Connect with us

ყვავილები

როგორ მივიღოთ ნივრის უხვი მოსავალი: მარტივი და ეფექტური რჩევები

მინდა გაგიზიაროთ საკუთარი გამოცდილება ნივრის მოყვანასთან დაკავშირებით. მე მას ყოველთვის დიდი რაოდენობით ვრგავ და კარგ მოსავალსაც ვიღებ, რომელიც უპრობლემოდ ინახება შემდეგ მოსავლამდე.

ნივრის მოყვანის თავისებურებები

ამ სეზონზე მოვიყვანე ნიორი, რომელიც ზამთრის დასაწყისში 2 სართულად დავრგე. ეს მეთოდი უკვე მრავალჯერ გამოვცადე და შედეგმა კიდევ ერთხელ გამახარა.

გთავაზობთ რეკომენდაციებს ნივრის უხვი მოსავლის მისაღებად.

მულჩირება

ნივრის ნარგავებს მე ამ პროცედურას არ ვუტარებ. რა თქმა უნდა, ჩემთვის ცნობილია მისი ყველა დადებითი თვისება და რიგ შემთხვევებში ვიყენებ კიდევაც მას, თუმცა, ჩემი ნივრის პლანტაციისთვის, ჩემი აზრით, მულჩირება მავნე უფრო იქნება, ვიდრე სასარგებლო. მაგალითად, ამ სეზონზე, როცა მოსავლის აღების დრო მოვიდა, წვიმები დაიწყო. ამიტომაც მოსავლის აღების გადადება მიწის გაშრობამდე მოგვიხდა.

ნარგავები მულჩირებული რომ ყოფილიყო, ნიორი უფრო დიდხანს დარჩებოდა სველი(მისთვის ეს ძალიან ცუდია!), ამიტომ მისი მოკრეფა შეუძლებელი იქნებოდა. რა თქმა უნდა, ყველამ დამოუკიდებლად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით.

დასარგავი მასალა

ნივრის მოსავლის აღების შემდეგ, დგება დასარგავი მასალის მომზადების დრო. მოსავლიდან უნდა შეარჩიოთ ყველაზე დიდი და ჯანსაღი ეგზემპლარები დიდი ზომის კბილებით – მხოლოდ ამ შემთხვევაში იქონიეთ კარგი მოსავლის იმედი. მე ამ წელს ისევ 2 სართულად დავრგავ. ვთვლი, რომ ეს შესანიშნავი ვარიანტია, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ნიორს ვიწრო პირობებში – მცირე ზომის ნაკვეთზე რგავს.

როგორც უკვე ვთქვი, ამ ზაფხულს მოსავლის აღება გვიან დავიწყეთ, ამიტომ ზოგიერთი ბოლქვი გაიბზარა, თითქოს გაიხსნა. ანუ, ეს ეგზემპლარები ძალიან დიდხანს იყო მიწაში ჩაფლული. შესანახავად მათ ნუ გადადებთ – გამოიყენეთ კონსერვებში ან მიწისქვეშ დასარგავად.

შენახვა

შესანახავად მხოლოდ ჯანსაღი, კარგად გამომშრალი და სუფთა ნიორი უნდა გადადოთ. ჩვეულებრივ, ჩვენ ნივრებს ღეროებით ვკრავთ და რამდენიმე დღით სადმე ვკიდებთ. თუმცა, წელს საკმარისი აღმოჩნდა, დამეტოვებინა ნივრის ასეთი კონა პირდაპირ თხრილებთან – სანამ ამინდი თბილი და მშრალი იყო. ამის შემდეგ, ნიორი ძალიან მარტივად იწმინდება გამშრალი ფესვებისა და ზედა ღეროებისგან.

არსებობს კარგად შენახვის კიდევ ერთი ნიუანსი: მას შემდეგ, რაც გამომშრალ და გაწმენდილ ნიორს შეიტანთ იმ ოთახში, სადაც უნდა ინახებოდეს, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მათი დაუყოვნებლივი დაფასოება ქილებში. დასაწყისში, უნდა დაალაგოთ და აცადოთ იმ ტემპერატურასთან შეგუება, რომელშიც ზამთარი უნდა გაატაროს. მხოლოდ ამის შემდეგ ჩაალაგეთ ქილებში.