი, მწვავე მდელო კაშკაშა ყვავილებით და ა.შ.). აი, უდაბნოს სურათები და ფოტოები აქ არ შეიძლება. ამ სექტორში კარგად მუშაობს წისქვილის გამოსახულებები.
შადრევანი
ახლა მაღაზიებში სხვადასხვა ფორმის, ზომის და კონსტრუქციის შინაურული ელექტრონული შადრევნების დიდ არჩევანს იპოვით. ფენ-შუის მიხედვით, ნებისმიერი ფორმის შადრევნის გამოყენება ნებადართულია. თუმცა ფორმის შერჩევისას დაფიქრდით იმაზე, თუ თქვენში რა ასოციაციებს იწვევს. იპოვეთ მოდელი, რომელიც წყაროს მსგავსად მოგეჩვენებათ. ასეთი შადრევანი ბინაში თქვენი სიმდიდრის წყაროზე იმუშავებს. თუ ბინაში ნამდვილი შადრევნისთვის საკმარისი ადგილი არ გაქვთ, სურათი ან ფოტო წყაროს გამოსახულებით გამოგადგებათ. აი, ნიაგარის ჩანჩქერის სურათის და აივაზოვსკის „მეცხრე ტალღის“ გამოსახულებისგან სჯობს თავი შეიკავოთ. დაიმახსოვრეთ ოქროს წესი: ყველაფერი კარგია ზომიერად. სურათზე წყლის რაოდენობა ძალიან ბევრი არ უნდა იყოს, რადგან სტიქია გზაზე ყველაფერს ანადგურებს.
აკვარიუმი
ფენ-შუის სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ეს ძლიერი მეთოდია სიმდიდრის მოსაზიდად. ის, როგორც ზემოთ ჩამოთვლილი ნივთები სამხრეთ-აღმოსავლეთ სექტორში უნდა განათავსოთ. რამდენიმე წესი დაიცავით.
პირველ რიგში, აკვარიუმის ზომა ოთახის ზომის შესაბამისი უნდა იყოს – ძალიან დიდი აკვარიუმი საჭირო არაა. პროპორციის და ჰარმონიის კანონები გახსოვდეთ.
მეორეც, თევზებზე კარგად უნდა იზრუნოთ. ამას რაც უფრო კარგად გააკეთებთ, ფულადი წარმატება თქვენს მიმართ უფრო კეთილგანწყობილი იქნება. ითვლება, რომ ფულად წარმატებას არ უყვარს ხალხი, რომელიც სიმბოლოებს დაუდევრად ეპყრობა. თუ საკმარისი დრო არ გაქვთ, სჯობს აკვარიუმი საერთოდ არ შეიძინოთ.
მესამეც, იყიდეთ მხოლოდ ის თევზი, რომლებიც თქვენ გიყვართ. კლასიკური ვარიანტი – ოქროს თევზები.
თუ რაიმე მიზეზით აკვარიუმის ქონა არ შეგიძლიათ, შეგიძლიათ სურათი ან თევზის ფორმა გამოიყენოთ. ის ფულის მოზიდვას ხელს შეუწყობს. რაც შეეხება მასალას, უპირატესობა მინას და ხეს მიანიჭეთ, თუმცა მკაცრი შეზღუდვები არ არსებობს.
ფულის ხე
ფენ-შუი ფულის ხედ მიიჩნევს მცენარეებს მრგვალი ფოთლებით (ფულის ფორმის) და მცენარეებს მსხვილი და ხორციანი ფოთლებით. სასურველია, ამ სექტორში კაქტუსი ან სხვა მცენარეები მახვილი ფოთლებით და ეკლებით არ გააჩეროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება არასასურველ სიტუაციაში აღმოჩნდეთ.
შემოსასვლელი
შემოსასვლელი, მაშინაც კი, თუ სამხრეთ-აღმოსავლეთ სექტორში არ მდებარეობს, სიმდიდრის მოზიდვაში უკანასკნელ როლს არ ასრულებს. თუ შემოსასვლელი ჩაბნელებულია, არასასიამოვნოა, მასში დიდხანს გაჩერება არ გსურთ, ფულს თქვენთან შემოსვლა არ მოუნდება. უწესრიგობა შემოსასვლელში ფულს დააფრთხობს.
შემოსასვლელიდან ყველაფერი ზედმეტი აიღეთ. ზედა ტანსაცმელი და ქუჩის ფეხსაცმელი კარადაში შეინახეთ. იზრუნეთ, რომ განათება კაშკაშა იყოს. შემოსასვლელი სუფთა და ნათელი უნდა იყოს. ხალიჩის ქვეშ 3, ხუთთეთრიანი მონეტა ავერსის მხრიდან დადეთ. შემოსასვლელი კარის საპირისპიროდ სარკე არავითარ შემთხვევაში არ დაკიდოთ: ბინაში შემოსული წარმატება აირეკლება და იქ წავა, საიდანაც მოვიდა.
სასარგებლო იქნება, თუ შემოსასვლელში სიმდიდრის სიმბოლოებს (სურათი, ფოტო და ა.შ.) დაკიდებთ. ეს შეიძლება იყოს თევზი, ხილით ან სამოთხის ნაყოფით სავსე თასი, სახლი, ძვირფასეულობა, ფულის სიმბოლოები. სიმდიდრის სიმბოლოები შემოსასვლელი კარის მოპირდაპირედ ან თქვენს გვერდით განათავსეთ.
უნივერსალური რჩევები ფულადი პრობლემების გადასაჭრელად
- ბინაში ყველა ონკანი შეარემონტეთ. მუდმივად მწვეთავი წყალი თქვენს ბედნიერებას რეცხავს.
- ხალიჩის ქვეშ ხმელი ხავსის და ზღვის წყალმცენარის ნაჭერი ჩადეთ. ეს ფულს იზიდავს.
- სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში სასტუმრო ოთახში ან კაბინეტში ფულის ხის მცენარე დადეთ. წვრილი, მსხვილი ფოთლები მონეტებს ჰგავს.
- სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში აუცილებლად უნდა გქონდეთ ნათურა წითელი შუქფარით. წითელი ფერი – ვნების და სიმდიდრის სიმბოლოა.
- სანაგვე ყუთები თქვენი სიმდიდრის ზონიდან მოშორებით გაიტანეთ.
- ბინის ჩრდილოეთ კუთხეში კუს სტატუეტი დადეთ. ეს ცხოველი ფულს იზიდავს.
- შემოსასვლელში კაშკაშა ნათურა დაკიდეთ. ღია ფერი კარგ ენერგიას სახლში დაპატიჟებს.
- კაქტუსი ან სხვა მცენარეები ეკლებით მოიშორეთ. ბასრი ეკლები უარყოფით ენერგიას ატარებს.
- ბინა რეგულარულად გაანიავეთ. ქარი ბინაში ცის თავისუფლად გადაადგილებას ხელს შეუწყობს.