Connect with us

ჯანმრთელობა

როგორ შევიღებოთ თმა იდეალურად: 5 წესი შეღებვამდე და შეღებვის შემდეგ – სახლის პირობებში

არსებობს მითი, რომ თმის სახლშ შეღებვა ძალიან რთულია. სტილისტები გვარწმუნებენ, რომ ფერი არასწორად დაჯდება, თმას გაიფუჭებთ და საერთო ჯამში იმ შედეგს მიიღებთ რომელიც არ გსურთ. თუმცა ეს უბრალოდ მითია, თუ ამ წესებს მისდევთ, ყველაფერი შესანიშნავად გამოგივათ. თმის ხარისხიანად შეღებვა სახლის პირობებში – ეს რეალურიც არის და მარტივიც!

მთავარია თმის ფერის პირველივე ჯერზე კარდინალურად შეცვლა არ სცადოთ, სხვა წესები კი ქვემოთ წაიკითხეთ.

1. არ გააკეთოთ ექსპერიმენტები თმის ფერთან

პირველიდ აყველაზე მნიშვნელოვანი – არ შეეცადოტ რადიკალურად შეცვალოთ თმის ფერი. ეს საქმე პროფესიონალებს გადაულოცეთ, რადგან ეს რთული პროცედურაა და ქერა თმაზე ომბრეს ეფექტის დადებას თუ სახლის პირობებში გადაწყვეტთ, შეიძლებვა შემდეგ სარკის წინ იქვითინოთ.

სახლის პირობებში თმის შესაღებად საუკეთესო ვარიანტი თმის 1-2 ტონით გაღიავება ან გამუქებაა.

2. ჩაიტარეთ ტესტი ალერგიაზე

ერთხელ მაინც გაგიკეთებიათ ალერგიის ტესტი სანამ თმის შეღებვას დაიწყებდით? დარწმუნებული ვარ, რომ არა! მაგრამ, ეს უმნიშვნელოვანესი პროცედურაა! აუცილებლად შეამოწმეთ საღებავზე რეაქცია, ყოველი შეღებვის წინ, რადგან დაზიანება შეიძლება ძალიან მძიმე და არასასიამოვნო იყოს!

3. მოამზადეთ შენობა

თმის შერებვამდე მოამზეადეთ: ჩაიცვით ძველი სამოსი, რომლის დასვრაც არ გენანებათ და იატაკზე ძველი გაზეთები ან პოლიეთილენი დააფინეთ. არასაჭირო ნივთების ნაგავში გადაყრა გაცილებით იოლია ვიდრე საყვარელი მაისურიდან და აბაზანის კაფელიდან თმის საღებავის ამორეცხვა.

4. გამოაღეთ ფანჯარა და კარი

არ ჩაიკეტოთ აბაზანაში თმის შეღებვის დროს. ამიაკი ძალიან ტოქსიკურია. იდეალური ადგილი თმის შესაღებად – კარგად განიავებადი შენობაა, მაგრამ თუ თმის შეღებვა აბაზანაში გიწევთ, მაშინ მისი კარი შეაღეთ და ბინის ფანჯრები გამოაღეთ.

5. შეიძინეთ სათადარიგო საღებავი

თუ მოკლე ვარცხნილობა გაქვთ, საღებავის უკმარისობაზე შეგიძლიათ არ ინერვიულოთ. ხოლო გრძელი თმის მქონეთათვის კი სათადარიგო საღებავის შეძენა ურიგორ იდეა არ იქნებოდა. თუ საღებავის ფერი მოგეწონებათ, ძირების შეღებვისას აღარ დაგჭირდებათ საჭირო საღებავის მოძებნა.

5 წესი, რომელიც თმის წარმატებულად შეღებვის გარანტია

1. ჯერ თმის პატარა ნაწილი შეიღებეთ

ახალ სარებავს ტესტავთ და შედეგში დარწმუნებული არ ხართ? არ ინანებთ თუ ჯერ პატარა სატესტო ნაწილს შეიღებავთ. ეს საღებავის ხარისხს დაგანახებთ და გიხსნით პარიკმახერთან სასოწარკვეთილი ზარებისგან.

2. დაიცავით კანი

თმის ზრდის ზოლის გასწვრივ ცხიმიანი კრემის ან ვაზელინის სქელი ფენა წაისვით რათა კანი საღებავით არ დაგესვაროთ. თუ კანი მაინც დაგესვრებათ, საღებავს იოლად მოიცილებთ სპირტში დასველებული ბამბის დისკიტ.

3. დარწმუნდით, რომ თმა მთლიანად არის დაფარული საღებავით

არაფერია არასწორად შეღებილ თმაზე უარესი, სწორედ ეს შეცდომა გასცემს მათ ვინც თმას სახლში იღებავს. არ იჩქაროთ და საღებავი სწორად და თანაბრად წაუსვით ყველა ნაწილს. თუ საშუალება გაქვთ, თხოვეთ ვინმეს, რომ კეფაზე საღებავის წასმაში დაგეხმაროთ, ან სარკე გამოიყენეთ.

თუ ფიქრობთ, რომ საღებავმა უკვე მთელი თმა დაფარა, არ დაიზაროთ და 5-10 წუთით დამატებით დაიმასაჟეთ თავი საღებავის უკეთ გადასანაწილებლად.

4. დაიფარეთ თავზე

მას შემდეგ რაც საღებავი მთელს თმაზეა განაწილებული, თავზე შხაპის ქუდი ან პოლიეთილენის პარკი დაიფარეთ, ეს მავნე სუნისგან დაგიცავთ, გარდა ამისა ეს საღებავის ჩამოღვენთას შეუშლის ხელს და პლუს სარებავს ფერის უფრო სწრაფად გახსნაში დაეხმარება.

არ დაგავიწყდეთ ტაიმერის დაყენება! რა თქმა უნდა გახსოვთ, რამდენი წუთი უნდა გქონდეთ სარებავი წასმული მაგრამ ზოგჯერ დრო შეუმჩნევლად გარბის!

5. კარგად დაიბანეთ თმა შეღებვის შემდეგ

როდესაც საღებავი თავის მისიას შეასრულებს, თმა კარგად უნდა ჩამოიბანოთ, სანამ წყალი სუფთა არ გახდება. არ შეგეშინდეთ თქვენი ახალი ფერი სიმკვეთრეს არ დაკარგავს, სამაგიეროდ სამოსს შეინარჩუნებთ სუფთად. არ დაგავიწყდეთ შამპუნის შემდეგ ბალზამის წასმა, ის თქვენს ახალ ტონს გაამაგრებს და თმას მბზინვარებას შესძენს.