Connect with us

ჯანმრთელობა

საოცნებო საჭმელი: ტოპ 10 პროდუქტი, რომელსაც წონაზე გავლენა არ აქვს

ერთხელ ცნობილმა ბალერინამ, მაია პლისეცკაიამ თავისი დიეტის საიდუმლო გაამხილა, რომელიც უბრალოდ არაფრის ჭამას გულისხმობდა. თანამედროვე დიეტოლოგები და გასტროენტეროლოგები ირწმუნებიან, რომ ეს ორგანიზმისთვის ყველაზე ცუდი ვარიანტია და ასე რადიკალურად მოქცევა არ შეიძლება.

რა შეიძლება მივირთვათ სხეულის ფორმებზე ზიანის მიყენების გარეშე

როგორც აღმოჩნდა, წონის შესანარჩუნებლად ყოველდღე გონების დაკარგვამდე ვარჯიში და შიმშილობა საჭირო არაა. საკმარისია, იცოდეთ, თუ რომელ პროდუქტებს მიანიჭოთ უპირატესობა და შიშის გარეშე მიირთვათ ისინი.

კიტრი

ეს ბოსტნეული 95% წყლისგან შედგება, ამიტომ მას საუკეთესო ვარიანტად თვლიან მათთვის, ვინც ფიგურას უფრთხილდება ან დიეტას იცავს. კიტრისგან ბევრი დიეტური კერძი, სმუზი ან მარილიანი კერძი შეგიძლიათ მოამზადოთ, რომელთა უმეტესობა ძალიან გვიყვარს და ხშირად რაციონში ვიყენებთ.

ციტრუსი

ბევრი ადამიანი ციტრუსის მიღებისგან თავს იკავებს, რადგან არსებობს მითი რომ მასში დიდი რაოდენობით შაქარია. სინამდვილეში, ციტრუსი სასარგებლო და ორგანიზმისთვის აუცილებელი უჯრედისით, ფლავონოიდით და C ვიტამინით არის მდიდარი. გრეიფრუტს საერთოდ უარყოფითი კალორიულობა ახასიათებს.

კვერცხი

ქათმის კვერცხი ცილისა და სასარგებლო ცხიმებისგან შედგება, ამიტომ თითქმის ყველა დიეტის დროს იყენებენ, ასევე სხვადასხვა სალათებს, გამომცხვარ კერძებს და გარნირებს უმატებენ. 4 კვერცხის ცილა მხოლოდ 70 კალორიას და ცხიმის გარეშე 14 გრ სუფთა ცილას შეიცავს.

პოპკორნი

დიახ, არ მოგესმათ! საქმე ეხება უბრალო პოპკორნს ზეთის და შაქრის გარეშე. 1 ჭიქა პოპრკონი მხოლოდ 31 კალორიას შეიცავს – ასეთი რაოდენობა, თუნდაც ორმაგი პორცია შეჭამოთ, თქვენს ფორმებს ზიანს ნამდვილად ვერ მიაყენებს.

ჭარხალი

თუ ყოველდღე ჭარხალს მიირთმევთ, ეს დაგეხმარებათ სისხლში შაქრის დონის დარეგულირებაში, ენერგიით ავსებასა და ცხიმების ეფექტურად წვაში. ერთ საშუალო ჭარხალში დაახლოებით 40 კალორია. ეს რაოდენობა თქვენს ფიგურას ზიანს ვერ მიაყენებს.

სალათი ლატუკი

100 გრ სალათი მხოლოდ 12 კალორიას შეიცავს, ამიტომ ყოველგვარი შიშის გარეშე მთელი დღე შეგიძლიათ მიირთვათ. გაუჯერებელი გემოს წყალობით მადას არ აღძრავს. სალათი ბევრ ფოლიუმის მჟავას, B ჯგუფის ვიტამინს, კალიუმს და რკინას შეიცავს. სწორედ ამიტომ სალათი არა მხოლოდ დაბალ კალორიული, არამედ ძალიან სასარგებლოა.

ნიახური

ეს უნიკალური ბოსტნეულია, რომლის ყველა ნაწილის ჭამა შეიძლება: ფოთლები,ღეროები და ფესვები. ნიახურს მსუბუქი ლაქტაციის ეფექტი აქვს, კუჭის წვენის წარმოებას ხელს უწყობს და ორგანიზმს ტოქსინებისგან შესანიშნავად წმენდს. მას, გრეიფრუტის მსგავსად, უარყოფითი კალორიულობა აქვს. თითქმის 95% წყლისგან შედგება.

ანანასი

ანანასში შემავალი ნივთიერება ორგანიზმს ცხიმების დაშლაში ეფექტურად ეხმარება. ძირითადი საკვების მიღებამდე მხოლოდ 50 გრ ანანასი მირთმევა ორგანიზმს სწრაფად დანაყრებაში დაეხმარება და შეუმჩნევლად კერძის ჩვეულებრივი პორციის შემცირებას დაიწყებთ.

ლამინარია

წყალმცენარე მცენარეული ცილებისგან შედგება, რომელიც ადამიანის კუჭში საკმაოდ დიდხანს გადამუშავდება, ამიტომ შიმშილის გრძნობა კარგა ხანს არ შეგაწუხებთ. ის ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს და ნაწლავებს წიდებისა და ტოქსინებისგან წმენდს.

ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო

რთული დასაჯერებელია, მაგრამ 200 გრ კომბოსტო მხოლოდ 7 კალორიას შეიცავს – ეს პრაქტიკულად რეკორდია დაბალკალორიულ პროდუქტებს შორის. ბროკოლი და ყვავილოვანიი კომბოსტო ჭარბი ცხიმის წვას ხელს უწყობს და შიმშილის გრძნობას აქრობს, ამიტომ მისი მირთმევის დროს შეგიძლიათ ფიგურაზე არ ინერვიულოთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.