Connect with us

თავის მოვლა

სახის იოგა – 10 ან 15 წლით უფრო გაგაახალგაზრდავებთ

საკუთარი გამცდილებით დავრწმუნდი! უკვე 2 წელია ამ სავარჯიშოებს ვასრულებ. 48 წლის ვარ და 40 წელზე მეტს ვერ მომცემთ.

ეს ნამდვილი იოგაა, თუმცა ისეთი არა რომელსაც ყველა შეეჩვია. ეს არის კუნთების ეტაპობრივი დაჭიმვა მოძრაობებით. ყველაფერი ძალიან მარტივია. ფუმიკო ტაკაცუ ამ მეთოდის ავტორია, ის აცხადებს რომ თუ ამ ვარჯიშებს ყოველდღიურად გააკეთებთ, ის თქვენს სახეს ტონუსს შეუნარჩუნებს.

აი 4 ვარჯიში, რომლებიც ნაოჭებს მოგაშორებთ, ლოყებს მაღლა აწევს, კანს მეტ სიმკვრივეს შესძენს და კისერსაც დაჭიმავს.

1. შუბლის სიგლუვე.
აჩერებს ნაოჭების გაჩენას, ადუნებს კუნთებს და ხსნის დაძაბულობას აკუპრესურის მეშვეობით.

ინსტრუქცია:

1. ხელები მომუჭეთ. დაიჭირეთ საშუალო და საჩველებელი თითების ძვლები შუბლის ცენტრში და დააჭირეთ.

2. არ მოადუნოთ დაჭერა, ნელ-ნელა გაწიეთ მუჭები სხვადასხვა მიმართულებით.

3. დასასრულს, ნაზად დააჭირეთ თითის ძვლები საფეთქლებს.

4. გაიმეორეთ ოთხჯერ.

2. კისრის დაჭიმვა
ჭიმავს კისერსა და ნიკაპის არეს, აშორებს კანის ჩამოწელვას და დაგიცავთ ორმაგი ღაბაბის გაჩენისგან.

ინსტრუქციები:

1. გამოწიეთ ტუჩები რამდენადაც შეგიძლიათ (ლოყებში და ჭიმულობა უნდა იგრძნოთ).

2. შეაბრუნეთ თავი 45 გრადუსით, ირგძენით დაჭიმულობა კისრის არეში.

3. გაჩერდით 3 წამით. გაიმეორეთ.

4. გაიმეორეთ მერე მხარეს.

3. სახის დაჭიმვა

ჭიმავს ცხვირ-ტუჩის ნაკეცებს (ღიმილის ხაზი), წევს თვალებსა და ლოყებს.

ინსტრუქციები:

1. მოათავსეთ ხელის გულები საფეთქლებზე.

2. დააჭირეთ ხელებით წინ და უკან, ისე რომ კანი გვერდებისკენ გაიჭიმოს.

3. გახსენით პირი “O”-ს ფორმაზე. დაუშვით ქვედა ყბა, გამოწიეთ სახე რაც შეიძლება მეტად.

4. ეს პოზა 5 წამით გააჩერეთ. გაიმეორეთ ორჯერ.

4. ლოყების აწევა

წევს მოდუნებულ ლოყებსა და სახის კანს, აშორებს ცხვის-ტუჩის ნაკეცებს.

ინსტრუქცია:

1. დაუშვით მხრები, აწიეთ ერთი ხელი მაღლა, შემდეგ დაუშვით თავზე ისე, რომ თითის ბოლოები საფეთქლებს ეხებოდეს.

2. მსუბუქად დააჭირეთ თითებით და სახის კანი წინ და უკან გაჭიმეთ, შემდეგ თავი მხარზე დაიდეთ ისე, რომ მკერდი გაშლილი გქონდეთ.

3. შეიკავეთ ეს პოზა, ნელა ამოისუნთქეთ პირით.

4. იმისთვის, რომ პოზა გაართულოთ, გამოშალეთ მეორე ხელი 45 გრადუსიან კუთხეზე, ხოლო ამოსუნთქვისას კი ენა მიწისკენ გამოჭიმეთ.

5. გაიმეორეთ პროცედურა მეორე მხრიდანაც.

ლოყების აჭიმვა: მეორე ვარჯიშისთვის მნიშვნელოვანია თითების სწორად განთავსება, ამიტომ ის სარკის წინ გააკეთეთ. უსახელო თითი წარბის გარე ბოლოზე დაიდეთ, ხოლო შუა თითი კი საფეთქელზე. არ გაანძრიოთ თითები ვარჯიშის შესრულებისას.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.