Connect with us

თავის მოვლა

ნაოჭებისგან გათავისუფლება ბოტოქსის გარეშე

ელენა ფედოტოვა – სახის ფიტნესის მწვრთნელია, რომელიც საერთაშორისო აკადემიაში ასწავლის. ის საუკეთესო ბიუთი ბლოგერი და წიგნის “სახის ფიტნესი შენს რითმში. როგორ შევინარჩუნოთ სილამაზე დროის ხარჯვის გარეშე”-ავტორია.

სახის სავარჯიშოების მეშვეობით სტრესის მოხსნა და სახისთვის ახალგაზრდობის დაბრუნებაა შესაძლებელი! სახის ფიტნესი – უდიდესი ინსტრუმენტია სახესთან სამუშაოს, ის აახალგაზრდავებს და ცხოვრების გაუმჯობესების პროცესს აჩქარებს.

თავის თვითმასაჟი

ეფექტი: ლიფტინგი, სახის ფერი, სიმხნევე, თმის ზრდის დაჩქარება

ხელები მოკიდეთ თმას ბოლოებში, მომუჭეთ ხელი, ოდნავ მაღლა აწიეთ და სხვადასხვა მხარეს გადაწიეთ. იგრძენით როგორ მოძრაობს თავის სკალპი. შეასრულეთ ეს 30 წამის განმავლობაში.
რჩევა: ეს სავარჯიშო აბაზანაში, ბანაობისას გააკეთეთ.

საჰაერო ბურთი

ეფექტი: გაჩვევთ სწორ დგომას.

მიეჩვიეთ თავის მაღლა აქაჩვას და მხრების ჩამოწევას. წარმოიდგინეთ რომ თქვენს კისერს ძაფი დაუყვება რომელიც თავის მეშვეობით მაღლა უნდა აჭიმოთ.

რჩევა: ეს მაშინაც შეგიძლიათ გააკეთოთ როდესაც ჭურჭელს რეცხავთ.

საღეჭი კუნთების მოდუნება

ეფექტი: აღადგენს სახის ოვალს და ფორმას, ამცირებს ცხვირ-ტუჩის ნაკეცს, ბატის თათებს, ამცირებს შეშუპებას.

დაიდეთ თითები საღეჭ კუნთებზე – ყურის ბიბილოს დონეზე. საათის ისრის მიმართულებით წრიული მოძრაობები გააკეთეთ, დაიმასაჟეთ და მოადუნეთ საღეჭი კუნთები. გაიმეორეთ მოქმედება საათის მიმართულებით, შემდეგ კი საწინააღმდეგოდ. ძლიერად ნუ დააჭერთ მათ და ნურც კანს მოჭმუჭნით. გაიმეორეთ 30 მოძრაობა ორივე მხარეს.

ტუჩები

ეფექტი: ადუნებს ტუჩებს, აღადგენს მოცულობას, ამცირებს ნაოჭებს, ცხვირ-ტუჩის ხაზს, ამაღლებს განწყობას.

აიღეთ პატარა მსუბუქი 1.5-1,8 მილიმეტრის ნახვრეტიანი საცობი. ჩაიდეთ ტუჩებს შორის. ტუჩები უნდა იყოს აბსოლუტურად მოდუნებული. კბილები ბუნებრივ მდგომარეობაში. გაიჩერდით ასეთ მდგომარეობაში 30 წამი.

ლოყებისა და თვალის კუთხეების ტონუსში მოყვანა

ეფექტი: მაღლა წევს ლოყის მაღლითა, გარე კუთხეს.

დადიეთ ხელის გულები საფეთქლებზე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები. ოდნავ აჭიმეთ ხელები თავისკენ. ნელა მაგრამ, კარგად დახუჭეთ თვალები 15 ჯერ. ამ სავარჯიშოს შესრულების დროს ხელის გულების ქვეშ კუნთების მოძრაობას იგრძნობთ. ბოლოს დახუჭეთ თვალები და გაჩერდით 15 წუთი.

ორთქლმავალი

ეფექტი: მოდუნებული წარბშორისი არე, წარბების შეჭმუხვნის სურვილის გაქრობა.

ნელა, მსუბუქი დაწოლით გადაისწორეთ წარბებს შორის არსებული ნაოჭები წარბის ბოლოებისკენ – 30 წამნის განმავლობაში. შემდეგ მაღლითა მიმართულებით გაიმეორეთ იგივე – 30 წამის განმავლობაში.

გაუღიმეთ მზეს

ეფექტი: ადუნებს, ცვლის კუნთოვან მეხსიერებას და სახის გამომეტყველებას, ამაღლებს განწყობას, ამცირებს ცხვირ-ტუჩის ნაკეცს, აუმჯობესებს სახის ფერს.

გაიხურეთ ხელები – ხელისგულების ერთმანეთზე ინტენსიური გახახუნებით. დაიწყეთ ძალიან ნაზი და მსუბუქი შეხებით, თუთებით – კანის ტუჩების ცენტრიდან ყურებისკენ აქაჩვა, თითქოს ღიმილს ხატავთ. ნუ დაჭიმავთ კანს: კანი თქვენს თიტებს ბუმბულივით მსუბუქად უნდა აღიქვამდეს. გაიმეორეთ მოქმედება 20-ჯერ ან მეტჯერ.