Connect with us

ჯანმრთელობა

როგორ შევამციროთ გამოწეული ძვლების ზომა ფეხებზე: 4 ნატურალური რეცეპტი

თუ ამ საშუალებას მუდმივად მიიღებთ, ფეხიდან ბორცვებს ძალიან სწრაფად გაიქრობთ. ამასთანავე, მოსახერხებელი ფეხსაცმლის არჩევაც დაგეხმარებათ სასურველი შედეგის მიღებაში!

ბურსიტი – ეს არის ამოზნექილობა, რომელიც სახსარში დიდ თითთან ჩნდება და შესამჩნევ დეფორმაციას იწვევს. თუ ამ პრობლემით იტანჯებით და გინდათ იცოდეთ, როგორ შეამციროთ მისი ზომა, მაშინ ჩვენი სტატია წაიკითხეთ.

ეს პრობლემა მაშინ ჩნდება, როდესაც, დიდი თითი გვერდითა თითს აწვება და სახსრის გაფართოებას იწვევს.

ბევრი შემთხვევა გენეტიკური მიზეზით ხდება, თუმცა ისინი ანთებითი დაავადებების გაჩენის, ტრამვების ან შეუფერებელი ფეხსაცმლის გამოყენებიტაც შეიძლება გაჩნდეს.
მართალია ის უბრალო ესთეტიურ პრობლემას გავს, მაგრამ, მან შეიძლება შეშუპება, ტკივილი და სხვა ბევრი უსიამოვნო სიმპტომი გამოიწვიოს.

ბურსიტი: მიზეზები და სიმფტომები

ბორცვების გაჩენის ზუსტი მიზეზი უცნობია. მაგრამ, არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელიც მის გაჩენას უწყობს ხელს:

  • მემკვიდრეობა
  • ფეხის ტრამვა
  • დაბადების დეფექტები
  • მჭიდრო ფეხსაცმლის ხანგრძლივი ტარება
  • მაღალი ქუსლების გამოყენება
  • ანთებითი დაავადებები. მაგალითად ართრიტი და პოდაგრა

სიმპტომები

  • დიდი თითის დეფორმაცია მთავარი სიმფტომია. თუმცა ეს ხშირად სხვა ნიშნით ჩნდება.
  • ანთება და შეწითლება ფეხის დიდი თითის გარშემო.
  • მაზოლები
  • მუდმივი ან ნაწყვეტ-ნაწყვეტი ტკივილი
  • დაზიანებული თითის მოძრაობის შემცირება.

ახლა კი მკურნალობის ნატურალურ საშუალებებს წარმოგიდგენთ

თუ გართულებები გაგიჩნდებათ ან მოძრაობა გიჭირთ, აჯობებს ექიმი ცარიოთ, ის საჭირო მკურნალობის მეთოდს განგისაზღვრავთ მაგრამ, თუ ჯერ საწყისი სტადია გაქვთ ან ის ნელ-ნელა ჩნდება, შეგიძლიათ ზოგიერთი ბუნებრივი მეთოდი გამოიყენოთ.

1. კალენდულას ზეთი

კალენდულის ანთების საწინააღმდეგო თვისებები მას არაჩვეულებრივ საშუალებად აქცევენ. მას დამამშვიდებელი ეფექტი აქვს, ამცირებს ტკივილს.
მისი ეთერზეთი ადუნებს სახსარს და ეხმარება სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებაში, ეს კი შვებას მოგგვრით.

ინგრედიენტები:

  • 5 სუფრის კოვზი კალენდულას ყვავილი (75 გრამი)
  • 1/5 ჭიქა ზეითუნის ზეთი (100 გრამი)

მომზადება:

  • ჩაყარეთ კალენდულას ყვავილები ქოტანში და დაასხიტ ზეითუნის ზეთი.
  • გააცხელეთ პროდუქტი სუსტ ცეცხლზე, 5 ან 10 წუთი
  • გადმოდგით პრეპარატი, გააჩერეთ და შეინახეთ მუქ, შუშის ქილაში.
  • გააჩერეთ 10 დრე და ამის შემდეგ გაწურეთ.

რეჟიმი

  • ზეთი ძვალზე შეიზილეტ და დაიზილეთ 3 ან 5 წუთი.
  • გაიმეორეთ თქვენი პროცედურა ყოველ რამეს, ძილის წინ.

2. გვირილის აბაზანა

გვირილის აბაზანა, ერთ-ერთი ბუნებრივი საშუალებაა. რომელიც აუტკივარებს და აქრობს ძვლებს. ამასთანავე ეს აბაზანები ფეხს ადუნებს და მაზოლების და მკვდარი უჯრედების დარბილებაში ეხმარება.

ინგრედიენტები

  • 5 სუფრის კოვზი გვირილის ყვავილი (75 გრამი)
  • 2 ჭიქა წყალი (500 მილიგრამი)

მომზადება

გვირილის ყვავილები ქვაბში ჩაყარეთ, დაასხით წყალი და მიიყვანეთ ადუღებამდე
როდესაც ადუღებამდე მივა, შეამცირეთ ცეცხლი და 3 ან 5 წუთით დატოვეთ
დაელოდეთ, სანამ შეგრილდება, გაწურეთ და გაიკეთეთ აბაზანა.

გამოყენების რეჟიმი

დაასხით გვირილას ნაყენი და ჩაყავით ფეხი 15 ან 20 წუთით. გაიმეორეთ ყოველ დღე ან როდესაც ტკივილი გაგიძლიერდებათ.

3. მაგნიუმის სულფატი

მაგნიუმის სულფატი კანში შეიწოვება და ანთების საწინააღმდეგო გავლენას ახდენს დაზიანებულ სახსარზე.

ინგრედიენტები

  • 3 სუფრის კოვზი მაგნიუმის სულფატი (45 გრამი)
  • 2 ჭიქა წყალი (500 მილიგრამი)

მომზადება

აურიეთ მაგნიუმის სულფატი ცხელ წყალთან და დაუმატეთ ცოტაოდენი ცივი წყალი – ტემპერატურის დასარეგულირებლად.

გამოყენების რეჟიმი

  • ხსნარში ფეხი 20 წუთით ჩაყავით.
  • გაიმეორეთ იგივე როდესაც ტკივილს ან ახალი ბორცვის გაცენას იგრძნობთ.

4. ზეითუნის ზეთი და ლავანდა

ზეითუნის ზეთის დადებითი თვისებების ლავანდასთან კომბინირებით, შეგვიძლია ანთების და შეშუპების საწინააღმდეგო, დამამშვიდებელი ლოსიონი მივიღოთ. გარდა ამისა, ის იდეალურია მასაჟისთვის. განსაკუთრებით თუ გტკივათ და მოძრაობა გიჭირთ.

ინგრედიენტები

  • 1/2 ჭიქა ზეითუნის ზეთი (100 გრამი)
  • 5 სუფრის კოვზი (75 გრამი)

მომზადება

  • ზეთი თერმო გამძლე კონტეინერში მოათავსეთ და ლავანდა დაუმატეთ.
  • 20 წუთით გააჩერეთ ნელ ცეცხლზე.
  • ამ დროის გასვლის შემდეგ დაიცადეთ, სანამ არ შეგრილდება და გაწურეთ.

გამოყენების რეჟიმი

ზეთით ხელის გულები დაისველეთ და დაზიანებულ ადგილებზე მასაჟი გაიკეთეთ. დაელოდეთ, რომ მისი შეწოვა მოხდეს. გამოიყენეთ დრეში ორჯერ.

იმისთვის, რომ კარგი შედეგი მიიღოთ და ამობურცული ადგილების ზრდა შეამციროთ – დაიცავით მათი მოხმარების წესი და ყურადრება თქვენს ფეხსაცმელსაც მიაქციეთ, განსაკუთრებით თუ მასში თავს კომფორტულად არ გრძნობთ.