Connect with us

ჯანმრთელობა

საუკეთესო საშუალება პაპილომასთან საბრძოლველად

ქათმის კვერცხი მრავალრიცხოვანი პაპილომების გაქრობაშიც კი დაგეხმარებათ, თუმცა წინასწარ გაფრთხილებთ, რომ მისი გამოყენება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ალერგიების მქონეთათვის.

გარე მოხმარებამ ალერგია იმ შემთვევაშიც შეიძლება გამოიწვიოს თუ კვერცხს პრობლემის გარეშე ჭამთ. თუ ეჭვი გეპარებათ – იდაყვის მოხრის არეში, კანის მცირე ნაწილზე წაისვით ეს საშუალება და 10 წუთით გაიჩერეთ.

კვერცხის ფხვნილის მომზადება

ამ საშუალების მოსამზადებლად ორი კვერცხის ნაჭუჭი, ლეიკო პლასტირი და სამედიცინო ბამბა დაგჭირდებათ.

1. გააცხელეთ ქურა 250 გრადუსზე, დაალაგეთ ჟარუნაზე ნაჭუჭები და ღუმელში 30 წუთით შედგით.
2. მას შემდეგ რაც ნაჭუჭი გაცივდება – დაფხვენით მაქსიმალურად წვრილად, გაატერეთ ყავის საფქვავში – ფხვნილის მიღებამდე.
3. მოათავსეთ კვერცხის ფხვნილი შუშის ან პლასტმასისი ჭურჭელში. დაახურეთ თავი ჰერმეტულად.
4. გამბა დაანაწავრეთ პატარა ნაწილებად, მოამზადეთ ლეიკო პლასტირი.
5. ყოველ პაპილომას კარგად მოაყარეთ კვერცხის ფხვნილი, ზემოდან დააფარეთ ბამბა და დააფიქსირეთ ლეიკოპლასტირის საშუალებით.

ასეთი კომპრესის ტარება 2-3 კვირა მოგიწევთ. შეცვალეთ სამ დღეში ერთხელ. როგორც პრაქტიკა აჩვენებს – პაპილომა მკურნალობის პირველივე კურსზე ქრება.

ქათმის კვერცხის ცილა

თუ პაპილომა ჯერ პატარაა, შეგიძლიათ მათგან გათავისუფლება კვერცხის ცილით სცადოთ. გატეხეთ კვერცხი, გადმოასხით შიგთავსი ჭიქაში. აიღეთ ბამბის ჩხირი, დაასველეთ ცილაში რომელიც კვერცხის ნაჭუჭზე დარჩა და კარგად წაისვით პაპილომაზე.

ეს პროცედურა დღე-ღამეში 3-4-ჯერ გაიმეორეთ. როგორც წესი პაპილომა ზომაში 1 კვირის შემდეგ საგრძნობლად შემცირდება. არ მოდუნდეთ და გააგრძელეთ საშუალების გამოყენება მის სრულად გაქრობამდე.როგორც წესი ამისთვის 3-4 კვირაა საჭირო.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.