Connect with us

ჯანმრთელობა

5 პროდუქტი სახსრების გასაძლიერებლად და მისი ჯანმრთელობის მხარდასაჭერად

სახსრების ცვეთასა და სიძლიერეზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ ასაკი, არამედ დატვირთვის მოცულობა და კვება. სწორედ ამიტომ, სპეციალისტები გირჩევენ, სახსრების ჯანმრთელობის მხარდასაჭერად რაციონში რამდენიმე პროდუქტი ჩართოთ.

ამ რჩევების უგულებელყოფამ შეიძლება გამოიწვიოს ოსტეოართრიტი, რომელიც სახსრების ზედაპირს აზიანებს და ძვლის კავშირებს ანადგურებს. Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ 5 პროდუქტს, რომელთა დახმარებით ძლიერ და ჯანმრთელ სახსრებს შეინარჩუნებთ.

ჟელატინი

ამ ცილოვან სუბსტანციაში შედის ცილები, რომლებიც ორგანიზმს კოლაგენს საწარმოებლად სჭირდება. კოლაგენი კანის, შემაერთებელი ქსოვილების და ძვლების ელასტიურობას მხარს უჭერს.

კიტ ბარას ფუნქციური მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიაში ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ ჟელატინის მიღება შემაერთებელ ქსოვილებს აძლიერებს და უფრო ელასტიურს ხდის.

კენკრა

ბოსტონის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ყოველდღე 10 ალუბლის მიღება პოდაგრის განვითარებას 35%–ით ამცირებს. პოდაგრა – სახსრების და ქსოვილების დაავადება, რომელიც შეიძლება ნივთიერებათა ცვლის დარღვევის გამო განვითარდეს.

1 თვის განმავლობაში ყოველდღიურად დაახლოებით 500 გრ ალუბლის წვენის დალევა ტკივილს ამცირებს, სახსრების ფუნქციებს აღადგენს და ოსტეოართრიტის დროს ანთების ინდიკატორია.

ბროწეული

ბროწეულის წვენი ოსტეოართროზის დროს სახსრების ანთებას ამცირებს. ის ანთების გამომწვევი ნივთიერების აქტივობას თრგუნავს.

ცხიმიანი თევზი

ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავით მდიდარი თევზი სახსრების ელასტიურობას, მის ჯანმრთელობას და სახსარშიდა საპოხი სითხის ხარისხს მხარს უჭერს. კვლევის მონაცემებით, თევზის ქონი ართრიტის უსიამოვნო შეგრძნებას ამცირებს და სახსრების უძრაობას ამცირებს.

ზეითუნის ზეთი

ძირითადად, სახსრების დაავადებას იწვევს ხრტილებში ნივთიერებათა ცვლის დარღვევა – ხრტილოვან უჯრედებში აზოტის ოქსიდი იზრდება.

მაღალი ხარისხის ზეითუნის ზეთი ანთების საწინააღმდეგო ეფექტს, აზოტის ოქსიდის წარმოებას, ამცირებს, მაგრამ უჯრედების სიცოცხლისუნარიანობაზე უარყოფით გავლენას არ ახდენს. თუ D ვიტამინს ზეითუნის ზეთთან ერთად მიიღებთ, ძვლებს დაშლისგან დაიცავთ.

სწორედ ამიტომ, თუ ჯანმრთელობაზე ზრუნავთ, ჯანმრთელი სახსრების დიდხანს შენარჩუნება და მისი პრობლემების თავიდან აცილება გსურთ, რაციონს გადახედეთ. 5 პროდუქტი, რომელიც ნებისმიერ ფეხის ნაბიჯზე იყიდება, პოდაგრის, ოსტეოართრიტის, ოსტეოართროზის და სხვა უსიამოვნო დაავადებების დროს ტკივილის შემცირებაში ან გაქრობაში დაგეხმარებათ.