Connect with us

ჯანმრთელობა

როგორ მოვიშოროთ პაპილომა სწრაფად და უმტკივნეულოდ

გთავაზობთ ხალხური მედიცინის მარტივ და ეფექტურ რეცეპტებს, რომლებიც პაპილომას მოშორებაში დაგეხმარებათ.

პრაქტიკულად, დედამიწის მოსახლეობის 80% პაპილომა ვირუსით დაინფიცირებულია. ვირუსი შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში არ გამოვლინდეს, მაგრამ ერთ განსაზღვრულ მომენტში თავს მაინც იჩენს.

ხალხური საშუალებები პაპილომას საწინააღმდეგოდ

  1. ალოე
  2. ჩაის ხის ზეთი
  3. აბუსალათინის ზეთი
  4. ქრისტესისხლას ახალი წვენი
  5. ხახვი და ნიორი

ვირუსის გააქტიურების მთავარი მიზეზები:

  • იმუნიტეტის შემცირება
  • ქრონიკული დეპრესია ან სტრესი
  • ალკოჰოლიზმი და თამბაქოს მოწევა
  • საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადება
  • ანტიბიოტიკების, კორტიკოსტეროიდების ან ორალური კონტრაცეპტივების დიდი ხნით მიღება
  • ხშირი სურდო და გრიპი
  • ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია
  • ციტოსტატიკების ან იმუნოდეპრესანტების მიღება

პაპილომა დადებით თვისებიანი სიმსივნეა, რომელიც კიბოდ იშვიათად გარდაიქმნება, თუმცა ამის ალბათობა გამორიცხული არაა.

ექიმს დაუყონებლივ უნდა მიმართოთ, თუ

  • პაპილომა პერიოდულად ზიანდება ან მექანიკურად იხეხება;
  • წამონაზარდები სწრაფად იზრდება;
  • სასქესო ორგანოების მიდამოებში მდებარეობს;
  • ფერი შეიცვალა, ზომაში გაიზარდა, სისხლდენა ახასიათებს და დისკომფორტს იწვევს.

თქვენ შეგიძლიათ პაპილომა სამედიცინო დაწესებულებებში მოიშოროთ, ან ხალხური მედიცინის რეცეპტები გამოიყენოთ.

ხალხური საშუალებები და მათი გამოყენება პაპილომას გასაქრობად

1. ალოე

ალოე ძალიან ეფექტური საშუალებაა პაპილომას საწინააღმდეგოდ. სამკურნალოდ მხოლოდ 3 წლის მცენარე გამოგადგებათ. გამოყენების წინ 1 კვირა ალოე არ მორწყათ.

ქვედა, ყველაზე მსხვილი ფოთოლი მოჭერით და მაცივარში 10 დღით შეინახეთ. 10 დღის შემდეგ ალოეს ფოთოლი აიღეთ, გაჭერით და პაპილომაზე დაიდეთ. ბინტით ან ჩვეულებრივ სამედიცინო ფირფიტით დაიმაგრეთ. საფენი დღეში 3-4-ჯერ გამოცვალეთ.

მკურნალობის კურსი მინიმუმ 7 დღე. თქვენი პაპილომა უბრალოდ გაქრება!

2. ჩაის ხის ზეთი

ჩაის ხის ზეთი შესანიშნავი ანტიმიკრობული და ანტივირუსული საშუალებაა.

ბამბის ჩხირი ზეთში გაჟღინთეთ და პაპილომაზე წაისვით. ეცადეთ, რომ ზეთი ჯანსაღ კანს არ მოხვდეს. პროცედურა დღეში 2-3-ჯერ ჩაიტარეთ, სანამ პაპილომა ბოლომდე არ გაქრება.

ყურადღება! თუ საფეთქლებზე ან ინტიმურ ადგილებში პაპილომას მოშორება გადაწყვიტეთ, ზეთი წყალში ან ალოეს წვენში 1:1 პროპორციით აუცილებლად გააზავეთ.

სახეზე პაპილომა რომ მოიშოროთ, საკმარისია ჩაის ხის ზეთი თქვენს კოსმეტიკურ კრემს დაუმატოთ და პაპილომაზე დღეში 5-6-ჯერ წაისვათ.

3. აბუსალათინის ზეთი

აბუსალათინის ზეთი თეთრებად ღირებული და ძალიან ეფექტური საშუალებაა, რომელიც პაპილომას გასაქრობად შეგიძლიათ გამოიყენოთ.

თუ სწორედ ეს ვარიანტი აირჩიეთ, შედეგს რამდენიმე კვირაში დაინახავთ.

ბამბის ჩხირი ზეთში დაასველეთ და პაპილომაზე წაისვით. ამასთან თითებით 5-7 წუთით დაიმასაჟეთ. პროცედურა დღეში 2-ჯერ ჩაიტარეთ.

4. ქრისტესისხლას ახალი წვენი

სააფთიაქო ქიმიურ ნივთიერებაში არ აგერიოთ! ქრისტესისხლას ღერო და ფოთოლი აიღეთ, გაატარეთ, რამდენიმე ფენად გაკეცილ მარლაში გაწურეთ და კრემის მსგავსი მასის მიღებამდე ათქვიფეთ.

ეს ექსტრაქტი პაპილომაზე დღეში 4-6-ჯერ წაისვით.

ყურადღება! ქრისტესისხლას წვენის გამოყენება ნევროლოგიური დაავადებების და ბრონქული ასთმის დროს არ ღირს.

5. ხახვი და ნიორი

1 საშუალო ზომის ხახვი და 3 კბილი ნიორი გაასუფთავეთ, წვრილ სახეხზე გახეხეთ. ფაფა პაპილომაზე წაისვით და სახვევით დააფიქსირეთ. 50 წუთით გაიჩერეთ. პროცედურა დღეში 5-ჯერ გაიმეორეთ.

თუ ამ საშუალების გადატანა გიჭირთ. ხახვი-ნივრის წვენს ზეითუნის ზეთი დაუმატეთ.

პაპილომა ვირუსმა თავი კვლავ რომ არ იჩინოს, იმუნიტეტი გაიძლიერეთ: სწორად იკვებეთ, კარგად გამოიძინეთ, უფრო მეტი იმოძრავეთ და სუფთა ჰაერზე უფრო ხშირად გადით!