Connect with us

ჯანმრთელობა

რომელი ვიტამინები არ გვყოფნის ზამთარში და შემოდგომაზე

ფიქრობთ რომ ზამთარში მხოლოდ С ვიტამინი გაკლიათ?
მოძრაობისა და მზის სინათლის უკმარისობა ჩვენს ორგანიზმს ვირუსებისა და დაავადებების მიმართ უფრო იოლად მოწყვლადს გვხდის. შემოდგომასა და ზამთარში ჩვენ განსაკუთრებულად გვჭირდება ზოგიერთი ვიტამინი. რა თქმა უნდა ვიტამინების კომპლექსი თვითნებურად და ექიმის რჩევის გარეშე არ უნდა დალიოთ და ჯერ კარგად უნდა გაარკვიოთ თუ კონკრეტულად რომელი ვიტამინი ესაჭიროება თქვენს ორგანიზმს.

ვიტამინი С

ერთ-ერთი უმთავრესი ვიტამინი რომელიც ჩვენი ორგანიზმის იმუნიტეტს ძალით ამარაგებს, კვებავს კანს, მხარს უჭერს ძვლებისა და კბილების სიჯანსაღეს და აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას. ყველამ ვიცით რომ ის უხვად არის ციტრუსებში, პომიდორში, კომბოსტოში, მწვანილსა და ტკბილ წიწაკაში.

D ვიტამინი

D ვიტაინის სადღეღაისო ნორმის მისაღებად საკმარისია მზეზე ნახევარი საათი გაატაროთ: ზაფხულში ეს რთული საქმე სულაც არ არის, თუმცა ზამთარში მზის ისნათლის დეფიციტს განვიცდით. D ვიტამინი აუცილებელი ვიტამინებისა და მინერალების ათვისებასა და მეტაბოლიზმში გვეხმარება, ხელს უწყობს უჯრედის სწორ განვითარებას და იმუნურ სისტემას არეგულირებს. საკმარისი D ვიტამინის მისაღებად წელიწადის ცივ და ბნელ პერიოდშ რძე, კვერცხი, სოკო და ცხიმიანი თევზი მიირთვით.

რკინა

რკინა მნიშვნელოვანია იმუნიტეტის გაძლიერებისთვის, გვეხმარება დავრჩეთ ენერგიულები და მხნეები, რადგან სწორედ რკინას გადააქვე ორგანიზმში ჟანგბადი და ორგანოებს ამარაგებს. იმისთვის, რომ რკინის ჯანმრთელი რაოდენობა მიიღოთ აუცილებლად მიირთვით წითელი ხორცი, ლობიო, მუქი მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, ფრინველის ხორცი და ზღვის პროდუქტები.

თუთია

ზამთარში თუთია განსაკუთრებით მნიშვნელობანა: რამდენიმე მასშტაბურმა კვლევამ დაადასტურა რომ თთიის დეფიციტსა და კორონავირუსის გართულებებს შორის პრიდაპირი კავშირია. გარდა ამისა თუთია ორგანიზმში ანტიოქსიდანტის მსგავსად მოქმედებს, გვეხმარება ქსოვილის აღდგენაში, ახდენს ჰორმონალურ ბალანსს და მხარს უჭერს ჯანმრთელ იმუნიტეტსა და საკვების მონელებას.

ბევრ თუთიას შეიცავს ისპანახი, ძროხის ხორცი, ლობიო, ზღვის პროდუქტები, გოგრის გული და თხილეული.

ფოლიუმის მჟავა

ფოლიუმის მჟავას ყველაზე ხშირად ორსულებს უნიშნავენ რადგან მისმა უკმარისობამ შეიძლება ნაყოფის გამვითარება შეაფერხოს. თუმცა ის ყველასთვის მნიშვნელოვანია, ეს ელემენტი განწყობის რეგულირებას ახდენს განსაკუთრებით კი ზამთრის პერიიოდში. ამცირებს გულ-სისხძარღვთა დაავადებების, დიაბეტისა და სიმსივნის ზოგიერთი ფორმის განვითარების რისკს.

ფოლიუმის მჟავას უხვად შეიცავს ლობიო, ბარდა, ავოკადო, თხილი და მარცვლები და ასევე ბროკოლი.

ვიტამინი А

ეს მნიშვნელოვანი ვიტამინი ანტიოქსიდანტის მსგავსაც მოქმედებს და მხარს უჭერს ძვლების, კბილების და რბილი ქსოვილების ჯანმრთელობას. ის მხარს უჭერს იმუნური სისტემის ჯანმრთელობას და ორგანიზმის დაცვას.

ამ ვიტამინს შეიცავს ისპანახი, სტაფილო, ატამი და ბატატი.

ვიტამინი Е

ეს ვიტამინი ზამთარში კანისა და თმის დატენიანებისთვის უმნიშვნელოვანესია. ზამთარში თავის კანი შრება, თმა კი მოდუნებული და სუსტი ხდება, Е ვიტამინი კი მათში ტენის ბალანსს უწყობს ხელს.

Е ვიტამინით მდიდარია არაქისი, ბროკოლი, მზესუმზირა და ქეშიუ.