Connect with us

ჯანმრთელობა

წნევა დარეგულირებულია: 5 პროდუქტი ჰიპერტონიის საწინააღმდეგოდ

თუ არტერიული წნევის მაჩვენებლები სასურველზე უფრო მაღალია (120/80–ზე მეტი საუბრობს, რომ წნევას ყურადღება უნდა მიაქციოთ) ან უბრალოდ ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევთ, რაციონს 1 ან 5 მარტივი და სასარგებლო პროდუქტი დაუმატეთ.

სასარგებლო პროდუქტები ჰიპერტონიის დროს

კარტოფილი

მოხარშული კარტოფილი ზედმეტად დახვეწილი კერძია არაა, მაგრამ მდიდარია კალციუმით და მაგნიუმით, რომლებიც წნევას არეგულირებენ. გარდა ამისა, საშუალო ზომის კარტოფილი 150-160 კალორიას შეიცავს. კარტოფილი მოხარშეთ ან გამოაცხვეთ, არაჟანი ან ნატურალური იოგურტი მოასხით და მიირთვით. ასე ორგანიზმს ორმაგ სარგებელს მოუტანთ!

რძე თუ იოგურტი

მათ, ვინც ყოველდღიურ რაციონში 1 ულუფა რძის პროდუქტს რთავს, ჰიპერტონიის განვითარების რისკი 11%–ით შემცირებული აქვს იმასთან შედარებით, ვინც დრო და დრო მხოლოდ იოგურტს მიირთმევს. დღე რძეზე მომზადებული ფაფით, უცხიმო იოგურტით და ხილით ან სმუზით დაიწყეთ.

კაკაო

ავსტრიულმა კვლევამ დაამტკიცა, რომ პროდუქტები, რომლებიც ნატურალურ კაკაოს ფხვნილს შეიცავენ, წნევას ამცირებენ, რადგან ფლავონოიდები სისხლძარღვების მდგომარეობას აუმჯობესებენ. ჰარვარდში მწარე შოკოლადის თვისებები შეისწავლეს და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ის მაღალი არტერიული წნევის დროს სასარგებლოა. შოკოლადი კალორიული პროდუქტია, ამიტომ დღეში 20 გრ ან 1 ს/კ კაკაოთი შემოიფარგლეთ.

ლობიო

კიდევ რომელი პროდუქტის ჩართვა შეიძლება ჰიპერტონიის დროს? პარკოსანი პროდუქტები მდიდარია უჯრედისით, მაგნიუმით და კალიუმით, რაც არტერიული წნევის დარეგულირებას ხელს უწყობს. თუ ლობიოს, ბარდას ან ოსპს ყოველდღე შეჭამთ, მაჩვენებლებს 3-5 პუნქტით შეამცირებთ. პარკოსნები წვნიანში, რაგუში, სალათებსა და ხვეულებში დაამატეთ.

ბანანი

ბანანი კალიუმის შესანიშნავი წყაროა. მაშინაც კი, თუ მარილის მოხმარებას არ შეზღუდავთ, ბანანი მის მავნე მოქმედებას მინიმუმამდე შეამცირებს. უფროსებს ყოველდღიურად 4,7 გრ კალიუმი სჭირდებათ, ხოლო 1 ბანანი დღიური ნორმის ზუსტად 12%–ს შეიცავს. დილით ბანანი ფაფებს დაუმატეთ ან დაჭერით და გაყინეთ – გემრიელ დესერტს მიიღებთ.